გრიფინები (სეზონი 1)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიფინები (სეზონი 1)

პირველი და მეორე სეზონის DVD გამოცემის გარეკანის ფოტო
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 7
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ეთერში 31 იანვარი, 1999 – 16 მაისი, 1999
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
სეზონი 2
გრიფინების ეპიზოდების სია

ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ პირველი სეზონი გადაიცემოდა ტელეარხ Fox-ის ეთერში 1999 წლის 31 იანვრიდან 16 მაისამდე. ის შედგება 7 ეპიზოდისგან. სიუჟეტის ცენტრში არის გრიფინების ოჯახი: პიტერი, (მამა), ლოისი (დედა), მეგი (ქალიშვილი), კრისი (ვაჟიშვილი), სტიუ (ვაჟიშვილი) და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: სეთ მაკფარლეინი, ალექს ბორშტეინი, სეთ გრინი, ლეისი ჩემბერტი, ხოლო სეზონის აღმასრულებელ პროდიუსერებად გვევლინებიან დეივიდ ცუკერმანი და სეთ მაკფარლეინი.

სერიალის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა 1999 წლის 31 იანვარს და ჰყავდა დაახლოებით 22.01 მილიონი მაყურებელი.[1] სეზონმა დაიმსახურა უამრავი შექება კრიტიკოსებისგან.[2] საიტ IGN-მა ბრაიანი და ეპიზოდი „I Never Met the Dead Man“ დაასახელა სეზონის შესანიშნავ მოვლენად.[2][3] თუმცა ზოგიერთმა მიმოხილველმა უარყოფითი შეფასება მიანიჭა პროექტს.

