ფლორესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლორესი
მშობ. სახელი: Flores
Flores Topography.png
ფლორესის ტოპოგრაფიული რუკა.
გეოგრაფია
კოორდინატები 8°37′ ს. გ. 121°08′ ა. გ. / 8.617° ს. გ. 121.133° ა. გ. / -8.617; 121.133
მთავარი კუნძული მცირე ზონდის კუნძულები
ფართობი 13 540 კმ²
სიგრძე 425 კმ
სიგანე 70 კმ
უმაღლესი წერტილი 2 370 მ
პოკო-მანდასაუ
ქვეყანა
ინდონეზია
პროვინცია აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულები
უდიდესი ქალაქი მაუმერე (70,000)
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 600 000 (2003)
სიმჭიდროვე 112 /კმ²

ფლორესიმცირე ზონდის არქიპელაგში შემავალი კუნძული. კუნძულის ფართობი შეადგენს 14,300 კმ², აღმოსავლეთით მდებარეობს ინდონეზიის კუნძული იავა. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 1.5 მილიონ ადამიანს,[1] და უდიდესი დასახლებული პუნქტია მაუმერე. ფლორესი შედის ინდონეზიის აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის შემადგენლობაში.

კუნძული მდებარეობს სუმბავას და კომოდოს აღმოსავლეთით და ლემბატას და ალორის არქიპელაგის დასავლეთით. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ტიმორი. ფლორესი სუმბას სრუტითაა გამოყოფილი სუმბას კუნძულს და გარს აკრავს ფლორესის ზღვა.

XIII საუკუნიდან ეს ტერიტორია შედის მაჯაპაჰიტის შემადგენლობაში. 1544 წლიდან იწყება ევროპელთა მოგზაურობები ამ კუნძულზე, პირველები პორტუგალიელები იყვნენ. სწორედ პორტუგალიის კოლონია გახდა ფლორესი. მოგვიანებით უკვე ამ კუნძულს ჰოლანდიის იმპერია აკონტროლებდა.

1992 წლის 12 დეკემბერს, აქ მოხდა 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, ამ მიწისძვრას 2,500 ადამიანი შეეწირა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

სახელი "ფლორესი" მომდინარეობს პორტუგალიური სიტყვიდან, შინაარსობრივად კი კავშირშია სიტყვა "ყვავილთან".

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

კუნძული მდიდარია თავისი ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნებით. ამ რეგიონში ცხოვრობს მსოფლიოში უნიკალური კომოდოს დრაკონი, ეს ცხოველი ძირითადად კომოდოს ეროვნულ პარკში სახლობს, ეს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა. აქვე მდებარეობს კუნძულის მეორე პარკი კელიმუტუს ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "Trapping Komodo Dragons for Conservation" National Geographic - 28 Jan 2003