ანატოლიკის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანატოლიკის თემი (ბერძ. Άνατολικόν) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია. თემი მდებარეობდა მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. დაარსების დღიდან, ის უდიდესი და უძლიერესი თემი იყო, მისი მეთაურები კი (სტრატეგოსები) გავლენიან პიროვნებებს წარმოადგენდნენ. VII-X საუკუნეში, თემი და მისი ჯარი, დიდ როლს ასრულებდა არაბეთ-ბიზანტიის ომებში, რის შემდეგაც იგი სარგებლობდა შედარებით მშვიდობიანი პერიოდით, რომელიც 1070 წლებში, თურქ-სელჩუკების მიერ რეგიონის დაპყრობით დასრულდა.

გეოგრაფია და ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VIII-IX საუკუნეებში, თემი ლიკაონია, პისიდია, ისაურია, ფრიგიასა და გალათიის ანტიკურ რეგიონებს მოიცავდა[1][2]. თავდაპირველად ანატოლიკის თემი მცირე აზიის, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილამდე ვრცელდებოდა, მაგრამ, 720 წელს, მას თრაკისიონის და კიბირაიოტონის თემი გამოეყო[3][4]. იმპერატორ თეოფილეს მმართველობის პერიოდში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, არაბებთან საფრონტო ხაზს წარმოადგენდა და მათ შორის მდებარე ციხესიმააგრები რომელიც ჩრდილოეთ კილიკიის გადასასვლელებს აკონტროლებდა, ანატოლიკის თემს გამოეყო, რომ შექმნილიყო, კაპადოკიის და სელუციის[5][6], ახალი საფრონტო ავტონომიური ოქლები. იმპერატორ ლეონ VI-მ (მეფობდა 886-912), თუზის ტბის მიმდებარე ტერიტორიები კაპადოკიას გადასცა[4][6]. თემის დედაქალაქი, 838 წელს, აბასიდების შემოსევამდე, ამორიუმში მდებარეობდა[4][7]. რის შემდეგ, დედაქალაქი, შესაძლოა, პოლიბოტოს ციხესიმაგრე გახდა[8].

X საუკუნის არაბი გეოგრაფების, ქუდამა იბნ ჯაფარი და იბნ ალ-ფაქიჰის გადმოცემის მიხედვით, ანატოლიკის თემი, „უდიდესი რომაელების პროვინცი“, შედგებოდა 15 000 სამხედროსგან და მოიცავდა 34 ციხესიმაგრეს[2]. მისი სამხედრო მეთაური ან სტრატეგოსი, პირველად ისტორიულ წყაროებში 690 წელს გამოჩნდა. ანატოლიკის სტრატეგოსები ერთ-ერთ უძლიერეს და გავლენიან პირებს წარმოადგენდნენ. თემის მფლობელები პატრიკიოსის, ანტიპატოსის და პროტოსპაფარიის ტიტულს ატარებდნენ. გარდა ამისა, ისინი იყვნენ ერთადერთი ვინც მონოსტრატეგოსის წოდებას ატარებდა, აზიის თემების საერთო მხედართმთავარი[9][10][11].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემის წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. სხვა თემებთან ერთად, ის დაახლოებით 640 წელს, არაბების დამანგრეველი დაპყრობების შედეგად, აღმოსავლეთ რომის არმიის ნარჩენების მცირე აზიაში გადმოყვანით ჩამოყალიბდა. ანატოლიკის თემის სახელი აღმოსავლეთის ლაშქრის (ბერძნ. Άνατολή ანატოლე) სახელს ატარებს[12][13][14]. თემი ისტორიულ წყაროებში პირველად 669 წელს გამოჩნდა[12][14][15].

ომი არაბებთან და თურქებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII-VIII საუკუნეებში, ბიზანტია-არაბეთის ომებში, ანატოლიკის თემი, განსაკუთრებით კაპადოკია, არაბების ხშირი სამიზნე ან ბიზანტიის პლაცდარმი, კონტრ-თავდასხმების წამოსაწყები ცენტრი იყო[16] .

