ოპტიმატის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოპტიმატები (ბერძ. Ὀπτιμάτοι, ლათ. Optimates, „საუკეთესო მამაკაცები“) — თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც ბიზანტიის იმპერიის სამხედრო დანაყოფი. VIII საუკუნის შუახანებში, სამხედრო დანაყოფი ჩამოქვეითდა და მათგან მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, სამხედრო თემი შეიქმნა. როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ოპტიმატონის თემი (ბერძნ. θέμα Ὀπτιμάτων) XIV საუკუნეში, ოსმალების შემოსევამდე არსებობდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპტიმატები პირველად VI საუკუნეში, იმპერატორ ტიბერიუს II-ის მეშვეობით ჩამოყალიბდა[1]. იმპერატორ მავრიკიოსის მიხედვით, ოპტიმატები იყვნენ ელიტარული დანაყოფი, სავარაუდოდ გუთური წარმოშობის[2]. ოპტიმატების პოლკი  წარმოადგენდა კავალერიულ კორპუსის, ათასიდან-ხუთიათასი კაცისგან შემდგარ, სარეზერვო დანაყოფს. მათი მეთაური უნიკალურ 'ტარკსიახის' წოდებას ატარებდა

VIII საუკუნის შუახანებში, იმპერატორ კონსტანტინე V-ის მმართველობისას, არტაბასდოსის აჯანყების შემდგომ[3], თემი გამოეყო ოფსიკიონს. რეგიონი სადაც ოპტიმატები დასახლდა, კონსტანტინოპოლის საპირისპიროდ მდებარე ნახევარკუნძულთან ერთად წარმოადგენდა ოპტიმატონის ახალ თემს. თემის დედაქალაქი გახდა ნიკომედია[2][4]. ისტორიულ წყაროებში, თემი პირველად 774-775 წლებში გამოჩნდა[5]. ამავე პერიოდში ოფსიკიონს ასევე გამოეყო ბუკელარიონის თემი[6].

მანასკერტის ბრძოლის შემდგომ, თურქ-სელჩუკებმა, ოპტიმატონის სასოფლო რაიონები დაარბიეს. ალექსი კომნენოსმა, პირველი ჯვაროსნულ ლაშქრობის მეშვეობით, შეინარჩუნა ოპტიმატონის თემი[7], ხოლო, 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ტერიტორია ლათინების ხელში აღმოჩნდა. 1240 წელს[2], იოანე III დუკა ვატაცემ თემი დაიბრუნა და აღადგინა. XIV საუკუნეში კი, რეგიონი ოსმალებმა დაიპყრეს[8].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Haldon, John F. (1984). Byzantine Praetorians: An Αdministrative, Ιnstitutional and Social Survey of the Opsikion and the Tagmata, c. 580-900. Bonn, Germany: R. Habelt. ISBN 3-7749-2004-4. 
  • Haldon, John F. (1999). Warfare, State and Society in the Byzantine World, 565-1204. London, United Kingdom: University College London Press (Taylor & Francis Group). ISBN 1-85728-495-X. 
  • (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6. 
  • Lounghis, T. C. (1996). „The Decline of the Opsikian Domesticates and the Rise of the Domesticate of the Scholae“. Byzantine Symmeikta (10): 27–36. ISSN 1105-1639. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-21. ციტირების თარიღი: 2016-01-04.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Theophanes the Confessor; Turtledove, Harry (1982) The Chronicle of Theophanes: Anni mundi 6095-6305 (A.D. 602-813). Philadelphia, Pennsylvania: University of Pennsylvania Press. ISBN 978-0-8122-1128-3. 
  • Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and Its Army, 284–1081. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3163-2. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Haldon 1999, p. 196.
  2. 2.0 2.1 2.2 Kazhdan 1991, p. 1529.
  3. Haldon 1984, p. 222–227.
  4. Treadgold 1995, p. 99.
  5. Theophanes the Confessor და Turtledove 1982, 446–447 (p. 134).
  6. Lounghis 1996, p. 29–31.
  7. Treadgold 1995, p. 218; Kazhdan 1991, p. 1483.
  8. Kazhdan 1991, p. 1484.