ვატნაიეკუდლი
იერსახე
ვატნაიეკუდლი
| |
---|---|
Vatnajökull | |
კოორდინატები: 64°24′ ჩ. გ. 16°48′ დ. გ. / 64.400° ჩ. გ. 16.800° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
ფართობი | 8100 კმ² |
სიგრძე | ~ 140 კმ |
სისქე | ~ 400 მ |
მდგომარეობა | უკან იხევს |
ვატნაიეკუდლი (ისლ. Vatnajökull) — უდიდესი საფარული მყინვარი ისლანდიაში. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მისი ტერიტორიის 8 % უჭირავს (8 133 კმ²). მოცულობით ვატნაიეკუდლი უდიდესია ევროპაში, ხოლო ტერიტორიით — მეორე.
ყინულის საშუალო სისქე 400 მეტრია, მაქსიმალური — 1000 მეტრი. ისლანდიის უმაღლესი წერტილი, პიკი ჰვანადალსჰნუკური (2110 მ), მდებარეობს ვატნაიეკუდლის სამხრეთ ზღვარზე, სკაფტაფედლის ეროვნულ პარკთან ახლოს. მყინვარის ქვეშ არის რამდენიმე ვულკანი. უკანასკნელ წლებში ვატნაიეკუდლი თანდათანობით მცირდება, შესაძლოა კლიმატის ცვლილების გამო.
მყინვარი კვებავს რამდენიმე მყინვარულ ტბებს, მათ შორის იეკულსაურლოუნსა და გრანალოუნს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვატნაიეკუდლი“ ვიკისაწყობში.
- ვატნაიეკუდლი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ლაშქრობა მყინვარ ვატნაიეკუდლზე (ინგლისური)