გრიფინების პერსონაჟების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„გრიფინების“ ოჯახი

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პერსონაჟი არის ამერიკული ანიმაციური სერიალის, გრიფინების გმირი.

გრიფინების ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პიტერ გრიფინი.

მულტსერიალის მთავარი გმირი და „გრიფინების“ ოჯახის 42 წლის (მე-5 სეზონიდან — 43) უფროსი, ჭარბწონიანი მამაკაცი. არის სულელი (ოფიციალურად არის აღიარებული გონებრივად ჩამორჩენილად[1]), ეგოისტი. უყვარს ალკოჰოლური სასმელების დალევა, თუმცა, არ ეწევა[2]. უყვარს ხუმრობა. ასევე არის თვითდაჯერებული, თავის თავს ნიჭიერად თვლის, რაშიც გარკვეულწილად მართალიც არის — ნასვამ მდგომარეობაში პიტერს საკმაოდ კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს.[3] არასდროს აღიარებს თავის შეცდომებს და არასდროს ინანიებს დანაშაულებს, რითიც მკვეთრად განსხვავდება ჰომერ სიმპსონისაგან. უყვარს ტელევიზია, პორნოგრაფია და ჯგუფი „Kiss“. ხშირად ბავშვის მსგავსად იქცევა.

არის ჰეტეროსექსუალი, თუმცა, ერთხელ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ბილ კლინტონთან.[4] გარდა ამისა, სიამოვნებით იცვამს ქალის ტანსაცმელს.[5] ერთ-ერთ სერიაში, ასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა სამედიცინო ექსპერიმენტზე, რომლის ფარგლებში მას ნემსი გაუკეთეს და ორი კვირის განმავლობაში ჰომოსექსუალად „გადააქციეს“. ორი კვირის განმავლობაში პიტერმა მეგობარი მამაკაცის პოვნა მოახერხა და მასთან ერთად ცხოვრობდა.

მუშაობდა სათამაშოების ქარხანაზე, კონვეიერის აწყობაზე, იყო მეთევზეც, ხოლო შემდეგ მუშაობა დაიწყო ფოუთაქეთის ლუდსახარშში.

რწმენით არის კათოლიკე, თუმცა, მოგვიანებით გახდა იუდეველი[6] და ამავე რელიგიაზე მოაქცია თავისი შვილი კრისი.[7]

პიტერის ვენებში ჩქეფს აფრიკული[8], ებრაული,[8] ესპანური, ირლანდიური[9] და შოტლანდიური სისხლი.

სამსახურისაგან თავისუფალ დროს ძირითადად ატარებს მეგობრებთან ბარ „ნასვამ ხამანწკაში“ (Drunken Clam).

ლოისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლოის გრიფინი.

40 წლის დიასახლისი და პიტერის ცოლი. წარმოშობით არის პიუტერშმიდტა მდიდარი ოჯახიდან, რომლებიც როდ-აილენდის პირველი კოლონისტები იყვნენ. თავიდან პროტესტანტი იყო, თუმცა, მოგვიანებით იუდეველი გახდა. სამი შვილის აღზრდის გარდა ლოისი სახლში მოსწავლეებს ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის. ლოისს ძალიან ეშინია ღიტინისაც. გარდა ამისა, ძალიან უყვარს თავისი ქმარი, პიტერ გრიფინი, რის გამოც მას ყველა უსაქციელობას პატიობს. ლოისს ასევე ჰყავს და კეროლი, რომელსაც მუდამ არ უმართლებს პირად ცხოვრებაში[10] და ფსიქიკურად დაავადებული ძმა პატრიკი, რომელსაც წარმოსახვითი ცოლი ჰყავს.[11]

ლოისი, მიუხედავად გაწონასწორებული ხასიათისა, ბევრი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში, რომლებსაც არ ახსენებს ხოლმე. ლოისს მონაწილეობა აქვს მიღებული პორნოფილმში, იგი დააპატიმრეს კლეპტომანიის გამო.[12] გარდა ამისა, ერთ დროს ლოისი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, იყო ნარკომანი მოდელი, მონაწილეობდა ჩხუბებში,[13] ხოლო პიტერთან დაქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფი Kiss-ის ყველა წევრთან.

სტიუი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სტიუი გრიფინი.

მიუხედავად იმისა, რომ სტიუი მხოლოდ ერთი წლის არის (სერიალში იგი ერთადერთი პერსონაჟია, რომელსაც ასაკი არ ემატება), მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ზრდასრული ადამიანის დონეზეა. გარდა ამისა, სტიუი მუდმიდავ ლაპარაკობს და ოცნებობს მსოფლიო ბატონობაზე, თუმცა, მის ფიქრებს და მოქმედებებს ოჯახში სერიოზულად მხოლოდ ძაღლი ბრაიანი აღიქვამს. ორიგინალურ გახმოვანებაში სტიუის აქვს ძლიერი ბრიტანული აქცენტი.

