შინაარსზე გადასვლა

ეგეოსის ზღვის თემი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგეოსის ზღვის თემი (Greek: θέμα τοῦ Αἰγαίου Πελάγους) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული პროვინცია. თემი ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის ნაწილში მდებარეობდა.

ტერმინი "Aigaion Pelagos" (ეგეოსის კუნძულები), როგორც ადმინისტრაციული ერთეულის სახელი, პირველად VIII საუკუნეში გაჩნდა[1]. VII-VIII საუკუნეებში, ეგეოსის კუნძულები კარაბისიონის კორპუსის ხოლო შემდგომ კიბიეაიოტონის შემადგენლობაში იყო[2]. VIII საუკუნის დასასრულიდან, ეგეოსის კუნძულებზე ორი ავტონომიური სამმართველო მდებარეობდა და ის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად იყო დანაწევრებული. ეგეოსის ზღვის თემი 843 წელს უნდა შექმნილიყო: მისი პირველი სტრატეგოსი, ტაკტიკონ უსპენსკი, ისტორიულ წყაროებში პირველად 842-843 წლებში გამოჩნდა[3].

იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტი მიხედვით, X საუკუნისთვის თემს ეკუთვნოდა კუნძული: ლესბოსი (თემის ცენტრი), ლემნოსი, იმბროსი, ქიოსი (რომელიც შემდგომ სამოსის თემს გადაეცა), ტენედოსი, სპორადესი და კიკლადები[4]. დარდანელის და მარმარილოს ზღვის რაიონებში, ეგეოსის ზღვის დრუნგოები ან სტრატეგოსები შესაძლოა ოფსიკიონის თემთან ერთად იყოფდა ძალაუფლებას.  ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, როცა ეგეოსის ზღვის თემის, დოდეკანოსის კუნძულების საზღვაო სამმართველო დაიშალა, IX საუკუნეში მისგან სამოსის თემი წარმოიქმნა[5]. 911 წელს, კრეტის ექსპედიციაზე, ეგეოსის ზღვის თემმა: 2 610 მენიჩბე და 400 ქვეითი გაგზავნა[6].

X-XI საუკუნეებში თემი პატარა სამმართველოებად დაიყო. კუნძულ კიკლადებმა, სპორადებმა, ქიოსმა და აბიდოს რეგიონმა საკუთარი სტრატეგოსი შეიძინა. მოგვიანებით ეგეოსის ზღვის თემი რეგურალურ სამოქალაქო პროვინციად გადაიქცა, მას მხოლოდ მარმარილოს ზღვის რაიონები და კონსტანტინოპოლის შემოგარენი დარჩა[7]. XI საუკუნეში, თემატური ფლოტის ნარჩენები, საიმპერატორო ფლოტის ნაწილი გახდა[8]. XII საუკუნეში, ეგეოსის ზღვის თემი, როგორც ერთიანი პროვინცია, ოფსიკიონის თემს შეუერთდა. 1204 წელს[9], მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომ, ბიზანტიის დაშლასთან ერთად, თემმა არსებობა შეწყვიტა.

  1. Nesbitt და Oikonomides 1994, p. 110–112.
  2. Kazhdan 1991, p. 26.
  3. Oikonomides 1972, p. 46–47.
  4. Ahrweiler 1966, p. 76–79, 132–133 (Note #5); Nesbitt და Oikonomides 1994, p. 123, 139, 141.
  5. Ahrweiler 1966, p. 108
  6. Treadgold 1995, p. 67, 76.
  7. Ahrweiler 1966, p. 132–133.
  8. Nesbitt და Oikonomides 1994, p. 112.
  9. Ahrweiler 1966, p. 79.