შინაარსზე გადასვლა

სლოვაკეთის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვაკეთის ტოპოგრაფიული რუკა

სლოვაკეთიცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში მთებითაა დაფარული, სამხრეთში კი დაბლობები ჭარბობს.

სლოვაკეთის მნიშვნელოვანი ქალაქები

სლოვაკეთი მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 49°36'48" – 47°44'21"-ებსა და აღმოსავლეთ ნახევასფეროსს 16°50'56" – 22°33'53"-ებს შორის.

უკიდურესი წერტილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გერლახოვსკი-შტიტი

ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი მდებარეობს ბესკიდების ქედების ზოლში, მთა ბესკიდოკის მახლობლად. უკიდურესი სმხრეთი უნგრეთის საზღვართან, მდინარე დუნაიზე. უკიდურესი დასავლეთი მდინარე მორავაზე, ავსტრიის საზღვართან. ხოლო აღმოსავლეთი სლოვაკეთის, პოლონეთისა და უკრაინის შეხვედრის ადგილზე. ქვეყნის უმაღლესი ადგილია გერლახოვსკი-შტიტი (სიმაღლე 2 655 მეტრი) მაღალ ტატრებზე, უდაბლესი კი მდინარე ბორდოგის ნაპიზე, უნგრეთის საზღვრის მახლობლად.

ქვეყნის ფართობია 48,845 კმ². აქედან:

გეოგრაფიული ფორმაფართობის ნაწილი (%-ში)[1]
სამეურნეო მიწები31%
საძოვრები17%
ტყეები41%
კულტივირებული მიწები3%
ინფრასტრუქტურა (ქალაქები, გზები, ხიდები...)8%

სლოვაკეთს ესაზღვრება შემდეგი ქვეყნები:

მოსაზღვრე ქვეყანასაზღვრის სიგრძე (კმ)ჰორიზონტის მომართულება
პოლონეთის დროშა პოლონეთი547 კმჩრდილოეთი
უკრაინის დროშა უკრაინა98 კმაღმოსავლეთი
უნგრეთის დროშა უნგრეთი679 კმსამხრეთი
ავსტრიის დროშა ავსტრია106 კმსამხრეთ-დასავლეთი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი252 კმჩრდილო-დასავლეთი
სულ ჯამში1 672 კმ

საზოგადოებრივი გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს სლოვაკეთის მთლიანმა შიდა მპროდუქტმა (მშპ) 1.66 ტრილიონი სლოვაკური კორუნასი შეადგინა, რაც 50 მილიონ ევროსა და 71 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.[2] მშპ პროცენტულად ასე ნაწილდება:

  • აგროკულტურა 3.6 %
  • ინდუსტრია 31.6 %
  • სერვისები 64.8 %

ქვეყნის დასავლეთი რეგიონი აღმოსავლეთზე მეტადაა განვითარებული. მშპ-ის ძირითადი ნაწილი ბრატისლავის მხარეზე მოდის.

სლოვაკეთის 29% კულტივირებულ მიწებს უკავია. ძირითადი კულტურებია ხორბალი, ქერი, სიმინდი, შაქრის ჭარხალი და კარტოფილი. მევენახეობა გავრცელებულია სამხრეთ რაიონებში, ძირითადად პატარა კარპატებზე, დუნაის დაბლობზე და ტოკაისტერიტორიაზე. ცხოველებიდან მოშენებულია ღორი და ცხვარი.[3]

სლოვაკეთმა, როგორც ინდუსტრიულმა ქვეყანამ განვითარება XIX საუკუნეში დაიწყო და XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებლ ინდუსტრიულ ქვეყანათა შორის შედიოდა. კომუნისტურმა მთავრობამ აქცენტი მძიმე და სამხედრო ინდუსტრიაზე გაამახვილა. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩეხეთის ინდუსტრია შესუსტდა.

2006 წლის მონაცემებით ქვეყანაში 5 391 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან:

ხალხებიპროცენტული რაოდენობა (%)
სლოვაკები85.8%
უნგრელები9.7%
ბოშები1.7%
ხორვატები0.8%
რუსინები0.4%
უკრაინელები0.2%
სხვა1.4%

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. www.bedekr.cz დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine. ფართობის დანაწილება
  2. სლოვაკეთის რესპუბლიკის სტატისტიკური ოფისი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-06. ციტირების თარიღი: 2016-03-23.
  3. Slovakia at MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 2016-03-23.