ვასპურაკანის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასპურაკანის სამეფოს რუკა

ვასპურაკანის სამეფო (სომხ. Վասպուրականի թագավորություն) — სომხური ფეოდალური სახელმწიფო (908-1021), რომელიც მოიცავდა ვასპურაკანის ოლქს, ვანის ტბის მიმდებარე რაიონებს. იგი ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ანისის სამეფოსთან. სამეფოს მართავდნენ არწრუნთა დინასტიის წარმომადგენლები. სენექერიმის მმართველობის წლებში (968-1021), აქ იყო 10 ქალაქი, 4 ათასი დასახლებული პუნქტი, 72 ციხესიმაგრე, 115 მონასტერი, ქვეყანა მჭიდროდ იყო დასახლებული, განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა. XI საუკუნის დასაწყისიდან განიცდიდა თურქული ტომების თავდასხმებს. 1021 წელს შეუერთდა ბიზანტიას და შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]