რობერტო სოლდადო
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | რობერტო სოლდადო რილიო | ||
| დაბადების თარიღი | 27 მაისი, 1985 | ||
| დაბადების ადგილი | ვალენსია, ესპანეთი | ||
| სიმაღლე | 179 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 1990–2000 | დონ ბოსკო | ||
| 2000–2002 | რეალ მადრიდი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2002–2006 | რეალ მადრიდი B | 120 | (63) |
| 2006–2008 | რეალ მადრიდი | 16 | (2) |
| 2006–2007 | → ოსასუნა | 30 | (11) |
| 2008–2010 | ხეტაფე | 60 | (29) |
| 2010–2013 | ვალენსია | 101 | (59) |
| 2013–2015 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 52 | (7) |
| 2015–2017 | ვილიარეალი | 38 | (9) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2001 | ესპანეთი 15-წლ. | 2 | (0) |
| 2001–2003 | ესპანეთი 17-წლ. | 18 | (12) |
| 2003 | ესპანეთი 18-წლ. | 3 | (3) |
| 2002–2004 | ესპანეთი 19-წლ. | 9 | (5) |
| 2004–2007 | ესპანეთი 21-წლ. | 9 | (6) |
| 2007–2013 | ესპანეთი | 12 | (7) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
რობერტო სოლდადო რილიო (ესპ. Roberto Soldado Rillo; დ. 25 მაისი, 1985, ვალენსია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტო სოლდადო რილიო დაიბადა ვალენსია, 15 წლის ასაკში იგი შეუერთდა რეალის ადგილობრივ მცირე კლუბ CF Don Bosco-ს. წარმატებული სეზონის შემდეგ მან რეალ მადრიდის ძირითად კლუბშიც ამოყო თავი, მან თავისი პირველი ჯგუფური დებიუტი 23 ოქტომბერს, 2005 წ, ვალენსიას წინააღმდეგ გამართა, სადაც 18 წუთი ითამაშა (1-2 მარცხი). ამ შეხვედრამდე 27 სექტემბერს, სოლდადომ 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა ოლიმპიაკოსს ჯგუფურ ეტაპზე.
ოსასუნაში განათხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006-2007 წლებში იგი იჯარით გაასხვივეს ოსასუნაში, სადაც ასევე კარგ შედეგს მიაღწია. მან 19 გოლი გაიტანა (2 პენალტი) რაც ფეხბურთელისთვის და გუნდისთვის დიდი მიღწევა იყო.
რეალში დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იჯარის შემდეგ იყო ისევ რეალში, მაგრამ ფეხბურთელს ძირითადი დროის გატარება სათადარიგოთა სკამზე უწევდა, რაც არცთუ ისე სახარბიელო შედეგი იყო შარშანდელი სეზონის შემდეგ, იგი რეალში დაბრუნდა 2007 წლის 11 ივნისს და კონტრაქტიც გაახანგრძლივა 2012 წლამდე, იგი ინტერვიუში აცხადებდა რომ მისთვის ოსასუნა დიდი გაკვეთილი იყო, სწორედ ამ გუნდში გაუსინჯა მან გემო გოლების გატანას.
ხეტაფე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს სოლდადო 4 მილიონ ევროდ შეიძინა ესპანურმა ხეტაფემ. სადაც როგორც მოგეხსენებათ უნაკლო შედეგი აჩვენა 60 შეხვედრაში 29 გატანილი გოლი და სრულიად დამსახურებულად დაიპყრო ხეტაფეს გულშემატკივართა გულები.
ვალენსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის ივნისში სოლდადომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა და ადგილობრივ გუნდშიც იქნა მიღებული. მასში ვალენსიელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. სწორედ სოლდადოა დავიდ ვილიას შემცვლელი და მასზე ვალენსიელი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. პირველი UEFA-ს მატჩი მან ბრწყინვალედ ჩაატარა და გოლის ავტორიც კი გახდა (ბურსასპორი - ვალენსია 0-4). მან პირველივე სეზონში მოასწრო 25 გოლის გატანა, მათ შორის აღსანიშნავია პოკერი თავისი ყოფილი კლუბის, ხეტაფეს წინააღმდეგ.
ის ხუან მატას წასვლის შემდეგ გუნდის კაპიტნად და ერთ–ერთ წამყავან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მან უკვე 22 თამაშში 19 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის ბომბარდირის გახდა. ის გოლების ხშირად გატანის გამო კლუბის ხელმძრვანელობამ და ლა ლიგამ რამდენიმეჯერ დააჯილდოვეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 1985
- ესპანელი ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- მადრიდის რეალის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ოსასუნას ფეხბურთელები
- ხეტაფეს ფეხბურთელები
- ვალენსიის ფეხბურთელები
- ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელები
- ვილიარეალის ფეხბურთელები
- დაბადებული 25 მაისი
- 2013 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- ცოცხალი ადამიანები