ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?
Varskvlav.jpg
მოთხრობის რუსული გამოცემის ყდა (1970)
ავტორი თამაზ ჭილაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ფსიქოლოგიური მოთხრობა
მაგიური რეალიზმი
გამოცემის თარიღი 1964
გვერდი 75

ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?თამაზ ჭილაძის 1964 წლის ფსიქოლოგიური მოთხრობა.

მოთხრობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად გამოიცა ამავე სახელწოდების მოთხრობების კრებულში 1965 წელს გამომცემლობა "ნაკადულის" მიერ. 1972 წელს ისევ მოთხრობების კრებულში გამოსცა "საბჭოთა საქართველომ". 1977 წელს ისევ "ნაკადულმა" და ბოლოს დაიბეჭდა მწერლის რჩეული ექვსტომეულის მეორე ტომში.[1]

მოთხრობა თარგმნილია რუსულად და გამოცემულია ამავე სახელწოდების(Кто живет на звездах) მოთხრობების კრებულში 1970 წელს. მთარგმნელი – ანაიდა ბესტავაშვილი, ხოლო ილუსტრატორი თენგიზ სამსონაძე.[2] ასევე თარგმნილია უკრაინულად და გამოცემულია 1968 წელს "პოსეიდონის სასახლესთან" ერთად კიევში.[3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა არაქრონოლოგიურადაა დაწერილი. მოქმედება მიმდინარეობს 60–იანი წლების თბილისში. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მწერალი ლევანია, რომელიც არ მუშაობს და მუდმივად მუზის მოლოდინშია. მისი ცოლი ელისო კი მუდმივად ეჭვიანობს, რადგან ლევანი ხშირად დადის უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად გასართობად. ერთ ასეთ წვეულებაზე ლევანი მარის შეხვდება და შეუყვარდება. ის მიზეზს მოძებნის, რომ თბილისს გაშორდეს და ცოტა ხნით დაისვენოს. სინამდვილეში კი მარისთან ერთად ატარებს დროს. თუმცა მარი ამ დროს სხვა კაცს, მიტოს ხვდება. ისიც შემთხვევით შეხვდება გოგონას და მაშინვე შეუყვარდება. თუმცა, როდესაც მარი მიხვდება რომ მას ცოლ–შვილი ჰყავს სახლში აღარ შემოუშვებს. მეორე დღეს მიტო ბაზარში შეხვდება მარის და გუბეში ჩააგდებს. თავის თავზე გაბრაზებული ცოლ–შვილთან დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ მის მანქანას ძრავა გაუფუჭდება და მატარებელი დაარტყამს. ლევანი ემუდარება მარის, რომ მასთან დარჩეს, მაგრამ გოგონა მიხვდება რომ ცოლიან კაცებთან ურთიერთობა არ შეიძლება. ის აღიარებს, რომ "არავინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე". ლევანი კვლავ ელისოსთან დაბრუნდება.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლევანი - ახალგაზრდა მწერალი
  • ელისო - ლევანის ცოლი
  • მარი - ქალი რომელიც ლევანის შეუყვარდება
  • მიტო – ცოლშვილიანი შუახნის კაცი, რომელსაც მარი შეუყვარდება
  • ლენა – ელისოს მეგობარი
  • ლოლა – ელისოს მეგობარ
  • ზურიკო – ლევანის მეგობარი
  • კირილე – რესტორნის მფლობელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000887/
  2. http://www.ozon.ru/context/detail/id/27907023/
  3. Полудень ; Хто живе на зорях : Повiстi / Тамаз Чiладзе ; [З груз. переклав Гр. Халимоненко ; Ред. Ю. Г. Попсуенко ; Худ. В. Савадова]. - Киiв : Видавн. ЦК ЛКСМУ Молодь, 1968. - 162 p. : ill. ; 21 cm.