ხამსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Five principalities of karabakh.png

ხამსა (არაბ. خمسة‎‎ ხუთეული) იყო XVII-XVIII საუკუნეების ყარაბაღის ხუთი სამელიქოს გაერთიანება, რომელთაც შექმნეს რიგი საგულისხმო ინსტიტუტები — ძლიერი არმია, ეფექტიანი სამართალწარმოება და ა. შ. ხამსას მელიქები ყარაბაღის ხანის ნების აღმსრულებელი უნდა ყოფილიყო. ყველაზე ძლიერი და გავლენიანი საგვარეულო იყო ჰასან ჯალალიანების საგვარეულო. ამ საგვარეულოდან ინიშნებოდნენ სომხეთის კათოლიკოსები, მოგვიანებით განძასარის მიტროპოლიტები და ასევე მათ სამელიქოში იკრიბებოდა მელიქების საბჭო „ხამსა“.

ხამსას მელიქები

  • ჰასან ჯალალიანი — ხაჩენის მელიქები, ფლობდნენ ხოხანაბერდის და კაჩახაკაბერდის ციხეებს, საძვალე განძასარის მონასტერი
  • ბეგლარიანი — გულისტანის მელიქები, ფლობდნენ გულისტანის და თალიშის ციხეებს, საძვალე ორეკის მონასტერი
  • ისრაელიანები — ჯრაბერდის მელიქები, ფლობდნენ ჯრაბერდის (წყალციხე) ციხეს, საძვალე გულატახე
  • ავანიანები — დიძაკის მელიქები, ფლობდნენ გტიჩის ციხეს, საძვალე თოხის ციხის კარის ეკლესია
  • შაჰნაზარიანები — ვარანდის მელიქები, ფლობდნენ ავეტარანოცის (ჩანჩახი) და ყარაგლუხის (შუშა) ციხეებს, საძვალე ავეტარანოცი