შინაარსზე გადასვლა

ვარდისუბანი (დმანისის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარდისუბანი.
სოფელი
ვარდისუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი დიდი დმანისი
კოორდინატები 41°21′00″ ჩ. გ. 44°21′00″ ა. გ. / 41.35000° ჩ. გ. 44.35000° ა. გ. / 41.35000; 44.35000
მოსახლეობა 349 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (360)[2]
საფოსტო ინდექსი 1706[3]
ვარდისუბანი (დმანისის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვარდისუბანი (დმანისის მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი (დმანისის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ვარდისუბანი (დმანისის მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი (დმანისის მუნიციპალიტეტი) — დმანისის მუნიციპალიტეტი
ვარდისუბანი (დმანისის მუნიციპალიტეტი)

ვარდისუბანი[4][5]სოფელი საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), დმანისის მუნიციპალიტეტში (დიდი დმანისის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს დმანისის პლატოზე, მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 840 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.

ქვემო ქართლში ამ სახელწოდების რამდენიმე სოფელი იყო, რაც ვარდების სიმრავლეს, ვარდნარს აღნიშნავდა. ქართლის მეფემ სიმონმა 1588 წელს დმანისის ღვთისმშობელს სხვა სოფლებთან ერთად შესწირა ვარდისუბანი და დმანისის ხეობის დამღის (საბაჟოს გადასახადი) ნახევარი. საყაფლანიშვილოს შემოსავლის დავთარში ვარდისუბნის ზვარს 1619 წელს შეწერილი ჰქონდა 28 საპალნე ღვინო. 1721 აღწერით სოფელში ითვლებოდა ერთი მებატონე (ყაფლანიშვილი), 8 მემამულე აზნაური (ავთანდილიშვილები), 8 გამომღები და 10 ბოგანო ყმა. ვარდისუბნის სიახლოვეს აღმოჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის (IV–VIII სს.) სამაროვანი. იქაური ქვასამარხების მჭიდრო განლაგება მოზრდილი დასახლების არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.

სოფელში ერთი დარბაზული მცირე ეკლესიაა, რომელიც გვიანდელ საუკუნეებში საფუძვლიანად არის გადაკეთებული. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში ჩასმული წნულჩუქურთმიანი და ჯვრიანი ქვები კი განვითარებულ შუა საუკუნეებს (XII–XIII სს.) განეკუთვნება. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა ძველი და ახალი საფლავის ლოდებით.

ვარდისუბნის მახლობლად, ზედ ციცაბო ფერდის პირას, რომელიც მდ. მაშავერის ღრმა ხეობისკენ ჩადის, არის გეგმით მრგვალი ეკლესიის ნანგრევები. აქ აღმოჩენილი კერამიკული მასალა მიეკუთვნება V-VII საუკუნეებს.[6][7]

სოფლის სახელწოდება „ვარდისუბანი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Вардисъ-убани“ სახით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 349 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 403[8]
2014 349
  • ბერძენიშვილი დ., ვარდისუბანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 170.
  • ლორთქიფანიძე ი., „ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში“, ნაწ. 1–2, თბ., 1935;
  • „ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები“, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1955;
  • „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897, წგ. 3, თბ., 1967.
  • „ბოლქვაძე გ., „ადრეული შუა საუკუნეების სამაროვანი დმანისის რაიონიდან““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 66 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984 წელი. — გვ. 37-41
  1. http://census.ge/en/home
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://www.gpost.ge
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
  5. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
  6. ჩაჩხუნაშვილი, ც. 1992. „ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია“, ძეგლის მეგობარი, 1: 69-74.
  7. Atac, N. & Koch, G. 2023. Die Kirche in Wardisubani/Georgien – eine Kopie der AnastasisRotunde in Jerusalem. Mitteilungen zur christlichen Archäologie, 29: 9-33.
  8. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.