სტიუის საყვარელი სათამაშო არის პლუშის დათვი რუპერტი, რომელსაც სტიუი ნამდვილი ადამიანის მსგავსად ეპყრობა.

ზოგიერთ სერიაში სტიუი თავის ჰომოსექსუალიზმსაც ავლენს.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სტიუის ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მისი ბიოლოგიური მამა პიტერ გრიფინი იყო, თუმცა, როდესაც ეპიზოდ „Emission Impossible“-ში იგი პირველად შეხვდა ძმა ბერთრამს და დარწმუნდა, რომ პიტერს შეიძლება ჰყავდეს გენიალური შვილი.

სტიუის, ერთი შეხედვით, ბრაიანთან მტრული ურთიერთობა აქვს, თუმცა, ისინი კარგი მეგობრები არიან და ოჯახში ინტელექტის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევიან. ისინი ხშირად მოგზაურობენ და ზოგჯერ სცენაზეც კი გამოდიან. IX სეზონის ერთ-ერთ სერიაში სტიუიმ აღიარა, რომ ბრაიანი მისი საუკეთესო მეგობარია.

ანიმატორებმა სტიუი ორიგინალურად დახატეს: იგი არ გავს კუაჰოგში მცხოვრებ სხვა ბავშვებს. სერია „Stuck Together, Torn Apart“-ში სცენარისტებმა ახსნეს, თუ რატომ ჰქონდა სტიუის თავს ნესვის მსგავსი ფორმა. „გრიფინების“ მესამე სერიაშიც კი, როდესაც სტიუი ჯერ კიდევ სპერმატოზოიდი იყო, მას ნესვის ფორმა ჰქონდა.

ბრაიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბრაიან გრიფინი.

ლაბრადორ რეტრივერის ჯიშის მოლაპარაკე ძაღლი სახელად ბრაიანი პიტერ გრიფინმა ქუჩიდან რამდენიმე წლის წინ აიყვანა[14], რის შემდეგაც იგი გრიფინების ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. სხვა ვერსიის თანახმად, გრიფინებმა ბრაიანი ჯერ კიდევ მაშინ მიიყვანეს სახლში, როდესაც იგი ლეკვი იყო.[15]

ბრაიანი არის განათლებული, მჭერმეტყველი და რაციონალური. არ მიეკუთვნება არც ერთ რელიგიურ კონფესიას, არის ათეისტი და მწერალი (წერს რომანს).[16][17] უყვარს პიტერის ცოლი ლოისი მთელი სერიალის განმავლობაში. ერთხელ მასზე დაქორწინებაც კი შეძლო.[18] ოჯახში არის ერთადერთი, რომელიც სერიოზულად აღიქვავს ერთი წლის სტიუი გრიფინს. ჰყავს ბიძაშვილი ჯასპერი, კალიფორნიაში მცხოვრები ძაღლი-ჰომოსექსუალისტი.

სერიალის ბოლო სეზონებში ატარებს მანქანა Toyota Prius-2-ს. ეპიზოდ „Life of Brian“-ში იღუპება ავტოკატასტროფის შედეგად, თუმცა, სტიუის ძალისხმევის წყალობით, რომელიც წარსულში დაბრუნდა და იგი გადაარჩინა, კვლავ ჩნდება სერია „Christmas Guy“-ში.

კრისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კრის გრიფინი.

პიტერის და ლოისის ცამეტი წლის (მეოთხე სეზონიდან — თოთხმეტი, დაბადებისდღე — 8 თებერვალი) არასასურველი შვილი. მისი მეორე სახელია კროსი (Cross).

კრისი ბევრი რამით ჰგავს მამას, პიტერს, ხოლო ლოისი მას „თავის საყვარელ“ შეცდომას ეძახის[კომ. 1] კრისის ოთახში იმალება ბოროტი მაიმუნი (Evil Monkey), რომლისაც კრისს ძალიან ეშინია, თუმცა, მის გარდა მაიმუნის არსებობა არავის სჯერა. საბოლოოდ, კრისმა მაინც აჩვენა ლოისს და პიტერს მაიმუნი, რის შემდეგაც უკანასკნელი ტომ ტაკერის სახლში გადავიდა.

კრისს სურს მთვარეზე გაფრენა, გარდა ამისა, არის ნიჭიერი მხატვარი.[19]

მეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეგ გრიფინი.

პიტერის და ლოისის არასასურველი 18 წლის შვილი,[20] თუმცა, მე-3 სეზონის მე-13 სერიაში ბრაიანი ამბობს, რომ მეგის მამა სთენ თომფსონია.

