ტრაქეის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაქეის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, აბაზგიისა და აფსილეთის საზღვარზე; ვარაუდით მერმინდელი ანაკოფია (ახლანდელი ახალი ათონის ადგილზე). ნანგრევებიღაა შემორჩენილი. წყაროებში პირველად VI საუკუნეში იხსენება. აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. აქ ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადიოდა ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც აფსილეთსა და დანარჩენ ეგრისს აბაზგიასთან აკავშირებდა. 550 წელს ტრაქეის ციხესთან გაიმართა ბრძოლა ბიზანტიელთა ლაშქარსა და აჯანყებულ აბაზგებს შორის. არსებობს მოსაზრება, რომ ტრაქეა იგივე ძველი გაგრის ციხესიმაგრეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]