გრიფინები (სეზონი 7)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიფინები (სეზონი 7)
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 16
ეთერი
ორიგინალური არხი FOX
პირველად ეთერში 28 სექტემბერი, 2008 – 17 მაისი, 2009
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 6
შემდეგი →
სეზონი 8
გრიფინების ეპიზოდების სია

ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მეშვიდე სეზონი გადიოდა 2008 წლის 28 სექტემბრიდან 2009 წლის 17 მაისამდე, FOX-ის ეთერში. სეზონი შედგება 16 ეპიზოდისაგან. სიუჟეტი ტრიალებს კუაჰოგში მცხოვრები გრიფინების ოჯახის ირგვლივ, რომლის წევრებიც არიან პიტერ გრიფინი, ლოის გრიფინი, მეგ გრიფინი, კრის გრიფინი, სტიუი გრიფინი და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიან გრიფინი. პერსონაჟებს ახმოვანებენ სეთ მაკფარლეინი, ალექს ბორშტეინი, სეთ გრინი და მილა კუნისი. მეშვიდე სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ დეივიდ ცუკერმანი, სეთ მაკფარლეინი, დენი სმითი, დეივიდ გუდმანი და კრის შერიდანი.

სეზონში იყო მეექვსე ეპიზოდის „გადმონაშთი“ ეპიზოდები, რომელთა ეთერში გაშვებაც 2007-2008 წლების მწერალთა გაფიცვის გამო ვერ მოხერხდა. სეზონმა კრიტიკოსთა მხრიდან შერეული შეფასება მიიღო: ძირითადად, კრიტიკა განპირობებული იყო Cut-off-ის ტექნიკის გამოყენების გამო, ქება კი საინტერესო სიუჟეტს მოჰყვა.[1] მეშვიდე სეზონის ფარგლებში გამოვიდა არაერთი ხმაურიანი ეპიზოდი, როგორებიცაა Road to Germany, Family Gay და 420 (რომელიც ვენესუელაში საერთოდ აკრძალეს[2]). მეშვიდე სეზონი ნომინირებული იყო ემის პრემიაზეც. ფლინტსტოუნების შემდეგ გრიფინები იყო მეორე ანიმაციური სერიალი, რომელმაც ეს პატივი დაიმსახურა.[3]