თემის დედაქალაქი, ამორიუმი, არაბების ხშირი სამიზნე იყო: პირველად ამორიუმს, არაბებმა 644 წელს შეუტიეს, 646 წელს დაარბიეს, 669 წელს ის დროებით ოკუპირებული და 708 წლისთვის ალყაშემორტყმული იყო[16][17]. 740-იან წლებში არაბების შემოსევა შესუსტდა, მიზეზი აკროიონეს ბრძოლა და აბასიდების რევოლუცია იყო[18]. იმპერატორ კონსტანტინე V-ის მმართველობის ქვეშ, ანატოლიკის მხედართმთავარი სათავეში ჩაუდგა ბიზანტიის ლაშქრობებს არაბეთის წინააღმდეგ. რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია აბასიდების ხალიფატი და მცირე აზიაში გაუთავებელი თავდასხმები წამოიწყო. ამდენად, 788 წელს, კოპიდნადონთან, ანატოლიელებმა მსუბუქი მარცხი განიცადეს და 797 წელს[16] ამორიუმი ისევ საშიშროების ქვეშ დადგა. IX საუკუნის დასაწყისში, კაპადოკია ისევ არაბეთის მთავარი თავდასხმის ეპიცენტრი იყო. არაბების თავდასხმები, საბოლოოდ 806 წელს, ჰარუნ არ-რაშიდის მეთაურობით, დიდძალი შემოსევით დასრულდა. არაბეთის სახალიფომ ხელთ იგდო ჰერაკლეა, სიბისტრა და რამდენიმე ციხესიმაგრე[19] .

ბიზანტიის თემები მცირე აზიაში, 842 წელი

არაბების შემოსევებმა ანტიკური შენობა-ნაგებობები მნიშვნელოვნად დააზარალა და ასევე ქალაქების დეპოპულაცია გამოიწვია, თემის შიგნით მდებარე ქალაქები (ფრიგიაში და პისიდიაში) მნიშვნელოვნად გადაურჩა დაზიანებას. ქალაქები აღმოსავლეთ კაპადოკიაში, რომელიც ხალიფატს ესაზღვრებოდა, თითქმის დანგრეული იყო. IX საუკუნეში, კაპადოკიის თემის შექმნით, არაბების თარეშმა ანატოლიკის თემი ნაკლებად დააზარალა. 931 წელს ამორიუმისა და 963 წლის იკონიის დარბევის გარდა[19] საუკუნე, დიდწილად, მშვიდობიანი გამოდგა.

პირველი თურუქლი თავდასხმა ანატოლიაში 1069 წელს დაფიქსირდა, როცა თურქებმა პირველად შეუტიეს იკონიუმს. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, ტერიტორიის დიდი ნაწილი დარბეული იქნა თურქ-სელჩუკების მიერ. XII საუკუნეში იკონიუმი, რუმის სასულთნოს ცენტრი გახდა[20]. ისტორიულ წყაროებში, თემი საბოლოოდ 1077 წელს გამოჩნდა, როდესაც, სტრატეგოსმა ნიკიფორე III-მ თავი იმპერატორად გამოაცხადა[4] (მეფობდა 1078–1081). მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, კომნენოსმა იმპერატორებმა, თემის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილების შემოერთება მოახერხეს, მაგრამ ანატოლიკის თემის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.

აჯანყებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე დიდის მიერ მოჭრილი ოქროს სოლიდუსი

თემის საფრონტო ხაზად გადაგცევამ, ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლებმა და ისავრიელი იმპერატორების მხარდაჭერამ, ანატოლიკის თემი ერთ-ერთ ძლევამოსილ და პრესტიჟულ თემად აქცია[2][9]. მისი სიძლიერე, საფრთხეს უქმინდა იმპერატორებს: 669 წელს თემური ჯარი აჯანყდა კონსტანტინე IV-ის წინააღმდეგ, 695 წელს ყოფილი სტრატეგოსმა ლეონტიოსმა მიითვისა იუსტინიანე II-ის ტახტი, 717 წელს სტრატეგოსმა ლეონ III ისავრიელმა, თეოდოსიოს III-ის ჩამოგდების შემდეგ[4][21],  იმპერატორის ტიტული მიიღო. ამიერიდან, ანატოლიკის თემი იყო მყარი მხარდაჭერი ისავრიელების და მათი ხატმებრძოლეობის პოლიტიკის. 742 წელს ლეონ III და მისი შვილი, კონსტანტინე V, არტაბასდოსის მიერ ტახტის უზურპაციის შემდეგ[4][21], თავი ანატოლიკის თემს შეაფარა.

შემდგომ საუკუნეებში, ანატოლიკის თემი ტახტისთვის მებრძოლთა ცენტრს წარმოადგენდა: 803 წელს, ბარდანეს ტურკოსის წარუმატებელ აჯანყებას, 813 წელს ანატოლიური ჯარის მეშვეობით, ლეონ V-ის (813–820) ტახტხე ასვლა მოჰყვა. 820-823 წელს კი თომა სლავის მასშტაბური აჯანყება. X საუკუნეში, თემი თითქმის არცერთ აჯანყებაში არ იღებს მონაწილეობას[22].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]