De Administrando Imperio

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან De Thematibus)
Jump to navigation Jump to search

De Administrando Imperio („იმპერიის მმართველობის შესახებ“), შემოკლებით DAIბერძნულენოვანი ნაშრომის ლათინური სახელწოდება. შედგენილია X საუკუნის ბიზანტიელი იმპერატორის კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (მმ. 913–959) მიერ. ნაშრომის ბერძნული სათაურია (ძვ. ბერძნ. Πρὸς τὸν ἴδιον υἱὸν Ρωμανόν) („[ჩემს] ძეს რომანოზს“). ის წარმოადგენდა ბიზანტიის იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელოს კონსტანტინეს ძის და მემკვიდრის, იმპერატორი რომანოზ II-ისთვის (მმ. 938–963). კონსტანტინეს თავად ნაშრომისთვის სახელი არ მიუნიჭებია და ნაცვლად ამისა, არჩია ტექსტი სტანდარტული ხასიათის ფორმალური მისალმებით დაეწყო.

ავტორი და წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე VII როგორც მეცნიერ-იმპერატორი ხელს უწყობდა ბიზანტიის იმპერიაში განათლების გავრცელებას. მისი ინიციატივით დაიწერა სამი წიგნი („De Administrando Imperio“, „De Ceremoniis“ და „On the Themes“) და ასევე მისი პაპის ბასილ I-ის ბიოგრაფია.[1][2] გავრცელებული მოსაზრებით De Administrando Imperio (DAI) დაიწერა 948–952 წლებს შორის.[3][4] ამის თქმის საშუალებას იძლევა DAI-ის 27-ე, 29-ე და 45-ე თავებში მოცემული ტექსტები. 29-ე თავში ავტორი წერს: „ახლა (დღეს) არის VII ინდიქტიონი, დასაბამითგან 6457 წელი“, ბიზანტიური წელთაღრიცხვით დასაბამითგან 6457 წელი შეესადაგება ა.წ.-ის 948/949 წელს.[1] 45-ე თავში ავტორი ამბობს: „ახლა (დღეს) არის X ინდიქტიონი, დასაბამითგან 6460 წელი, კონსტანტინე VII და რომანოზ II-ის ზეობისა“, ბიზანტიური წელთაღრიცხვით დასაბამითგან 6460 წელი შეესადაგება ა.წ.-ის 951/952 წელს.[1] აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ DAI დაიწერა 948–952 წლებს შორის. თუმცა, ზოგიერთი მკლევარის აზრით ის 926-959 წლებს შორის უნდა დაწერილიყო.[5][6]

ნაშრომი შეიცავს რჩევებს ჰეტეროგენური იმპერიის მართვისა და უცხოელ მტრებთან ბრძოლის შესახებ. ნაშრომი აერთიანებს კონსნტანტინეს ორ ადრეულ ტრაქტატებს: „სახელმწიფოს და სხვადასხვა ერების მმართველობის შესახებ“ (Περί Διοικήσεως τοῦ Κράτους βιβλίον καί τῶν διαφόρων Έθνῶν ), რომელიც ეხება იმპერიის მეზობელი ერების ისტორიას და მახასიათებლებს, მათ შორის არიან: თურქები, პაჭანიკები, კიევის რუსეთი, სამხრეთ სლავები, არაბები, ლომბარდები, სომხები და ქართველები; და „აღმოსავლეთის და დასავლეთის თემების შესახებ“ (Περί θεμάτων Άνατολῆς καί Δύσεως , ლათინურად: „De Thematibus“), რომელიც ეხება იმპერიის პროვინციებში განვითარებულ მოვლენებს. ამ კომბინაციას ემატება კონსტანტინეს პოლიტიკური ინსტრუქციები მისი ძის, რომანოზისადმი.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნის შინაარსი, მისი წინასიტყვაობის მიხედვით, დაყოფილია ოთხ სექციად:[7]

  • გასაღები საგარეო პოლიტიკაში თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ყველაზე სახიფათო და რთული ტერიტორიისთვის, ჩრდილოელების და სკვითების ტერიტორიაზე.
  • დიპლომატიის გაკვეთილი, რომელიც უნდა განხორციელდეს იმავე ტერიტორიის ერებზე.
  • ყოვლისმომცველი გეოგრაფიული და ისტორიული მიმოხილვა მოსაზღვრე ერების უმრავლესობაზე და
  • უახლესი საშინაო ისტორიის, პოლიტიკის და იმპერიის მოწყობის შეჯამება.

მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომში მოყვანილი ისტორიული და გეოგრაფიული სახის ინფორმაცია ხშირად დამაბნეველი და ასევე ლეგენდებით გეჯერებულია, საერთო ჯამში ის საიმედო წყაროს წარმოადგენს.[7]

ისტორიული ტრაქტატები, რომელიც იმპერატორმა 940-იან წლებში შეადგინა, მოცემულია მე-12–40-ე თავებში. ტრაქტატი შედგება ტრადიციებისა და ლეგენდებისაგან იმპერიის მეზობელ იმ ხალხებზე, რომლებიც ამა თუ იმ პერიოდში, იმპერატორების მმართველობის დროს, დასახლდნენ იმ ტერიტორიაზე სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ (სარკინოზები, ლომბარდები, ვენეციელები, სერბები, ბოსნიელები, ხორვატები, მადიარები, პაჭანიკები). 1-ელი–8-ე, 10-ე–12-ე თავები განიხილავს იმპერიის პოლიტიკას პაჭანიკების და თურქების მიმართ. მე-13 თავი წარმოადგენს იმპერატორის ზოგად დირექტივას საგარეო პოლიტიკაზე. 43-ე–46-ე თავები ეხება თანამედროვე პოლიტიკას იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში (სომხეთი და საქართველო). 49-ე–52-ე თავები შედგება ინსტრუქციებისგან ახალი ტერიტორიების დაბეგრვასა და მათ შემოერთებაზე, ასევე ნაწილობრივ მოიცავს სამოქალაქო და საზღვაო ადმინისტრაციის საკითხებს. ბოლო თავები (მათ შორის 53-ე თავი) შედგინდა პრაქტიკული ინსტრუქციებისთვის იმპერატორი რომანოზ II-ისადმი, რომელიც სავარაუდოდ დაემატა 951–952 წლებს შორის, რათა აღნიშნულიყო რომანოზის მე-14 დაბადების დღე (952).

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენა რომელსაც კონსტანტინე იყენებს წარმოადგენს მაღალი სტილის შუასაუკუნოვან ბერძნულს, რომელიც გარკვეულწილად უფრო დახვეწილია, ვიდრე კანონიკური სახარებებში და ადვილად გასაგებია თანამედროვე ბერძნულის მცოდნესთვის. ერთადერთი სირთულე გვხვდება ტექტნიკური ტერმინების მიმართ, რომელიც – სტანდარტულ გამოყენებაში – შესაძლოა გახდეს „პრიმა ფასიე“ თანამედროვე მკითხველისთვის. მაგალითად, როცა კონსტანტინე წერს ბასილიკოის (lit. „სამეფო კაცი“) შორეულ ქვეყნებში მოსალაპარაკებლად წარგზავნაზე. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „სამეფო კაცი“, ანუ საიმპერატორო დესპანები, ელჩობის სახით გაგზავნილ იქნენ სპეციფიურ მისიაზე. პრეამბულაში იმპერატორი ხაზს უსვამს, რომ ის მოერიდა დამაბნეველი გამოხატვებისა და „მაღალი“ ატიკიზმების გამოყენებას, რათა ნაშრომი ადვილად გასაგები ყოფილიყო მისი შვილისთვის და იმ მაღალი თანამდებობის პირთათვის ვისთვისაც შესაძლოა ის მას გაეზიარებინა.

