შინაარსზე გადასვლა

ისლანდიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლანდია 2004 წლის 28 იანვარს. ნასას სატელიტური ფოტო
ისლანდიის რუკა
ისლანდიის აქტიური ვულკანები

ისლანდია — ფართობით მეორე კუნძული ევროპაში. მდებარეობს გრენლანდიის აღმოსავლეთით. სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.

მრავლადაა ვულკანები და გეიზერები. ტერიტორია მოქცეულია ახალგაზრდა დანაოჭებაში, სადაც გადის ორი ბაქნის საზღვარი, რაც ნათლად ჩანს შუა-ატლანტიკური ქედის სიახლოვეს. ისლანდიის ერთი ნაწილი მოქცეულია ევრაზიულ ბაქანზე, ხოლო მეორე ნაწილი ჩრდილო ამერიკულ ბაქანზე. მრავალადაა ხეობები.

კუნძულის დიდი ნაწილი გამოუყენებელია მეურნეობაში. აქ ხშირად ხდება ვულკანების ამოფრქვევები, ლავა კი დიდ ტერიტორიებს ფარავს. ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მყინვარებს. რელიეფში შეიმჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები. ყველაზე მაღალი წერტილია მთა ჰვანადალსჰნუკური 2109.6 მეტრ სიმაღლით. ისლანდიის მნიშვნელოვანი მყინვარებია:

კუნძულზე უდიდეს გავლენას ახდენს გოლფსტრიმის დინება, რომელიც იწვევს ცივ ზაფხულს და შედარებით რბილ ზამთარს, ზამთრობით ისლანდიაში ხშირია ქარიანი ამინდი. რეიკიავიკის ყველაზე მაღალი ტემპერატურა არის ივნისში 11 °C, იანვარში — 0 °C.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]