რუსუდანი (დავით VI-ის ასული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსუდანი (ბერძ. Ρουσαντάνα [რუსუდანა]) — დავით VI ნარინისა და მისი მეუღლის თეოდორა პალეოლოგის[1] ასული, ტრაპიზონის კონსორტ-იმპერატრიცა, მანუელ დიდის მეორე მეუღლე[2] (12231253 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსუდანი დაიბადა დაახლ. 1242/1245 წელს საქართველოს მეფის დავით VI ნარინისა და მისი მეორე მეუღლის თეოდორა პალეოლოგის ოჯახში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი თეოდორას მიხეილ VIII-ისა და თეოდორა დუკაინას ასულად მიიჩნევს[3], მეორე კი თვლის, რომ ის იოანე პალეოლოგისა და ტორნიკაინას შვილია.[4]

არსებობს ვერსია, რომ რუსუდანი დავით VII ულუს ასულია.[5] იმპერატრიცის დედა შეიძლება ყოფილი გვანცა დედოფალი, რადგან ჯიგდა-ხათუნის შვილების შესახებ არაფერია ცნობილი.[6]

იმპერატრიცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსუდანის შესახებ წერს ბერძენი ისტორიკოსი მიხაილ პანარეტოსი:

უბრწყინვალესი თეოდორა კომნენოსი, მანუელ დიდი კომნენოსისა და რუსუდან იბერიელის პირველი ასული.[7]

რაც ნიშნავს იმას, რომ ის თეოდორა დიდის დედა იყო.[8]

რუსუდანი გარდაიცვალა არაუგვიანეს 1260 წ. იმპერატრიცის გარდაცვალების შემდეგ მანუელმა ცოლად ირენა სირიკაინა მოიყვანა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]