კიბირაიოტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კიბირაიოტონი (ბერძ. θέμα Κιβυρραιωτῶν) — ბიზანტიის იმპერიის საზღვაო პროვინცია. თემი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროს მოიცავდა. VIII-XII საუკუნეებში ის ბიზანტიის პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვან საზღვაო თემს წარმოადგენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიბირაიოტონი ისტორიულ წაროებში, პირველად 698 წელს, კართრაგენის ექსპედიციის დროს გამოჩნდა, როდესაც ბიზანტიის ფლოტი, კართაგენთან მარცხის შემდეგ უკან ბრუნდებოდა, კუნძულ კრეტაზე, სხვა არქონტებთან ერთად კიბირაიტების ფლოტის მეთაური აპსიმარი იმპერატორ ლეონტიოსის წინააღმდეგ აჯანყდა, ის ტახტზე ტიბერიუს III-ის (მმართველობა 698–705) სახელით ავიდა. ამ პერიოდისთვის კიბირაიოტონი დიად კარაბისიანულ საფლოტო კორპუს ეკუთვნოდა[1][2][3].

როდესაც კარიბისინული საფლოტო კორპუსი დაიშალა, კიბირაიოტონმა რეგულარული თემის სტატუსი მიიღო, თავისი სტრატეგოსით, რომელის გამოჩენა ისტორიულ წყაროებში 731-732 წლებით თარიღდება[2][4][5]. IX საუკუნემდე, როდესაც ეგეოსისი ზღვის და სამოსის თემი წარმოიქმნა, კიბირაიოტონი ისევ რჩებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო და სამხედრო თემად[6] .

თემი მოიცავდა მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროს, მილეტის სამხრეთიდან (თრაკესიონის თემი) არაბეთის მიერ დაკავებულ კილიკიამდე. ის კარია, ლიკია, პამფილია და ისაურიის ანტიკურ რეგიონებს[1][7][8] და  დოდეკანესის კუნძულებს მოიცავდა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ის წარმოადგენდა ლევანტისა და ეგვიპტის მუსლიმურ ფლოტთან დაპირისპირების ზონას[9], და შესაბამისად კიბირაიოტონის თემი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არაბეთ-ბიზანტიის საზღვაო დაპირისპირებებში.

დედაქალაქი შესაძლოა ათალეიაში მდებარეობდა[8][10]. როგორც დანარჩენი თემები ის ტურმებად (სახმელეთო ოლქი) და დრუნგოებად (საზღვაო ოლქი) იყოფოდა. IX საუკუნისთვის თემატური ფლოტი 70 საბრძოლო ხომალდს ფლობდა[11]; 911 წელს კრეტას ექსპედიციაზე, კიბირაიოტონის თემა 31 საბრძოლო ხომალდი - 15 გრძელი დრომონი, 16 საშუალო ზომის ფლოტი,  6 000 მენიჩბე და 760 საზღვაო ქვეითი გაგზავნა[12]. XI საუკუნეების შუა ხანებში, როგორც კი მუსლიმური საფრთხე განიმუხტა[13], ბიზანტიის საბრძოლო ფლოტი თანდათან შემცირდა. კიბირაიოტონის ფლოტი უკანასკნელად 1043 წელს, რუსების საზღვაო კამპანიის დროს გამოჩნდა[1][14], შემდგომ თემი ჩვეულებრივ სამოქალაქო პროვინციად იქცა. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, თურქ-სელჩუკებმა კიბირაიოტონის დიდი ნაწილი დაარბიეს. ნახევრად დაპყრობილი თემი, საბოლოოდ მანუელ I კომნენოსმა გააუქმა. დარჩენილი ტერიტორიაზე მილასა და მელანოუდიონის თემი შეიქმნა[15].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]