ჯირხვის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯირხვის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯირხვაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია აგებულია სამი წმინდანის — ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელზე 1888 წელს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოების მიერ. ეკლესია დგას ბორცვზე. იგი დიდი ზომისაა, შვერილაბსიდიანი, დარბაზული. დასავლეთიდან მიშენებულია სამსართულიანი სამრეკლო. ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთი სარკმლის ადგილზე არქიტრავული შესასვლელია გაჭრილი; ჩრდილოეთი სარკმელი ამოშენებულია. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადები გამაგრებულია კონტრფორსებით. სამხრეთ ფასადზე თაღოვანი შესასვლელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთი ფასადი სამხრეთ ფასადის ანალოგიურია, იმ სხვაობით, რომ აქ ღიობებია ამოშენებული. სამრეკლოს პირველი სართული ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან თაღებით იხსნება. მეორე სართული დასავლეთიდან სარკმლის ღიობით ნათდება. მესამე სართული ოთხივე მხრიდან თაღებით იხსნება. ეკლესია განახლებულია 1916 წელს.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978
  • გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]