ბოსლები
სოფელი | |
---|---|
ბოსლები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | დიდი დმანისი |
კოორდინატები | 41°21′20″ ჩ. გ. 44°18′10″ ა. გ. / 41.35556° ჩ. გ. 44.30278° ა. გ. |
მოსახლეობა | 397 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96 %, სომხები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1702[3] |
ბოსლები[4][5] — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში (დიდი დმანისის თემი),[6] მდებარეობს დმანისის პლატოზე. მდინარე კაკლიანის (მდინარე მაშავერის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1020 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 667 კაცი.[7]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიასა“ და იოანე ბატონიშვილის 1794-1799 წლების „ქართლ-კახეთის აღწერაში“. სოფელს იცნობდა ი. გიულდენშტენდტიც. სოფლის სახელწოდება „ბოსლები“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Бослеби“ სახით.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ბოსლების სამების ეკლესია, რომელიც არქიტექტურული ფორმებითა და ჩუქურთმებით XIII საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. ორ საფეხურად განლაგებულ ცოკოლზე აღმართულ დარბაზული ტიპის ერთნავიან ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ეგვტერი, რომელსაც შესასვლელი კარი დასავლეთის მხრიდან აქვს, მეორე კარით კი ეკლესიასთან არის დაკავშირებული. ძეგლი დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის და დასავლეთის კედელი. შენობა შიგნით და გარედან შემოსილი იყო მომწვანო ფერის სუფთად გათლილი ქვის პერანგით. ნათდებოდა ხუთი სარკმელით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია აჟურულთაღებიანი სამკუთხა ნიშები, სარკმლებს ჩუქურთმებიანი საპირეები ამკობდა. მოგვიანებით ეკლესია შეულესავთ და მოუხატავთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 481.
- ნ. ანდღულაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 469.
- მუსხელიშვილი ლ., „არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერას ხეობაში“, თბ., 1941
- Чубинашвили Н. Г., «Церовани», Тб., 1976
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 26.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 38.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-07-18.
|