შვედეთის გეოგრაფია

შვედეთი მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზრვრება ნორვეგია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფინეთი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოტნიის ყურე და ბალტიის ზღვა. შვედეთის ფართობი 450 000 კვ. კმ.-ია.
გეოგრაფიული მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზღვრების სიგრძე
- სულ:2 205 კმ.
- ფინეთთან - 586 კმ, ნორვეგიასთან 1619 კმ.
- სანაპირო საზღვარი: 3 218 კმ.
კოორდინატები
- ჩრდილო განედის 62°00'
- აღმოსავლეთ გრძედის 15°00'


შვედეთი მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ზომიერი სარტყლის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყანა მოქცეულია ჩრდილოეთ განედების 55° და 70°-სა და აღმოსავლეთ გრძედების 11° და 25°-ს შორის. გეოგრაფიულად არის ფენოსკანდინავიის ნაწილი. ნაპირები უმთავრესად კლდოვანია. სამაპიროს გაყოლებით ბევრი წვრილი კუნძული და შხერია. შვედეთის რელიეფის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა მეოთხელმა გამყინვარებამ.
აღმოსავლეთით გარს ეკვრის ბალტიის ზღვა ბოტნიის ყურით, რომელიც ქვეყნის სანაპირო ზოლსა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს ადგენს. ქვეყნის ჩრდილოეთით სკანდინავიის მთები შვედეთს ნორვეგიისგან ყოფს. ამ მთებშია შვედეთის უმაღლესი მწვერვალი მთა კებნეკაისე (2097 მ.). შვედეთის საზღვარი ნორვეგიასთან (სიგრძე 1,619 მ) არის ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი საზღვარი. სკანდინავიის მთებს აღმოსავლეთით ეკვრის ნორლანდის ზეგანი (200-800 მ.). სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ფინეთი. ზღვით ესაზღვრება დანია, გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი; აგრეთვე იგი სამხრეთ-აღოსავლეთით, ერესუნის ხიდით უკავშირდება დანიას. შვედეთის ცენტრალური ნაწილი უჭირავს ტბებიან დაბლობს, სამხრეთი ნაწილი სმოლანდის მაღლობს და სკონეს ნახევაკუნძულს. ყველაზე დაბალი სიმაღლე შვედეთში ფიქსირდება ჰამარსჯონის ტბის ყურეში, კრისტიანსტადის მახლობლად, ზღვის დონიდან 2,41 მ. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი სიდიდით მსოფლიოში 55-ე, ევროპაში მე-5, ხოლო ჩრდილოეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.[1]
შვედეთის დაახლოებით 15% მდებარეობს არქტიკის წრის ჩრდილოეთით. სამხრეთ შვედეთი ძირითადად გამოიყენება სოფლის მეურნეობისთვის, ხოლო, ჩრდილოეთით ვხვდებით ტყის საფარს. ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულებია გოტლანდი და ელანდი. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 65% ტყით არის დაფარული. ჩრდილოეთ განედის 60°-ის ჩრდილოეთით ეწერ ნიადაგზე ჭარბობს ტაიგა, სამხრეთით, კორდიან-ეწერ ნიადაგებზე შერეული ტყეებია, სკონეს ნახეარკუნძულზე — ფართოფოთლიანი. შვედეთის ტერიტორიის 14% უჭირავს ჭაობებს, უმთავრესა დნორლანდში.
შვედეთის ბუნებრივი რესურსებია თუთია, რკინის მადანი, ტყვია, სპილენძი, ვერცხლი, საშენი ხე-ტყე, ურანი, ჰიდრორესურსები, მანგანუმი, მინერალური წყალი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვედეთის უმეტეს ნაწილში (გარდა ჩრდილოეთისა) მოქცეულია ზომიერი კლიმატის სარტყელში, რომელიც ხასიათდება ოთხი განსხვავებული სეზონით და მთელი წლის განმავლობაში ზომიერი ტემპერატურით. უკიდურეს სამხრეთ წერტილებში ზამთარი, როგორც წესი, სუსტია; თოვლის და ყინვის პერიოდი შედარებით მცირეა; შესაძლებელია შემოდგომიდან გაზაფხულის პერიოდი მკაფიო ზამთრის გარეშე მოვიდეს. ქვეყნის ტერიტორია კლიმატის მიხედვით იყოფა სამ ტერიტორიად: უკიდურეს სამხრეთ ნაწილი ოკეანური კლიმატით, ცენტრალური ნაწილი ნოტიო კონტინენტური კლიმატით და უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი სუბარქტიკული კლიმატით. ამასთან, შვედეთი გაცილებით უფრო თბილია და მშრალია ვიდრე მსგავს განედებს შორის მოქცეული სხვა ადგილები; ასეთი კლიმატი ძირითადად გამოწვეულია გოლფსტრიმისა[2][3] და ძირითადი დასავლეთის ქარების ნაკადის გამო, რომელიც დედამიწის ბრუნვის მიმართულებით არის გამოწვეული. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შვედეთში დღეების ხანგრძლოვობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. დედაქალაქში, სტოკჰოლმში, დღის შუქი ივნისის ბოლო პერიოდში 18 საათზე მეტ დროს გრძელდება, მაგრამ დეკემბერში დღის ხანგრძლივოდა დაახლოებით 6 საათია. შვედეთი მზის სხივებს ყოველწლიურად 1,100-1,900 საათის განმავლობაში იღებს.[4] ივლისის საშუალო ტემპერატურა სამხრეთში 15-17,5 გრადუსია, ჩრდილოეთში 10-11°C; ხოლო იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურა სამხრეთით 0-დან 5°C-მდეა, ხოლო ჩრდილოეთში -6-14°C. შვედეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი, დაფიქსირდა 1947 წელს მალილაში, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა, —52.6 გრადუსი, აღრიცხეს 1966 წლის 2 თებერვალს ვოგატჯალმში.[5] ნალექები მთაში 1500-1700 მმ-მდეა, სამხრეთ ნაწილში 70-800 მმ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 300-600 მმ წელიწადში.

