კეჩუა (ენა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეჩუას ენის გავრცელების არეალი

კეჩუა (კეჩუა Qhichwa Simi - მთის ველების ენა, კეჩუა Runa Simi - ადამიანის ენა) - სამხრეთ ამერიკელი ინდიელების ენა, რომელიც ეკუთვნის კეჩუას ენათა ოჯახს. სამხრეთი ამერიკის კოლონიზაციამდე კეჩუა იყო ჩინჩას სახელმწიფოს ოფიციალური ენა, ხოლო შემდეგ ჩინჩას დამპყრობელი ინკების სახლმწიფო ტაუანტინსუიუს ოფიციალური ენა გახდა(ჩ.წ. XII-XVI სს). არსებობს ინკების ეპოქის ლიტერატურული ძეგლები. დღეს, სამხრეთ ამერიკაში კეჩუაზე ლაპარაკობს დაახლოებით 12,4 მლნ ადამიანი, გარდა ამისა, იგი გამოიყენება როგორც ლინგვა-ფრანკა ამაზონიაში. ეკვადორში და არგენტინაში გამოიყენება დასახელება "კიჩუა"(Quichua, Kichwa). თანამედროვე ლიტერატურული კეჩუას დამწერლობაში გამოიყენება ლათინური ანბანის ესპანური ვარიანტი, რომელსაც გააჩნია წესთა მკაფიო კრებული. სწორედ ამ სახით ისწავლება კეჩუა სკოლებში, თუმცა ენის საყოველთაო სწავლება არ ხორციელდება. კათოლიკე მისიონერები კეჩუას გამოყენებით ცდილობდნენ სამხრეთ ამერიკელი ინდიელების მოქცევას ქრისტიანობაზე. SIL კლასიფიკაციის მიხედვით კეჩუას დიალექტები განსხვავებული ენებია. კეჩუას ენის დიდი აკადემია კუსკოსი მიიჩნევს, რომ კეჩუა არის ერთი, უნივერსალური ენა, რომლის ლიტერატურული ნორმაა კუსკოური კეჩუა.

წარმოშობა და ისტორია[რედაქტირება]

კეჩუას ხშირად აერთიანებენ აიმარასთან (ზოგჯერ კი - ურუსთან) კეჩუა-აიმარას ენათა ჯგუფში. მართლაც, ენათა ლექსიკური მარაგის 1/3 ერთმანეთს ემთხვევა, არსებობს ასევე გარკვეული გრამატიკული მსგავსებებიც, თუმცა ეს მონაცემები არ კმარა საერთო წინაპრის რეკონსტრუქციისათვის. კეჩუას და აიმარას აახლოებენ ანდური ოჯახის მაპუჩეს(არაუკანურ) ენებთან, რომლებსაც სიახლოვე აქვთ არავაკურ და ტუპი-გუარანის ენებთან ანდო-ეკვატორული ზეოჯახიდან , ხოლო თავისმხრივ ყველა ენა ამერინდული მაკროოჯახის შემადგენლობაშია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]