მეგი მუდამ ნერვიულობს თანატოლებთან ურთიერთობაზე. მეგს უცნაური გარეგნობის გამო (მას ულვაშებიც კი აქვს[21]) ხშირად დასცინიან კიდეც. მეგს უყვარდა ძაღლი ბრაიანი, ახალი ამბების წამყვანი ტომ ტაკერი[22] და კუაჰოგის მერი ადამ უესტი[23], თუმცა, მათთან ურთიერთობა მეგს არ გამოუვიდა. ამავე დროს, თვითონ მეგი მთელი სერიალის განმავლობაში უყვარს ნიკ გოლდმანს, თუმცა, მეგისთვის იგი საინტერესო არ არის.

გრიფინების ნათესავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერის ნათესავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრენსის გრიფინი (Francis Griffin) — გარდაცვლილი[9] უკომპრომისო ირლანდიელი მუხოცი, პიტერის მამანაცვალი, რომელიც დიდხანს მის ბიოლოგიურ მამად ითვლებოდა. კათოლიკე, დიდხანს მუშაობდა პოთაქეთის ქარხანაზე. არ მონაწილეობდა პიტერის აღზრდაში, ხოლო მთელ დროს უთმობდა სამსახურს, რადგანაც ფიქრობდა, რომ უსაქმურობა საშინელი ცოდვა იყო. 60-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან წასვლა მოუწია, თუმცა, უარი თქვა პენსიაზე გასვლაზე და რომის პაპის პირადი დაცვა გახდა.[24] ფრენსისს ეზიზღება პიტერის ცოლი ლოისი უკანასკნელის რელიგიური აღმსარებლობის გამო (იგი პროტესტანტია). მართალია, გულის სიღრმეში მას პიტერის ბედი აღელვებს, თუმცა, სიკვდილამდე მან პიტერს უთხრა, რომ ის „მსუქანი და მყრალი ლოთია“. ფრენსისი გარდაიცვალა პიტერის მიერ მიყენებული ტრავმით.[9]
  • თელმა გრიფინი (Thelma Griffin) — პიტერის დედა, ფრენსის გრიფინის 82 წლის მეუღლე. თითქმის მთელ დროს ატარებს ლას-ვეგასის კაზინოებში. უყვარს ალკოჰოლური სასმელების დალევა და სიგარეტის მოწევა, უკანასკნელის გამო ზოგჯერ ინტენსიურ ხველებასაც იწყებს. ჰქონდა ურთიერთობა ტელეწამყვან ტომ ტაკერთან, თუმცა, მას მალევე გაშორდა, რადგან არ სურდა ხანგრძლივ რომანში ჩაბმულიყო. ფრენსის გრიფინის სიტყვებით, ეროვნებით ირლანდიელი არის. გარდაიცვალა მე-12 სეზონის მე-12 სერიაში ინსულტით.
  • მაიკლ სეიმუს მაკფინიგანი (Michael Seamus McFinnigan) — პიტერ გრიფინის ბიოლოგიური მამა, ცხოვრობს ირლანდიაში. ჰყავს ბრაიან გრიფინის მსგავსი მეგობარი — მოლაპარაკე ცხვარი ობრაიანი (O’Brian). მაიკლი სერიალში მხოლოდ ერთხელ, ეპიზოდ „Peter's Two Dads“-ში გამოჩნდა.
  • ჩიპ გრიფინი (Chip Griffin) — პიტერის სიამის ტყუპი, რომელიც უკანასკნელის მარჯვენა მხარზე იზრდებოდა და ცხოვრობდა. გამოიყურება, როგორც 20 სანტიმეტრი სიმაღლის „პატარ პიტერი“, რომელიც ძალიან წვრილი ხმით ლაპარაკობს. ძმისგან განსხვავებით, არის სიცოცხლეთ სავსე და ცნობისმოყვარე ადამიანი, გულწრფელად არის დაინტერესებული გარე სამყაროთი. მოუვიდა ჩხუბი პიტერთან, რადგანან უკანასკნელის აზრით, ჩიპი ოჯახში მის შეცვლას აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით ისინი შერიგდნენ, რის შემდეგაც ჩიპმა ოჯახი დატოვა და საჰაერო ბუშტზე გაფრინდა.
  • ბერტრამი (Bertram) — პიტერის ქორწინებისგარეშე შვილი. პიტერის უმცროსი შვილის, სტიუის ძმა მამის მხრიდან. ჰყავს ორი დედა ლესბოსელი (ერთ-ერთი მათგანი არის ბიოლოგიური, რომელიც სპერმის ბანკში განაყოფიერდა[25]). პირველად სტიუის შეხვდა მაშინ, როდესაც უკანასკნელი პიტერში „ჩაძვრა“, რათა უკანასკნელი სპერმის ბანკში არ მისულიყო.[10] ძმისგან განსხვავებით, ბერთრამი ნამდვილი ამერიკული აქცენტით საუბრობს (ორიგინალურ გახმოვანებაში) და უფრო მრგვალი თავი, წითური თმა და ჭორფლი აქვს. ეპიზოდ „The Big Bang Theory“, რენესანსის ეპოქის დროს, სტიუის ხელით იღუპება.

