ტაიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg ეს სტატია დიდი სომხეთის პროვინციას ეხება. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარის შესახებ იხილეთ ტაო.
ტაიქის პროვინციის მდებარეობა, მამიკონიანთა გვარის ექსპანსიის რუკაზე

ტაიქი (სომხ. Տայք) — ქართული ისტორიული პროვინცია ტაოს სომხური სახელწოდება. წარსულში დიდი სომხეთის ერთ-ერთი პროვინცია, მოგვიანებით ნახევრად დამოუკიდებელი სამთავრო.

ოლქის სახელწოდება მომდინარეობს ქართველური ტომის – ტაოხებისაგან, რომლებიც ძვ. წ. XII საუკუნიდან სათავეში ედგნენ დიაოხის (იგივე ტაოხის, დაიაენის) სახელმწიფოებრივ გაერთიანებას. დიაოხს მოიხსენიებენ ასურული (ძვ. წ. XII—IX სს.) და ურარტული (ძვ. წ. IX—VIII სს.) ლურსმული წარწერები.[1] დიაოხი, სახელწოდებით ტაოხი, აღწერილი აქვს ქსენოფონტს თხზულება ანაბასისში. მას თავად გაუვლია ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. 401 წელს 10 000 ბერძენი ჯარისკაცის თანხლებით.[2]

ძვ. წ. II საუკუნიდან, იბერიასთან წარმოებული ომების შედეგად, შემდგომი პერიოდის ტაიქის ტერიტორიას იპყრობს დიდი სომხეთის მეფე არტაშეს I. ამ ამბებთან დაკავშირებით მოგვიანო დროის სომხურ წყაროებში ჩნდება სახელწოდება "ტაიქი". წარმოადგენდა მამიკონიანების სამფლობელოს.

VII საუკუნის სომეხი გეოგრაფი ანანია შირაკაცი „სომხურ გეოგრაფიაში“ ტაიქს 8 კანტონად (ხევებად) ჰყოფს[3][4]:

სახელი ლოკალიზაცია
კოღი (კოლა[3], კოლი[4]) მტკვრის სათავეები, მეორე ვერსიით ჭოროხის ხეობა.[4]
ბერდაცფორი[3] (ქართ. ბერდისის ხეობა[4]) ფენიკ-ჩაის (ბანის წყლის) ხეობა მიმდებარე მხარეებით.[3]
პარტიზაცფორი[3] (ქართ. პარტიზის ხეობა[4]) ბარდიზ ჩაის ხეობა, ფენიკ-ჩაის (ბანის წყლის) მარცხენა შენაკადი.[3]
ჭაკქი (ჭაკათქი[3], ჭაკატი[4]) ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე კლარჯეთის მოსაზღვრე ტერიტორია.[3]
ბოღხა (ბუხა[3][4]) ოლთუ-ჩაის ზემო წელი.[3]
ვოქაღე (ოქაღე[3], ოქალე[4]) თორთომ-ჩაის ზემო წელი.[3]
აზორდაცფორი[3] (ქართ. აზორდის/აზორთის ხეობა[4]) თორთომ-ჩაის ქვემო წელი.[3]
არსიაცფორი[3] (ქართ. არსის ხეობა[4]) ჭოროხის ხეობის მონაკვეთი პარხლის მთების გასწვრივ.[3]

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ბოღბერდი (ქართული წყაროების ბოლისციხე, ბოლი). პროვინციის ფართობი 40,105 კმ²-ს შეადგენდა.

387 წლიდან სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. 591 წლიდან ბიზანტიის ხელშია. VIII საუკუნეში ბაგრატიონებმა ტაიქის (ტაოს) პროვინციას დაეუფლნენ– ის შეუერთდა ჯერ ქართლის საერისმთავროს, IX საუკუნის დასაწყისში ხდება ქართველთა სამეფოს (იგივე ტაო-კლარჯეთის სამეფოს) ნაწილი, ხოლო 1008 წლიდან ბაგრატ III-მ, მამის – გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პროვინცია საქართველოს სამეფოს შეუერთდა.

ტაიქი (ტაო) ამჟამად მთლიანად თანამედროვე თურქეთის შემადგენლობაშია – მცირე ნაწილი ართვინის პროვინციაში, ხოლო დანარჩენი — ერზურუმის პროვინციაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 658-659.
  • Г. А. Меликишвили Урартские клинообразные надписи. — М.: Изд. Академии наук СССР, 1960.
  • Arutyunova-Fidanyan, Viada A. (1986-87). Some Aspects of the Military-Administrative Districts and Byzantine Administration in Armenia During the 11th Century. REArm 20, გვ. 309-20. 
  • Garsoian, Nina (1977). "The Byzantine Annexation of the Armenian Kingdoms in the Eleventh Century", The Armenian People from Ancient to Modern Times. New York: St. Martin’s Press, გვ. 192. 
  • Hewsen, Robert (2001). Armenia. A Historical Atlas. Chicago: The University of Chicago Press, გვ. 341. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Меликишвили, 1960, стр. 424
  2. ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 658-659.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 მუსხელიშვილი, დ. (1980). საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები : ნაწილი II. თბილისი : მეცნიერება, გვ. 160. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 4.9 ინგოროყვა, პ. (1954). რედ. რედაქტორი ვ. დონდუა: „გიორგი მერჩულე“. თბილისი: საბჭოთა მწერალი, გვ. 493.