თრაკიის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თრაკიის თემი (ბერძ. θέμα Θρᾴκης ან θέμα Θρᾳκῷον) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული პროვინცია. თემი მდებარეობდა ბალკანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრაკიის თემი 680 წელს, ბულგარეთისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ შეიქმნა[1][2][3], რაც ნახსენებია ოფსიკიონის სტრატეგოსის, თეოდორეს ჩანაწერებში. თრაკიის რეალური სტატუსი გაურკვეველია, შესაძლოა ის თეოდორეს ორმაგი მმართველობის ქვეშ იყო ან ოფსიკიონის ადმინისტრაციულ ნაწილს წარმოადგენდა. ფაქტობრივად, 742 წლამდე, თრაკიის ავტონომიური მართველობა არ დასტურდება, ხოლო თემის სტრატეგოსის ბეჭედი მხოლოდ VIII საუკუნით თარიღდება[3][4]. თემის დედაქალაქი ადრიანოპოლში მდებარეობდა.

VIII საუკუნეში იმპერატორ ირინე ათენელის მმართველობის ქვეშ, თრაკიას მაკედონიის თემი გამოეყო. მას შემდეგ თრაკიის დედაქალაქი არკადიოპოლიში გადავიდა[2]. არაბი გეოგრაფი, იბნ ხორდადბეჰი და იბნ ალ-ფაქიჰი აღნიშნავს: თემი  გრძელი კედლებიდან (ანასტასიური კედელი) მაკედონიის თემამდე, ჩრდილოეთში ბულგარეთის ქვეყნებამდე გრძელდებოდა, ის 10 ციხესიმაგრეს და 5 000 სამხედროს ითვლიდა[5]. თემის ჩრდილოეთი საზღვრები ბიზანტიურ-ბულგარულ ომებში მკვეთრად მერყეობდა. თავდაპირველად, ის ანტიკურ თრაკიის რეგიონს მოიცავდა, მაგრამ კრუმისა და სიმეონ I-ის დაპყრობების შედეგად, თემის საზღვრები სამხრეთისაკენ, ბალკანეთის მთებამდე დაიწია. ამდენად, X საუკუნეში, თემი მხოლოდ აღმოსავლეთ თრაკიის აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა, ხოლო ჩრდილოეთში ქალაქ ანხიალოსამდე ვრცელდებოდა[6]. XI საუკუნიდან, თრაკია და მაკედონია ჩვეულებრივ შერწყმულია. ტერმინი XIII საუკუნიდან დროებით ხმარებიდან ამოვარდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგიერთი ისტორიკოსის მიერ, როგორც ანტიკური რეგიონის დასახელება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Haldon 1997, p. 216.
  2. 2.0 2.1 Nesbitt და Oikonomides 1991, p. 155.
  3. 3.0 3.1 Pertusi 1952, p. 156.
  4. Kazhdan 1991, p. 2079–2080.
  5. Pertusi 1952, p. 157.
  6. Pertusi 1952, p. 157–158.