სკანდინავიის მთები ქმნის ბარიერს ატლანტის ოკეანიდან წამოსულ ნოტიო ჰაერის მასებისთვის. იანვრის საშუალო ტემპერატურა −15 °C-დან −3 °C-მდეა, ივლისში კი 10 °C-დან 17 °C-მდე. წლიური ნალექი არის 300-800მმ. შვედეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ჭარბტენიანი. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, მთიან რეგიონებში არის სუბარქტიკული კლიმატი. მთებში იანვრის საშუალო ტემპერატურა არის −16 °C, ხოლო ივლისის 6 °C. შვედეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია ყინულით.
|
|
შიგა წყლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვედეთის ტერიტორიის დაახლოებით 9% უჭირავს ტბებს. უდიდესი ტბებია ვენერნი, ვეტერნი, ელმარენი, მელარენი. ვენერნი არის ევროპის მესამე უდიდესი ტბა რუსეთში მდებარე ლადოგისა და ონეგის ტბების შემდეგ. შვედეთში ჭარბობს მოკლე წყალუხვი მდინარეები. ჰიდროენერგიის მარაგით შვედეთი ნორვეგიის შემდეგ მეორე ადგილზეა ევროპაში.
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკანდინავიის მთებში მთა-ტაიგის მცენარეულობის ზემოთ არყის ტაბრეცილი ტყეებია, რომელიც დაჭაობებულ მთის ტუნდრაში გადადის. ვაკეზე და ზღვის სანაპიროს გაყოლებით მანანიანი და მდელოებია.
შვედეთში ძუძუმწოვრები მრავარფეროვანი სახით არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა, მათი რაოდენობა მეტად მაღალია. ლაპლანდიაში არის ჩრდილოეთის ირემის. ტყეებში ასევე ბინადრობს ცხენირემი, შველი, ციყვი, კურდღელი, მელა, კვერნა, ჩრდილოეთ ტაიგაში — ფოცხვერი, მურა დათვი, სამურავი, ლემინგი. ფრინველები 340 სახეობამდეა, თევზები - 160 სახეობა.
პირველი ეროვნული პარკი შვედეთში ჯერ კიდევ 1909 წელს შექიმნა. 1964 წელს გარემოს დაცვის შესახებ კანონი შევიდა ძალაში და რეგულარულად დაიწყო ეროვნული პარკების გაჩენა. ახლა ქვეყანაში 16 ეროვნული პარკი და 900 ნაკრძალია. ვინდელფოლენის დაცულ ტერიტორია 562,772 ჰა ფართობით არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შვედეთის გეოგრაფია დაარქივებული 2015-11-29 საიტზე Wayback Machine. — აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Country Comparison: Area. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-02. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო 2010.
- ↑ The Gulf Stream. BBC. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2008.
- ↑ Watts, Harvey Maitland (1900). „The Gulf Stream Myth“. Monthly Weather Review. 28 (9): 393–394. Bibcode:1900MWRv...28..393W. doi:10.1175/1520-0493(1900)28[393:TGSM]2.0.CO;2. ISSN 0027-0644. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2008.
- ↑ Global Climate Maps. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2006.
- ↑ ამინდის მონაცემები: შვედეთი, ვოგატჯალმი, 1966, თებერვალი. geographic.org. ციტირების თარიღი: 2020-06-27.