სტრატეგოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტრატეგოსი

სტრატეგოსიმხედართმთავარი ძველ ბერძნულ პოლისებში ძვ. წ. VI ს.-ძვ.წ. I საუკუნის შუა წლებში. ათენში ძვ. წ. 500 წლიდან 10 სტრატეგოსიდან შემდგარ კოლეგას ირჩევდნენ. ერთი სტრატეგოსი ჰოპლიტებს სარდლობდა, მეორე - ფლოტს, მესამე ქვეყანას იცავდა, ორი სტრატეგოსი პირეოსს. დანარჩენები რიგრიგობით ჯარს სარდლობდნენ. სტრატეგოსს ირჩევდა სახალხო კრება ერთი წლის ვადით ფილეების მიხედვით. შეიძლებოდა განმეორებითი არჩევაც, მაგალითად, პერიკლე ზედიზედ 15 წელს იყო სტრატეგოსად. სტრატეგოსი გასამრჯელოს არ იღებდა. იგი სათავეში ედგა აგრეთვე საერთო ბერძნულ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს. თანამედროვე გაგებით, სტრატეგოსი არის სარდალი, მსხვილი სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი.

ლიტერატურა[რედაქტირება]