საბერძნეთის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბერძნეთის გეოგრაფია

საბერძნეთის ფიზიკური რუკა
კონტინენტი ევროპა
რეგიონი სამხრეთი ევროპა (ბალკანეთის ნახევარკუნძული)
კოორდინატები 39°00′ ჩ. გ. 22°00′ ა. გ. / 39.000° ჩ. გ. 22.000° ა. გ. / 39.000; 22.000
ადგილი მსოფლიოში 96-ე
ფართობი 131,940 კმ²
ხმელეთი 99.1 %
წყალი 0.9  %
საზღვის სიგრძე 1,228 კმ
უმაღლესი წერტილი ოლიმპოს მწვერვალი (2917 მ)
უმდაბლესი წერტილი ხმელთაშუა ზღვა: 0 მ
ყველაზე დიდი მდინარე ალიაკმონი 322 ( კმ)
ყველაზე დიდი ტბა ტრიქონისი 98.6 ( კმ²)

საბერძნეთის გეოგრაფია

საბერძნეთი მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, და ასევე ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, ეგეოსის და იონიის ზღვაზე.

საერთო წარმოდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართობი შეადგენს 131944 კმ²-ს. საბერძნეთის ტერიტორია მდებარეობს დაახლოებით 35°00′N -დან 42°00′N-მდე განედზე და 19°00′E-დან 28°30′E-მდე გრძედზე.

ქვეყანა იყოფა სამ ძირითად რაიონად:

  • კონტინენტური
  • კუნძულოვანი
  • ეგეოსის ზღვის აუზი

საბერძნეთს აქვს სახმელეთო საზღვარი შემდეგ ქვეყნებთან:

საბერძნეთის სანაპირო ზოლის სიგრძეა 15000 კმ. ესაზღვრება შემდეგი ზღვები:

კუნძულების რაოდენობა შეადგენს 3000-ს. კუნძულთა საერთო ფართობი — 24 800 კმ²-ია, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 20 %-ს შეადგენს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის რეგიონები
საბერძნეთის რუკა
საბერძნეთის რუკა
საბერძნეთის ქალაქები და კუნძულები


რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის რელიეფი ძირითადად მთიანია. ქვეყნის ტერიტორიის 80 %-ს შეადგენს მთები და პლატოები, ამასთან მთის მასივებს ტერიტორიის 25 % უჭირავს, ჭარბობს საშუალო სიმაღლის მთები რომელთა სიმაღლე 1200-დან 1800 მეტრამდეა.

საბერძნეთის ლანდშაფტი — ეს არის კომბინაცია კლდოვანი, უტყეო და მეჩხრად დასახლებული მთების, დასახლებულ ველების და ზღვის.

კონტინენტური საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს პინდოსის მთათა სისტემა. მთის ჯაჭვი გადის ქვეყნის ცენტრში ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2637 მეტრია. თავად პინდოსის მთათა სისტემა სრულდება სამხრეთით კორინთოს ყურეში, რომელსაც გადაჰყურებს მთა პარნასი (2457 მ).

საბერძნეთის ნახევარკუნძულის (ეპირი) დასავლეთ ნაწილში არის მაღალი და ციცაბო მწვერვალები გაჭრილი კანიონებით და ბევრი სხვა კარსტული ლანდშაფტები, მათ შორისაა მეტეორას და ვიკოსის ხეობები. ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი შედგება შედგება კირქვისაგან, რომელიც მაღალი პორიანობის გამო შეიწოვება ატმოსფეროს ტენიანობაში და ხაზს უსვამს ადგილის არიდულ ხასიათს. აქ ფართოდ გავრცელებულია კარსტული რელიეფი. ჩრდილოეთით უფრო მდგრადია ქანებია - გრანიტები და გნეასები - მიმობნეული კირქვასთან ერთად. ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს აქვს უფრო რთული მოზაიკური აგებულება, მაღალმთიანი პლატოების და გრაბენის მონაცვლეობით.

თესალიის დაბლობის ჩრდილოეთით მდებარეობს მთიანი კლდოვანი რაიონი დაგვირგვინრბული ოლიმპოს მწვერვალით (2917 მ), სადაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ღმერთების სამყოფელი იყო.


საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის მდებარეობს როდოპის მთები, რომელზეც გადის ამ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი, რომლის ფართობი არის დაფარული დიდი და ხშირი ტყეებით.

აღმოსავლეთ თესალიაში, ცენტრალური მაკედონიაში და თრაკიაში მდებარეობს დაბლობები, ხოლო დასავლეთ საბერძნეთში ტბები და ჭაობები.

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის კუნძულების სრული სია მოიცავს 1400 კუნძულს, აქედან მხოლოდ 227 არის დასახლებული.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთში კლიმატი შეიძლება დაიყოს სამ რეგიონად: ხმელთაშუა ზღვის, ალპური და ცენტრალური ევროპის ზომიერი.

ქვეყნის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს მთები. საბერძნეთში მხოლოდ დაბლობებზე და მთების ქვედა ნაწილებზე ზღვასთან ახლოს მკვეთრად გამოხატულია ხმელთაშუაზღვის სუბტროპიკული კლიმატი ხანგრძლივი ცხელი და მშრალი ზაფხულითა და ზომიერი, სველი ზამთრით. ისეთ მთიან ქვეყანაში, როგორიც საბერძნეთია, გამოხატული ადგილობრივი კლიმატური განსხვავებები. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად ეცემა ტემპერატურა და წელიწადში უფრო მეტი ნალექი მოდის.

სამხრეთ საბერძნეთში ნალექები თითქმის ყოველთვის მოდის ზამთრის თვეებში. ჩრდილოეთში მოდი მცირე რაოდენობის ნალექები ზაფხულის პერიოდში. კერკირას კუნძულზე ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს 1220 მმ, აქედან დაახლოებით 3/4 მოდის ოქტომბერ – თებერვალში, თუმცა ზაფხულშიც წვიმს.


საბერძნეთის მაკედონიაში და თრაკიაში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის ზამთარში, მაგრამ არც ზაფხულია მშრალი. ათენში უფრო ტიპური ხმელთაშუაზღვის კლიმატია. აქ საშუალო ნალექების რაოდენობა წელიწადში არის 394 მმ,აქედან დაახლოებით 3/4 მოდის ოქტომბერ – მარტში, ხოლო ზაფხულში თითქმის არ წვიმს.

იანვარში საშუალო ტემპერატურაა 4–12 °С, ივლიშში 25–27°С. წელიწადში ყველაზე მშრალი და ცხელი თვეებია – ივლისი და აგვისტო. ამ დროს საშუალო ტემპერატურა მერყეობს 25 დან 28 ° C-მდე, მაგრამ ხშირად იზრდება 40 ° C და ზოგჯერ 46 ° C-მდე.

მთებში საბერძნეთის ჩრდილოეთში ტემპერატურა ეცემა 0 °С-ზე ქვევით, მთის ფერდობები იფარება თოვლით. სალონიკში და მაკედონიაში ზამთარი ცივია, ოლიმპოს მწვერვალზე თოვლი დევს მთელი წლის განმავლობაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]