აჭანდარის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჭანდარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელაჭანდარაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია XX საუკუნის დასაწყისში ბერძნების მიერ წმინდა გიორგის სახელზე.

ეკლესია დარბაზული. კარი სამხრეთიდანაა, სარკმელი დასავლეთიდან, აქვს მინაშენი სამხრეთიდან. შელესილია. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძველი ეკლესიის ნაშთია.

2019 წლის ივლისში ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1].

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]