გუდაუთის მუნიციპალიტეტის ძეგლების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდაუთის მუნიციპალიტეტის ობიექტების/ძეგლების სიაში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტები, რომელთა ნაწილს კანონით დადგენილი წესით მიენიჭათ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების ნაწილს ასევე განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია. გუდაუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტები იყოფა 3 ჯგუფად:

  1. ობიექტები სტატუსის გარეშე
  2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები
  3. ეროვნული კატეგორიის მქონე უძრავი ძეგლები

გუდაუთის მუნიციპალიტეტის ძეგლების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სურათი ობიექტის დასახელება სახელმწიფო რეესტრის
ნომერი
აგების თარიღი ობიექტის მდებარეობა სტატუსი კატეგორია
1 ააცის ეკლესია 1845 ააცი
2 აბღარხუქის არქიტექტურული კომპლექსი 3553 VIII-IX საუკუნეები აბღარხუქი ძეგლი
3 აბღარხუქის ციხე 3552 შუა საუკუნეები აბღარხუქის აღმოსავლეთით ნაწილი, ამბარა ძეგლი
4 აილაგა-აბიყუს ეკლესია VIII-IX საუკუნეები ბამბორა
5 ამბარას ეკლესია VII-VIII საუკუნეები მიუსერა
6 ანაკოფიის ციხე 3551 XIV-XV საუკუნეები ახალი ათონი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
7 ანუხვის ეკლესია XI საუკუნე ანუხვა
8 აჭანდარის დოლმენები 3557 ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი აჭანდარა, თეიმურაზ ივანეს ძე შამუგიას საკარმიდამო ნაკვეთი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
9 აჭანდარის წმინდა გიორგის ეკლესია XX საუკუნე აჭანდარა
10 ახალი ათონის მონასტერი IX-X საუკუნეები, 1884-1896 ახალი ათონი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
11 ახალი ათონის ციხე შუა საუკუნეები ახალი ათონი
12 ახუწის ეკლესია შუა საუკუნეები ახუწა
13 ახუწის ციხე 7562 განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეები კალდახვარა ძეგლი
14 ბამბორის ეკლესია 3558 შუა საუკუნეები ბამბორა ძეგლი
15 გუდაუთის ღმრთისმშობლის ეკლესია 1847 გუდაუთა
16 დურიფშის ციხე 3560 შუა საუკუნეები დურიფში ძეგლი
17 ვესიოლოვკის ეკლესიის ნანგრევები შუა საუკუნეები ვესიოლოვკა
18 ზვანდრიფშის ეკლესია 3561 შუა საუკუნეები ზვანდრიფში ძეგლი
19 ივერიის მთის მონასტერი 3551 VIII-XI საუკუნეები ახალი ათონი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
20 კალდახვარის არქიტექტურული კომპლექსი 3564 კალდახვარა ეროვნული კატეგორიის ძეგლი
21 კალდახვარის სტელა არაბული წარწერით 3562 შუა საუკუნეები კალდახვარა, სკოლა-ინტერნატის მუზეუმი ძეგლი
22 კალდახვარის ციხე 3563 კალდახვარა, მდინარე ბზიფის ხეობა ძეგლი
23 ლიხნის ეკლესია აბა-ათა 3565 შუა საუკუნეები ლიხნი ძეგლი
24 ლიხნის ტაძარი 3566 X საუკუნე, XIX საუკუნე ლიხნი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
25 მსიგხვის მთის ეკლესია VIII-XI საუკუნეები პრიმორსკოე
26 მუგუძირხვის ეკლესია შუა საუკუნეები მუგუძირხვა
27 ოთხარის დოლმენები 3567 ოთხარა ძეგლი
28 ოთხარის ციხე 3568 შუა საუკუნეები ოთხარა ძეგლი
29 სამათოს მთის ეკლესია XI საუკუნე სამათო
30 სვიმონ კანანელის ტაძარი 3548 VII-VIII საუკუნეები ახალი ათონი, ივერიის მთა ეროვნული კატეგორიის ძეგლი
31 ტრაქეის ციხე VI საუკუნე ახალი ათონი
32 ფსირცხის გუმბათიანი ტაძარი 3569 X-XI საუკუნეები ფსირცხა ძეგლი
33 ფსირცხის სვიმონ კანანელის ბაზილიკა X-XI საუკუნეები ფსირცხა
34 ფსირცხის ციხე შუა საუკუნეები ფსირცხა
35 ყულანურხვის ეკლესია 3570 გვიანი შუა საუკუნეები აჭანდარა ძეგლი
36 შარვაშიძეების სასახლე 3566 X-XI და XIX სს. ლიხნი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
37 ხოფის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 3571 X საუკუნე ხოფი ძეგლი
38 ჯირხვის ეკლესია XIX საუკუნე ჯირხვა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]