ესპანური ამერიკა
ესპანური ამერიკა ან ისპანიკ ამერიკა (ესპ. Hispanoamérica) — რეგიონი, რომელიც ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებს აერთიანებს.
ამ ქვეყნებს მრავალი რამ აქვთ საერთო ერთმანეთთან და მათ ყოფილ კოლონიურ მეტროპოლისთან — ესპანეთთან. ყველა ამ ქვეყანაში ძირითადი ენა ესპანურია, რომელიც ოფიციალურ სტატუსს ზოგჯერ იყოფს ადგილობრივ ენებთან (გუარანი, კეჩუა, აიმარა, მაია) ან ინგლისურთან (პუერტო-რიკოში).[1] ძირითადი რელიგია კათოლიციზმია.[2]
ესპანური ამერიკა იბერო-ამერიკისგან იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს ბრაზილიას (წარსულში „პორტუგალიური ამერიკა“), ზოგიერთ შემთხვევაში კი იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნებს — ესპანეთსა და პორტუგალიასაც. ესპანური ამერიკა განსხვავდება ლათინური ამერიკისგან, რომელიც მასთან ერთად ასევე მოიცავს ბრაზილიას და საფრანგეთის ყოფილ კოლონიებს, გარდა აშშ-ისა და კანადის შემადგენლობაში მყოფი ასეთი ტერიტორიებისა.[3]
ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | მოსახლეობა | ფართობი კმ² | მშპ (ნომინალი) მლრდ აშშ დოლარი. |
მშპ (ნომინალი) ერთ სულ მოსახლ. მლრდ აშშ დოლარი.[4][5] |
---|---|---|---|---|
არგენტინა | 41,214,000 | 2,780,400 | $475.00 | $11,766 |
ბოლივია | 10,227,299 | 1,098,581 | $27.43 | $2,700 |
ჩილე[6] | 17,094,275 | 756,950 | $268.20 | $15,775 |
კოლუმბია | 45,273,936 | 1,141,748 | $366.00 | $8,097 |
კოსტა-რიკა | 4,579,000 | 51,000 | $45.13 | $10,432 |
კუბა | 11,451,652 | 110,861 | $72.30 | $6,051 |
დომინიკელთა რესპუბლიკა | 10,090,000 | 48,730 | $59.00 | $5,834 |
ეკვადორი | 14,067,000 | 256,370 | $80.93 | $5,968 |
სალვადორი | 7,185,000 | 21,040 | $23.82 | $3,875 |
გვატემალა | 14,655,189 | 108,890 | $49.88 | $3,512 |
ჰონდურასი | 7,793,000 | 112,492 | $18.39 | $2,323 |
მექსიკა | 113,724,226 | 1,972,550 | $1,177.00 | $10,629 |
ნიკარაგუა | 5,743,000 | 129,494 | $10.51 | $1,839 |
პანამა | 3,450,349 | 75,571 | $36.25 | $10,838 |
პარაგვაი | 6,996,245 | 406,752 | $26.00 | $4,169 |
პერუ | 29,885,340 | 1,285,220 | $199.00 | $6,674 |
პუერტო-რიკო | 3,994,259 | 9,104 | $93.52 | $27,678 |
ურუგვაი | 3,415,920 | 176,215 | $49.40 | $16,609 |
ვენესუელა | 28,549,745 | 916,445 | $382.40 | $12,472 |
სულ | 376,607,614 | 11,466,903 | $3,460.16 | $9,188 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ CIA – The World Factbook – Field Listing – Languages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-07. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
- ↑ CIA – The World Factbook – Field Listing – Religions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
- ↑ "Latin America" The Free Online Dictionary (American Heritage Dictionary of the English Language, 2000, 4th ed. Houghton Mifflin Company. Updated in 2003.)
- ↑ Data mostly refers to IMF staff estimates for the year 2013, made in April 2014. World Economic Outlook Database-April 2014, International Monetary Fund. Accessed on 9 April 2014.
- ↑ Data refers mostly to the year 2012. World Development Indicators database, World Bank. Database updated on 18 December 2013. Accessed on 18 December 2013.
- ↑ Demografia de Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-27. ციტირების თარიღი: 2014-09-05.