ამამლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ამამლო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი ამამლო
კოორდინატები 41°16′34″ ჩ. გ. 44°13′24″ ა. გ. / 41.27611° ჩ. გ. 44.22333° ა. გ. / 41.27611; 44.22333
ცენტრის სიმაღლე 1160 მეტრი
მოსახლეობა 1 100 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,5 %
სატელეფონო კოდი 360[2]
საფოსტო ინდექსი 1701[3]
ამამლო — საქართველო
ამამლო
ამამლო — ქვემო ქართლი
ამამლო
ამამლო — დმანისის მუნიციპალიტეტი
ამამლო

ამამლო[4][5], ჰამამლოსოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში[6], მდებარეობს მდინარე ამამლოსწყლის (მოშევანის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ამამლო, ანგრევანი, ბაზაქლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი). მდებარეობს ზღვის დონიდან 1160 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1596 კაცი.[7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდება „ბაშ-გამამლი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Башъ-гамамлы“ სახით.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სამხრეთით, 1 კმ-ზე, ძველი ნამოსახლარია, სადაც დგას გალავანშემორტყმული XII საუკუნის ამამლოს თამარის ეკლესია მცირე სასაფლაოთი. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციებიის გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთ მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი, რომლის კედელში სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია (წალო). შესასვლელი სამხრეთიდანაა. თითო სარკმელია და დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველში შემორჩენილია ქვის ტრაპეზი, რომელსაც ამკობს დიდი, კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ეკლესიის მორთულობა სადაა. დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული არიან მეფეთმეფე თამარი და ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ძეგლის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ძველ სასაფლაოზე შემონახული იყო დიდი ქვაჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართული წარწერით, იგი ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. 1964 წლამდე ჯვარი ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ფოტოსურათი. ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. კვარცხლბეკის წარწერა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ამამლოს მახლობლად დგას შუა საუკუნეების მოხატული ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მეფისაშვილი რ., „კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 26 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1971 წელი. — გვ. 17-31
  • მუსხელიშვილი ლ., „არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერას ხეობაში“, თბ., 1941

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]