ლოისის ნათესავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარტერ პიუტერშმიდტი (Carter Pewterschmidt) — ლოისის მამა, მდიდარი მეწარმე. შვილს ზრდიდა გულცივობის ატმოსფეროში (ეპიზოდ „Let's Go to the Hop“-ში ლოისი იხსენებს, რომ მამამ უარი თქვა გამოსასყიდი გადაეხადა ტერორისტებისათვის, რომლებმაც მისი შვილი გაიტაცეს, რადგანაც „ბანდიტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“). არ უყვარს ლოისის მეუღლე, პიტერი, რომელსაც გაცნობისას ერთი მილიონი ამერიკული დოლარი შესთავაზა ლოისთან ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლოდ, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მან გაიტაცა პიტერი და მისი ოკეანეში დახრჩობა სცადა.[26] სხვა სერიებში, როდესაც პიტერი და ლოისი უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ, ქართერს მაინც არ უყვარდა შვილის რჩეული, თუმცა, ერთხელ მას კინაღამ დაუმეგობრდა.
  • ბარბარა პიუტერშმიდტი (Barbara Pewterschmidt) — ქართერის მეუღლე და ლოისის დედა. რელიგიური აღმსარებლობით — იუდეველი.
  • პატრიკ პიუტერშმიდტი (Patrick Pewterschmidt) — ლოისის ძმა. გამოჩნდა ეპიზოდ „The Fat Guy Strangler“-ში. არის მკვლელი და მანიაკი, აქვს მიდრეკილება ჭარბწონიანების მოკვლისაკენ. ჰყავს მოგონილი ცოლი, რომლის დანახვაც მხოლოდ მას შეუძლია.
  • ქეროლ პიუტერშმიდტი (Carol Pewterschmidt) — ლოისის და. ადამ უესტის მეუღლე.

ბრაიანის ნათესავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯასპერი (Jasper) — ბრაიანის ბიძაშვილი, ჰომოსექსუალისტი, მონაწილეობას იღებს პორნოფილმებში. ერთ-ერთ ეპიზოდში ბრაიანი მისი საქმიანი პარტნიორი და პორნოფილმების რეჟიროსი გახდა. ერთ-ერთი მათგანის გამო მან კინოპრემიაც კი მიიღო.[27]
  • დილან ფლანიგანი (Dylan Flannigan) — ბრაიანის შვილი ტრეისი ფლანიგანისაგან.

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნაყოფის ჩასახვა მოხდა კონტრაცეპციის საშუალების გახევის გამო მოხდა. პიტერმა და ლოისმა მწარმოებელ კომპანიას სასამართლოში სარჩელი მოუგეს, ხოლო მოგებული ფულით სახლი იყიდეს

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ეპიზოდი Petarded-დან
  2. გარდა ეპიზოდებისა Family Goy და Brian Goes Back to College
  3. ეპიზოდი Wasted Talent-დან
  4. ეპიზოდი Bill & Peter's Bogus Journey-დან
  5. ეპიზოდი Love, Blactually-დან
  6. ეპიზოდი Family Goy-დან
  7. ეპიზოდი When You Wish Upon a Weinstein-დან
  8. 8.0 8.1 ეპიზოდი Untitled Griffin Family History-დან
  9. 9.0 9.1 9.2 ეპიზოდი Peter's Two Dads-დან
  10. 10.0 10.1 ეპიზოდი Emission Impossible-დან
  11. ეპიზოდი The Fat Guy Strangler-დან
  12. ეპიზოდი Breaking Out Is Hard to Do-დან
  13. ეპიზოდი I Am Peter, Hear Me Roar-დან
  14. ეპიზოდი Brian: Portrait of a Dog-დან
  15. ეპიზოდი The Man with Two Brians-დან
  16. ეპიზოდი Play It Again, Brian-დან
  17. ეპიზოდი Baby Not on Board-დან
  18. ეპიზოდი Perfect Castaway-დან
  19. ეპიზოდი A Picture Is Worth a 1,000 Bucks-დან
  20. ეპიზოდი Stewie Kills Lois and Lois Kills Stewie-დან
  21. ეპიზოდი Padre de Familia-დან
  22. ეპიზოდი The Kiss Seen Around the World-დან
  23. ეპიზოდი Deep Throats-დან
  24. ეპიზოდი Holy Crap-დან
  25. ეპიზოდი Sibling Rivalry (Family Guy)-დან
  26. ეპიზოდი Death Lives-დან
  27. ეპიზოდი Brian Does Hollywood-დან