შინდლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
შინდლარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი დმანისის თემი
კოორდინატები 41°21′13″ ჩ. გ. 44°13′27″ ა. გ. / 41.3536111° ჩ. გ. 44.2241694° ა. გ. / 41.3536111; 44.2241694
პირველი ხსენება 1536
ცენტრის სიმაღლე 1380 მეტრი
მოსახლეობა 302 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (360)[2]
საფოსტო ინდექსი 1700[3]
შინდლარი — საქართველო
შინდლარი
შინდლარი — ქვემო ქართლი
შინდლარი
შინდლარი — დმანისის მუნიციპალიტეტი
შინდლარი

შინდლარი[4][5][6], შინდილიარისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, დმანისის თემში, ლუკუნის მთის ძირას.[7] ზღვის დონიდან 1380 მ, მანძილი დმანისიდან — 6 კმ, კაზრეთიდან — 28 კმ. სოფლის მახლობლად, სასაფლაოზე, დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ნაგებია მუქი რუხი, მაგარი ჯიშის ბაზალტით. სუფთად გათლილი კვადრები ძირითადად შენობის კუთხეებს მიჰყვება, თვით კედლები კი შემოსილია წვრილი, უხეშად გათლილი ერთი ზომის ქვით, რომლის წყობა შეხამებულია კუთხის თლილ ქვებთან და კედლის ზედაპირს თავისებურ მხატვრულ სახეს ანიჭებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი განლაგებულია ლუკუნის მთის (აზერბაიჯანული წარმოთქმით, ლიუკუნ-შინდის) მთის ფერდობზე, რაიონული ცენტრის, დმანისისგან ჩრდილო-დასავლეთით 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1380 მეტრ სიმაღლეზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი იმყოფება ისტორიული ბორჩალოს მაზრის ტერიტორიაზე. პირველად მოხსენიებულია ბარათაშვილების საგვარეულო წიგნში 1536 წელს, ასევე 1701 წლის დოკუმენტებში, რეგიონში იმ დროს ჩატარებული აღწერის მონაცემებში. ქართული მოსახლეობის გაქრობა და თურქმანულით შეცვლა, როგორც ჩანს, განხორციელდა შაჰ აბას პირველის შემოსევების პერიოდში.

სოფლის სახელწოდება „შინდლიარი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Шиндляръ“ სახით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]