სეთ მაკფარლეინმა სერიალის შექმნაზე ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაიფიქრა, მაშინ როდესაც სწავლობდა ანიმაციას როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში.[4] აქ მან შეიმუშავა სადიპლომო ნამუშევარი ლარის ცხოვრება,[4] რის შედეგადაც კომპანია Hanna-Barbera-მ მაკფარლეინი სამსახურში აიყვანა.[5] ერთი წლის შემდეგ სეთმა შექმნა ლარის გაგრძელება, ლარი და სტიუ, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან შუა ხნის მამაკაცი ლარი და მისი ინტელექტუალი ძაღლი სტივი. ტრანსლაცია შედგა 1997 წელს Cartoon Network-ის მეშვეობით. მას შემდეგ რაც Fox-ის აღმასრულებლებმა იხილეს ლარი, სეთთან გააფორმეს კონტრაქტი, რომ შეექმნა ლარის პერსონაჟებზე დაფუძნებული სერიალი სახელწოდებით გრიფინები. პროექტზე მუშაობისას, ლარი და მისი ძაღლი ნელ-ნელა გადაიქცნენ პიტერად და ბრაიანად. სერიის დანარჩენი პერსონაჟები დაემატა ცოტა მოგვიანებით.[6]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
11„Death Has a Shadow“პიტერ შინისეთ მაკფარლეინი31 იანვარი, 1999 (1999-01-31)1ACX01
უცოლოთა წვეულებაზე პიტერი ძალიან დათვრა და შემდეგ დილას სამსახურში არ მივიდა, რის გამოც გაანთავისუფლეს. როგორც უმუშევარი, იგი ტოვებს მოთხოვნას დახმარებისთვის და შემთხვევით იღებს ჩეკს 150000 ამერიკულ დოლარზე.
22„I Never Meat the Dead Man“მაიკლ დანტე დიმარტინოკრის შერიდანი11 აპრილი, 1999 (1999-04-11)1ACX02
პიტერი ასწავლის მეგს მანქანის ტარებას და საქალაქო ტელეანძას ეჯახება. ტელევიზიის გარეშე მან გაგიჟება დაიწყო, თუმცა, მალევე გადაწყვიტა უფრო მეტი დრო გაეტარებინა გარეთ, რაც ოჯახის სხვა წევრებს არ მოეწონათ. ამავე დროს სტიუ ცდილობს მსოფლიოში არსებული ყველა ბროკოლი გაანადგუროს.
33„Chitty Chitty Death Bang“დომინიკ პოლჩინოდენი სმითი18 აპრილი, 1999 (1999-04-18)1ACX04
სტიუს დაბადების დღეზე პიტერი მეგს მეგობრების წვეულებაზე წასვლის საშუალებას აძლევს, რის გამოც ლოისი მასზე გაბრაზებულია. მალევე გაირკვა, რომ მეგი რელიგიური სექტის კრებაზეა. პიტერს მეგი სახლში მიჰყავს, თუმცა, სექტის ლიდერი მას მისდევს. ამავე დროს, სტიუი ფიქრობს, რომ სექტის ლიდერი არის ექიმი, რომელსაც სურს, რომ „ის კვლავ გააჩინოს“.
44„Mind Over Murder“როი ალენ სმითინილ გოლდმანი და გარეტ დონოვანი25 აპრილი, 1999 (1999-04-25)1ACX03
ფეხბურთის მატჩზე პიტერი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ფეხმძიმე ქალს, რომელიც მას კაცი ეგონა. ჩადენილი დანაშაულის გამო სასამართლომ მას საშინაო პატიმრობა მიუსაჯა. უსაქმურობისგან მან თავისი ბარის გახსნა გადაწყვიტა. ამავე დროს, კბილის ტკივილის თავიდან ასაცილებლად, სტიუ ცდილობს დროის მანქანა გამოიგონოს.
55„A Hero Sits Next Door“მონტე იანგიმაიკ ბარკერი და მეტ ვეიცმანი2 მაისი, 1999 (1999-05-02)1ACX05
ჯო სუონსონი თავის ოჯახთან ერთად კუაჰოგში გადადის. პიტერს იგი არ მოსწონს, თუმცა, მას მოუწია ჯოს მიწვევა სოფტბოლის გუნდში, სადაც პიტერმა გაარკვია, რომ ჯო ინვალიდი და გმირი-პოლიციელია. პიტერმა, ჯოს მსგავსად, გადაწყვიტა, გმირი გამხდარიყო.
66„The Son Also Draws“ნილ აფლეკირიკი ბლიტი9 მაისი, 1999 (1999-05-09)1ACX06
პიტერი ოჯახთან ერთად მიემგზავრება ნიუ-იორკში, რათა სკაუტთა რიგებიდან გამოგდებული შვილი უკან დააბრუნოს, თუმცა, როდესაც ოჯახი ინდურ კაზინოსთან ახლო ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდა, ლოისმა თამაში დაიწყო და მანქანა წააგო.
77„Brian: Portrait of a Dog“მაიკლ დანტე დიმარტინოგერი ჯანეტი16 მაისი, 1999 (1999-05-16)1ACX07
პიტერი ცდილობს დაარწმუნოს ბრაიანი „ძაღლების შოუზე“ გამოსვლაზე. გამოსვლის მიზნად პიტერი ახალი კონდიციონერისთვის ფულის შოვნას ასახელებს. ბრაიანი აცნობიერებს, რომ იგი საზოგადოების მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და სახლიდან მიდის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Callaghan, Steve (2005). Family Guy: The Official Episode Guide, Seasons 1–3. Harper Collins Publishers. 
  • Family Guy season one episode guide. IGN. დაარქივებულია 27 ივლისი, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gorman, Bill. (1 ივლისი, 2008) The Office Likely To Be Seen By 25 Million After Super Bowl. Tvbythenumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-08. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2009.
  2. 2.0 2.1 Haque, Ashan. (1 ივლისი, 2008) Family Guy Flashback: "Brian: Portrait of a Dog" Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2009.
  3. Haque, Ashan. (28 მაისი, 2008) Family Guy Flashback: "I Never Met the Dead Man" Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2009.
  4. 4.0 4.1 Lenburg, Jeff (2006). Who's who in animated cartoons: an international guide to film & television's award-winning and legendary animators, Illustrated. New York, გვ. 221. 
  5. Lenburg, Jeff. "Family Guy" Seth MacFarlane to speak at Class Day: Creator and executive producer of 'Family Guy' will headline undergraduate celebration“. Harvard Gazette. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. Strike, Joe. „Cartoon Network Pilots Screened by ASIFA East at NYC's School of Visual Arts“. Animation World Network. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)