დმანისის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დმანისის პლატო[1]პლატო საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, მდინარე მაშავერის ზემო დინების აუზში. აგებულია მეოთხეული ასაკის დოლერიტული ლავებით. გვხვდება ტბიურ-ტუფოგენური ქვიშების გამოსავლებიც. მაღლდება აღმოსავლეთიდან (900 მ-დან) დასავლეთისაკენ (1800 მ-მდე). დასერილია მდ. მაშავერისა და მისი შენაკადების კანიონებით.

დმანისის პლატოზე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 5-10 °C შორის მერყეობს, იანვრის საშუალო ტემპერატურა -2 °C, -7 °C, ივლისის 13-21 °C. ნალექები 570-700 მმ წელიწადში.

დმანისის პლატოს მთავარი მდინარეა მაშავერა. მისი შენაკადებია ფინეზაური, შაჰმარლო, სარფადარა და სხვა. ბევრია პატარა ტბა, მ. შ. უდიდესია ოროზმანი. პლატოზე გაბატონებულია მთის შავმიწა ნიადაგი, არის მთის მდელოს ნიადაგიც.

დმანისის პლატოზე ჭარბობს მთის სტეპები, რომლებიც ზემოთ (დასავლეთით) მდელოს ფორმაციებში გადადის. კანიონებში შემორჩენილია წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი. ტერიტორიის დიდი ნაწილი მთის სტეპურ ლანდშაფტს უჭირავს. ფრაგმენტების სახით გავრცელებულია დაჭაობების მდელოს და ხევ-ხრამების ლანდშაფტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]