იერვანდ I საკავაკიაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერვანდ I საკავაკიაცი
Երվանդ Ա Սակավակյաց
სომხეთის სატრაპის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 570
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 560
წინამორბედი: ჰრაჩია
მემკვიდრე: ტიგრანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: ერვანდუნების დინასტია
რელიგია: კერპთთაყვანისმცემლობა

იერვანდ I საკავაკიაცი (სომხ. Երվանդ Ա Սակավակյաց) — სომხეთის სატრაპიის მეფე ერვანდუნების დინასტიიდან. მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 570 წელს და დასრულდა ძვ. წ. 560 წელს.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერვანდს ზედმეტსახელად საკავაკიაცს, ხანმოკლედ მყოფს ეძახდნენ, რისი მიზეზიც არა მისი ხანმოკლე ცხოვრება, არამედ ხანმოკლე მეფობა იყო. იერვანდ I-ის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ტიგრანი ავიდა. იერვანდ I-ს ჰყავდა 40 000-იანი ქვეითი ჯარი და 8 000 ცხენოსანი, ასევე 3 000 ტალანტი (40 კგ. 800 გ.) ვერცხლი, რომელთა საერთო წონა 122 400 კგ-ს შეადგენდა. იერვანდმა თავისი ქალიშვილი ტიგრანუჰი მიდიის მეფეს ზაჰაკს მიათხოვა.[1]

პოპულარული ლეგენდების თანახმად, იერვანდ I-ს ჰქონდა 3 000 ტალანტი, რომელთა ნახევარიც მისი საკუთრება იყო, მეორე ნახევარი კი ვანის ტბის ფსკერზე იყო დამალული. მეფის ციხესიმაგრეში არსებობდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც პირდაპირ დამალულ საგანძურთან მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით გვირაბი ჩახერგეს რათა განძი მომავალი თაობებისთვის შემოენახათ. ლეგენდის თანახმად საგანძური დღემდე ტბის ფსკერზეა დამალული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Khachatri︠a︡n, Aĭsh (2006). 141 Kings of the Armenians. Erevan: Amaras. ISBN 978-99930-1-192-7