ზემო ყარაბულაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზემო ყარაბულაღი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი ყარაბულაღი
კოორდინატები 41°24′56″ ჩ. გ. 44°05′48″ ა. გ. / 41.4155611° ჩ. გ. 44.0966694° ა. გ. / 41.4155611; 44.0966694
ცენტრის სიმაღლე 1,340 მეტრი
მოსახლეობა 871 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 (360)[2]
საფოსტო ინდექსი 1709[3]
ზემო ყარაბულაღი — საქართველო
ზემო ყარაბულაღი
ზემო ყარაბულაღი — ქვემო ქართლი
ზემო ყარაბულაღი

ზემო ყარაბულაღი[4], ზემო ყარაბულახი[5][6]სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომარეთის პლატოზე. მდინარე შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ყარაბულაღის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ყარაბულაღი, ახა, გედაგდაღი, მამიშლარი, სალამალეიქი, სოღუთლო, უსეინქენდი, ქვემო ყარაბულაღი). მდებარეობს ზღვის დონიდან 1320 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 871 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელის სახელწოდება „ზემო ყარაბულაღი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე «Верх. Карабулахъ» სახით.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მახლობლად, მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან, დგას XI ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრ. კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული არიან დავით და კვირიკე მეფეები. შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 511, თბ., 1979 წელი.
  • Такайшвили Е., „Археологические экскурсии, разыскания и заметки“, в. 4, Тфл., 1913.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://census.ge/en/home
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://www.gpost.ge
  4. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 74, თბ., 2009.
  5. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 45, თბ., 1987.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949