ხელნაწერები და რედაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემორჩენილია ოთხი ასლი:

სახელი გადამწერი წლები შენიშნვნები ადგილი
P = codex Parisinus gr. 2009 მიხეილ (იოანე დუკას კონფიდენციალური მდივანი) XI-ს.-ის ბოლო უადრესი ასლი ეროვნული ბიბლიოთეკა, პარიზი
V = codex Vaticanus-Palatinus gr. 126 ანტონი ეპარქუსი 1509 მოგვიანებით მკითხველთა მიერ დამატებული შენიშვნები ბერძნულად და ლათინურად. ვატიკანის ბიბლიოთეკა
F = codex Parisinus gr. 2967 ეპარქუსი, შემდეგ მიხეილ დამასკენე 1509–1529 (?) V-ს ასლი ეროვნული ბიბლიოთეკა, პარიზი
M = codex Mutinensis gr. 179 ანდრეა დარმარი 1560–1586 (?) P-ს არასრული ასლი მოდენა

ბერძნული ტექსტი მთლიანობაში გამოქვეყნდა შვიდჯერ. editio princeps-ი რომელიც დაფუძნებული იყო V-ზე გამოქვეყნდა 1611 წელს იოჰანეს მერსიუსის მიერ, ამ უკანასკნელმა მას ლათინური სათაური მიანიჭა, რაც საფუძველი გახდა ამ ნაშრომის უნივერსალური სახელწოდებისა, რითიც ის დღეს არის ცნობილი. ეს რედაქცია ექვსი წლის შემდეგ გამოიცა უცვლელი სახით. შემდეგი რედაქცია ეკუთვნის ა. ბანდურს (1711), რომელიც წარმოადგენს პირველი რედაქციის და P ხელნაწერის ასლს. ბანდურის რედაქცია ორჯერ იქნა დაბეჭდილი: 1729 წელს ბიზანტიელი ისტორიკოსების ვენეციურ კრებულში და 1864 წელს მინმა ხელახლა გამოცა ბანდურის ტექსტი მცირე შესწორებით.

თანამედროვე რედაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წელს R. Vari აპირებდა ამ ნამუშევრის კრიტიკული რედაქციის გამოცემას და J.B. Bury-მ შემდეგ შესთავაზა ეს ნამუშევრები მის ბიზანტიური ტექსტების კრებულში შეეტანა. მან დათმო რედაქციის ეს გეგმა და ის Gyula Moravcsik-ის დაუთმო 1925 წელს. ბერძნული ტექსტის (Gy. Moravscik-ის მიერ) პირველი თანამედროვე რედაქცია და მისი ინგლისური თარგმანი (R. J. H. Jenkins-ის მიერ) პირველად 1949 წელს ბუდაპესტში გამოჩნდა. შემდეგი რედაქცია გამოჩნდა 1962 წელს (ატლონი, ლონდონი), შემდეგი 1967 და 1993 წელს (დუმბარტონ-ოქსი, ვაშინგტონი)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Logos 2019, გვ. 10, 10B.
  2. Aleksandar Logos (2019). Istorija Srba 1 - Dopuna 4; Istorija Srba 5. Beograd: ATC, გვ. 10. ISBN 978-86-85117-46-6. 
  3. (1999) Byzanz und Ostmitteleuropa 950-1453: Beiträge zu einer table-ronde des XIX. International Congress of Byzantine Studies, Copenhagen 1996. Otto Harrassowitz Verlag, გვ. 24–. ISBN 978-3-447-04146-1. 
  4. Angeliki E. Laiou (1 January 1992). Byzantium: A World Civilization. Dumbarton Oaks, გვ. 8–. ISBN 978-0-88402-215-2. 
  5. Logos 2019, გვ. 8, 10-11, and 8B, 10-11B.
  6. Aleksandar Logos (2019). Istorija Srba 1 - Dopuna 4; Istorija Srba 5. Beograd: ATC, გვ. 8, 10-11. ISBN 978-86-85117-46-6. 
  7. 7.0 7.1 Ostrogorsky 1995, გვ. 105, note.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]