აუზი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აუზი“

რომანის რუსული გამოცემის გარეკანი
ავტორი თამაზ ჭილაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ფსიქოლოგიური რომანი
მაგიური რეალიზმი
გამოცემის თარიღი 1972
გვერდი 190

აუზითამაზ ჭილაძის რიგით მესამე რომანი.[1] პირველად გამოიცა 1972 წელს.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი თარგმნილია მრავალ ყოფილ საბჭოთა კავშირის ენაზე, მათ შორის რუსულად, პოლონურად და ესტონურად[2]. რომანი ფსიქოლოგიური ხასიათისაა და მაგიური რეალიზმის ჟანრში დაწერილი ერთ-ერთი პირველი ქართული ნაწარმოებია. რომანის სიუჟეტი გამოგონილ ზღვისპირა ქალაქში ვითარდება, ბათუმის მახლობლად. ნაწარმოებში მრავალი პერსონაჟის რამდენიმე დღიანი ისტორია, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ. მწერალი არაქრონოლოგიურად გადმოსცემს სიუჟეტურ ხაზს და ზოგჯერ წარსულსაც რთავს ტექსტში.

რომანის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მთავარი გმირი ახალგაზრდა, 20 წლის მესაყვირე ბეკოა, რომელიც რესტორანში უკრავს და 27 წლის განათხოვარი და შვილიანი ზინა უყვარს. ეს ამბავი მთელმა ქალაქმა იცის და ამის გამო ბეკოს მშობლების მუდმივ განრისხებას იწვევს. თუმცა ის ზინასთან დასაახლოებლათ მის შვილს, დათოს უმეგობრდება და ხშირად მასთან ერთად ატარებს დროს. ზინას ყოფილი ქმარი კი მსახიობი თეიმურაზია, რომელიც დაქორწინებიდან მალევე მიხვდა დაშვებულ შეცდომას. ამ შეცდომას კი მამამისი ნიკო ასწორებს და ზინას ფულით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია რესტორნის მომღერალი ლილისა და მოცურავე ირაკლის სასიყვარულო ისტორია, რომელიც პარალელურად ვითარდება. რომანში ასევე შემოდის თავად მწერალი, რომელიც პირველ პირში გვიყვება ისტორიას. ქალაქში ცხოვრობს საბავშვო მწერალიც, რომელსაც ჰყავს მოსამსახურე ბონდო ლეჟავა, მეტსახელად - სპინოზა. თავისი არაადეკვატური საქციელითა და ორლულიანი თოფით ის ქალაქში განთქმულია და ხალხი მას მუდმივად ერიდება. სწორედ მწერალს - გიორგი გეგეჭკორს აქვს სახლში დიდი აუზი სადაც ბეკო და მისი თანაკურსელები გადაძვრებიან და თანსაცმლით იბანავებენ. სპინოზა იარაღით გამოვარდება, მაგრამ მწერალი ახალგაზრდებს არ გაუბრაზდება და ზღაპარს უამბობს ბეჰემოთ მურთაზის შესახებ.

ერთ დღეს ბეკო დათოს ზღვისპირას წაიყვანს და თან საყვირს წაიღებს. როდესაც ითამაშებენ, ბეკოს წასვლა მოუწევს და დათოს სანაპიროზე დატოვებს საყვირთან ერთად. როდესაც დაბრუნდება აღმოაჩენს, რომ ბავშვი გამქრალა. ქალაქში კი ყველა მის ძებნას დაიწყებს. ბეკოს მისი ყოფილი მასწავლებელიც შეხვდება და ამ ამბავს უამბობს და შემდეგ გასაოცრად ბეკოს ბავშვის მოტაცებაში დაადანაშაულებს. აღმოჩნდება, რომ მთელი შეიარაღებული ქალაქი და მილიცია მას დაეძებს. ბეკო მაშინვე გაიქცევა და მატარებლით სოხუმში გაქცევას გადაწყვეტს. მეორე დღეს რკინიგზის თანამშრომელი დააპურებს და მატარებელზე გაუშვებს. ამავე დროს ირკვევა, რომ ზინამ თავისი შვილი თბილისში წაიყვანა. ბეკოს ყოველგვარი იმედი გადაეწურება. ამავე დროს სპინოზა მის საძებრად გამოეშურება. სოხუმში ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ხანძარმოკიდებულ შენობაში წააწყდებიან ერთმანეთს, რაც ბეკოსთვის საბედისწერო აღმოჩნდება.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბეკო ასორდია - ახალგაზრდა მესაყვირე
  • ზინა - განათხოვარი ქალი, რომელიც ბეკოს უყვარს.
  • თეიმურაზი - ზინას ყოფილი ქმარი
  • ნიკო - თეიმურაზის მამა
  • ალექსანდრე - ბეკოს მამა
  • ნუცა - ბეკოს დედა
  • დათო - ზინას შვილი
  • გიორგი გეგეჭკორი - მწერალი
  • ბონდო ლეჟავა
  • ლილი - მომღერალი
  • ირაკლი - ლილის შეყვარებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]