შინაარსზე გადასვლა

მონაკოს გეოგრაფია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონაკოს სატელიტური სურათი.

მონაკო წარმოადგენს სუვერენულ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც დაყოფილია ათ ადმინისტრაციულ რაიონად.[1] მონაკო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ლაჟვარდოვან სანაპიოზე. მას ესაზღვრება საფრანგეთის ზღვისპირა ალპების დეპარტამენტი, ხოლო ზღვის მხრიდან ხმელთაშუა ზღვას. მისი ცენტრი იტალიიდან 16 კილომეტრით, ხოლო ნიცადან 13 კოლომეტრითაა დაცილებული. მისი ფართობია 2.02 კმ², ხოლო მოსახლეობა შეადგენს 36,371 ადამიანს რითიც მონაკო წარმოადგენს მსოფლიოში სიმცირით მეორე ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვით პირველ ქვეყანას. მისი სახმელეთო საზღვარი შეადგენს 4.4 კმ.-ს, სანაპირო ზოლი 4.1 კმ.-ს, საზღვაო საზღვარი ვრცელდება 22.2 კილომეტრზე.[2][3]

ქვეყნის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელის სახურავიც ზღვის დონიდან 164.4 მეტრზეა.[4] ყველაზე დაბალ წერტილს წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვა.[5] ყველაზე გრძელი დინებას წარმოადგენს სენტ-ჯენი (0,19 კმ.), ხოლო ყველაზე დიდ ტბას ფონტვილი (0,5 ჰ.).[6] მონაკოს ყველაზე დასახლებული ნაწილია მონტე-კარლო. მონაკოს ერთადერთი ბუნებრივი რესურსი არის თევზაობა.[7]

მონაკოს პანორამული ხედი.

მონაკოში ხმელთაშუა ზღვის კლიმატის თბილი ზაფხულია, რომელზეც გავლენას ახდენს ოკეანური და ტენიანი სუბტროპიკული კლიმატები. ზამთარი არის რბილი და წვიმიანი.[8] ზამთარში ყინვები ძალიან იშვიათად, დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ იცის.[9][10]

  1. Monaco Districts. Monaco.me. ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  2. Geography and Map of Monaco. mapofeurope.com. ციტირების თარიღი: 11 September 2014.
  3. Monaco's Areas / Monaco Official Site. Visitmonaco.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 12 March 2013.
  4. Highest point at ground level (Access to Patio Palace on D6007) Monaco Statistics pocket – Edition 2014 (PDF). Monaco Statistics – Principality of Monaco.
  5. Highest and lowest points in countries islands oceans of the world. Worldatlas.com. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  6. Monaco. Google Maps. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  7. Prince Albert of Monaco interview on fishing issues. YouTube (30 June 2011). ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  8. Monaco weather, climate and geography. Worldtravelguide.net. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  9. Snow in Casino Square!. Monte Carlo Daily Photo (19 December 2009). ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  10. Monaco – Weather / Monaco Official Site. Visitmonaco.com. ციტირების თარიღი: 6 September 2012.