იბერო-ამერიკა

იბერო-ამერიკა მოიცავს ამერიკის იმ ქვეყნებს, რომლებიც ესპანეთისა და პორტუგალიის ყოფილი კოლონიები არიან. ესპანეთი და პორტუგალია თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ იბერო-ამერიკულ სამიტში და გაწევრიანებული არიან იბერო-ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის წევრები ასევე არიან ეკვატორული გვინეა,[1][2] მაგრამ არ არიან აფრიკის სხვა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოები.
პრეფიქსი იბერო აღნიშნავს იბერიის ნახევარკუნძულს ევროპაში, რომელიც მოიცავს ესპანეთს, პორტუგალიას, ანდორასა და გიბრალტარს. იბერო-ამერიკა აერთიანებს ესპანურენოვან ქვეყნებს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე პორტუგალიურენოვან ბრაზილიას. გამონაკლისებია ფრანგულენოვანი ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტები — მარტინიკა და გვადელუპა, ასევე საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანებები — სენ-მარტენი და სენ-ბარტელმი, რომლებიც იბერო-ამერიკას ლათინური ამერიკისგან განასხვავებს.
1991 წლიდან, იბერო-ამერიკული ქვეყნები მართავენ იბერო-ამერიკულ სამიტს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამ სახელმწიფოთა მეთაურები; მათ შორის არიან ესპანეთის, პორტგუალიისა და ანდორის მეთაურები.[3][4]
ქვეყნები და მოსახლეობა ევროპასა და ამერიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ესპანურენოვანი : ( 412 325 000 მოლაპარაკე)
არგენტინა 38 747 000
ბოლივია 9 182 000
ჩილე 16 928 000
კოლუმბია 45 600 000
კოსტა-რიკა 4 401 000
კუბა 11 269 000
დომინიკელთა რესპუბლიკა 10 090 000
ეკვადორი 13 228 000
სალვადორი 6 881 000
გვატემალა 12 599 000
ჰონდურასი 7 205 000
მექსიკა 115 296 000
ნიკარაგუა 5 487 000
პანამა 3 232 000
პარაგვაი 6 158 000
პერუ 27 968 000
პუერტო-რიკო 3 726 000
ესპანეთი 44 116 000
ურუგვაი 3 463 000
ვენესუელა 26 749 000
- პორტუგალიურენოვანი : (211 520 003 მოლაპარაკე)
ბრაზილია 201 032 714
პორტუგალია 10 487 289
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


- (ესპანური) Official Web-site for the Organization of Ibero-American States OEI
- (ესპანური) Ibero-America's Secretariat General Official Web-site (SEGIB)
- (ესპანური) Official Web-site for the Organization of Ibero-American Youth (OIJ)
- (ესპანური) Digital History of Ibero-America from the 14th to the 18th century დაარქივებული 2007-12-12 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Digital News about Ibero-America (La Insignia)
- (ესპანური) Cultural Magazine about Ibero-America (Pensar Iberoamerica) დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Official Web-site for one of the most important festivals devoted to Ibero-America (El Ojo de Iberoamerica)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Presentación, Acerca de la OEI, Organización de Estados Iberoamericanos para la Educación, la Ciencia y la Cultura. Accessed on line October 22, 2007.
- ↑ Países დაარქივებული 2007-11-12 საიტზე Wayback Machine. , Cumbres Iberoamericanas de Jefes de Estado y de Gobierno. Accessed on line October 22, 2007.
- ↑ Ibero-American Summit დაარქივებული 2007-12-06 საიტზე Wayback Machine. , Foreign Office, Republic of Brazil. Accessed on line October 22, 2007.
- ↑ pp. 312–313, Spain: Democracy Regained, Ergasto Ramón Arango, Spain: Westview Press. ISBN 0-8133-2915-9.