შინაარსზე გადასვლა

ვასპურაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასპურაკანის პროვინცია დიდი სომხეთის შემადგენლობაში

ვასპურაკანი (სომხ. Վասպուրական, ძვ. ქართ. გუასპურაგანი) — სომხეთის ისტორიული პროვინცია, რომელიც შედიოდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში. მოიცავდა 35 კანტონას და მისი ფართობი შეადგენდა 40,870 კმ²-ს. ის ფართობითაც და კანტონების რაოდენობითაც უდიდესი იყო დიდი სომხეთის ტერიტორიაზე. ვასპურაკანის პროვინციის ცენტრი იყო ვანი.

დღეს ვასპურაკანის პროვინციის რაღაც ნაწილი მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხოლო დანარჩენი არის თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე.

ძვ წ. IX საუკუნიდან ვასპურაკანი იყო ურარტუს ნაწილი. ძვ. წ. VI საუკუნეში ის შევიდა სომხეთის სატრაპიას შემადგენლობაში. შემდგომ, ის გადავიდა არშაკიდების დინასტიის ხელში და შევიდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში. 387 წელს იგი შედის სპარსეთის სომხეთის შემადგენლობაში. VIII საუკუნეში სპარსელებმა მასზე კონტროლი დაკარგეს, ვასპურაკანში მრავალი აჯანყება მოხდა. 885 წელს იგი გადავიდა სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში. სომხები იძულებულნი გახდნენ, რომ ვასპურაკანი დაეთმოთ ბიზანტიის იმპერიისათვის, რის შემდეგაც იგი დაპყრობილ იქნა თურქ-სელჩუკების მიერ. ამის შემდეგ, ის იყო მონღოლეთის იმპერიის, სეფიანთა იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

  • Der Nersessian, Sirarpie. Armenia and the Byzantine Empire: a Brief Study of Armenian Art and Civilization. Cambridge: Harvard University Press. 1947.