თექვსმეტიდან ცხრა ეპიზოდი VII სეზონის DVD-დისკზე გამოვიდა, დანარჩენი შვიდი კი VIII სეზონის დისკზე, 2010 წლის 15 ივნისს გამოვიდა.[4]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდება რეჟისორი სცენარის ავტორი ორიგინალური ეთერის თარიღი წარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
111 1 „Love, Blactually“ სინდი ტენგი მაიკ ჰენრი სექტემბერი 28, 2008 (2008-09-28) 6ACX03 9.20[5]
ბრაიანმა გაიცნო გოგონა კეროლინი და სტიუის რჩევის მიხედვით არ ჩქარობს სერიოზული ურთიერთობის დაწყებას. ამავე დროს, კეროლინი კლივლენდთან იწყებს ურთიერთობას.
112 2 „I Dream of Jesus“ მაიკ კიმი ბრაიან სკალი ოქტომბერი 5, 2008 (2008-10-05) 6ACX05 8.42[6]
პიტერი შოულობს თავისი საყვარელი სიმღერის, Surfin' Bird-ის ჩანაწერს და მისი გაუთავებელი მოსმენით ყველა ჭკუიდან გადაჰყავს. ბრაიანი და სტიუი ჩანაწერს ანადგურებენ. ახლის საყიდლად პიტერი მიდის მაღაზიაში, რომლის ერთ-ერთ გამყიდველში იესო ქრისტეს ცნობს.
113 3 „Road to Germany“ გრეგ კოლტონი პატრიკ მეიგანი ოქტომბერი 19, 2008 (2008-10-19) 6ACX08 9.07[7]
სტიუის შექმნილ დროის მანქანაში შემთხვევით მორტი ხვდება და ძველ დროში ბრუნდება. მის უკან მოსაბრუნებლად სტიუი და ბრაიანიც მანქანას იყენებენ. წარსულში მყოფნი ისინი აცნობიერებენ რომ 1939 წლის პოლონეთში არიან.
114 4 „Baby Not on Board“ იულიუს ვუ მარკ ჰენტემანი ნოემბერი 2, 2008 (2008-11-02) 6ACX07 9.97[8]
პიტერი ერთი წლის განმავლობაში საწვავის მარაგს იღებს, ამიტომ, ოჯახი დიდი კანიონის მონახულებას წყვეტს. გრიფინები სტიუის სახლში მარტოს ტოვებენ.
115 5 „The Man with Two Brians“ დომინიკ ბიანკი ჯონ ვეინერი ნოემბერი 9, 2008 (2008-11-09) 6ACX09 8.60[9]
გრიფინები აცნობიერებენ, რომ ბრაიანი ნელ-ნელა ბერდება და სახლში ახალი ძაღლი მოჰყავთ. „ახალი ბრაიანი“ ოჯახის ყველა წევრს მოსწონს. უკმაყოფილო რჩება სტიუი, რომელიც თვლის, რომ ახალი ბრაიანი ზედმეტად იდეალურია.
116 6 „Tales of a Third Grade Nothing“ ჯერი ლენგფორდი ალექს კარტერი ნოემბერი 16, 2008 (2008-11-16) 6ACX10 8.52[10]
პიტერი ცდილობს სამსახურში უფრო მაღალი თანამდებობა მიიღოს, თუმცა, მას არაფერი გამოსდის, რადგანაც მას მესამე კლასი არ აქვს დამთავრებული. პიტერი წყვეტს სწავლა გააგრძელოს. ამავე დროს, კუაჰოგში ბრუნდება ფრენკ სინატრა უმცროსი, რომელთანაც ერთად ბრაიანი ღამის კლუბში გამოდის.
117 7 „Ocean's Three and a Half“ ჯონ ჰოლმკვისტი ჩერი ჩევაპრავატდუმრონგი თებერვალი 15, 2009 (2009-02-15) 6ACX11 7.33[11]
ბონის საბოლოოდ უჩნდება შვილი სიუზი, რომელიც სტიუის უყვარდება. ამავე დროს, სამედიცინო ხარჯების დასაფარვად ჯო 20 000 დოლარს სესხულობს. ამდენი ფული მას არ აქვს, ამიტომ, პიტერი მას კარტერ პიუტერშმიდტის სახლის გაძარცვას სთავაზობს.
118 8 „Family Gay“ ბრაიან აილსი რიჩარდ ეპელი მარტი 8, 2009 (2009-03-08) 6ACX12 7.18[12]
პიტერი მეორე სამსახურს შოულობს, სადაც მასზე სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებენ. ერთ-ერთის ფარგლებში მას ჰომოსექსუალიზმის გენს აძლევენ, რომლის გამოც პიტერი გეი ხდება და ოჯახს ტოვებს.
119 9 „The Juice Is Loose“ სინდი ტენგი ენდრიუ გოლდბერგი მარტი 15, 2009 (2009-03-15) 6ACX13 7.21[13]
პიტერი პოულობს ლათარეის ძველ ბილეთს, რომლის მიხედვითაც იგი ჯეიმზ სიმფსონთან გოლფის თამაშის საშუალებას იღებს. მალევე სიმფსონი გრიფინებთან გადადის საცხოვრებლად, რაც კუაჰოგის მცხოვრებლებს არ მოსწონს. კუაჰოგელებმა გადაწყვიტეს სიმფსონი თავიდან მოიშორონ.
120 10 „Fox-y Lady“ პიტ მიშელსი მეტ ფლეკენშტეინი მარტი 22, 2009 (2009-03-22) 6ACX14 7.45[14]
ლოისი მუშაობას იწყებს არხ FOX News-ზე, სადაც მისი პირველი დავალებაა დაამტკიცოს, რომ მაიკლ მური გეია. ამავე დროს პიტერი თავისი მულტსერიალის შექმნას ცდილობს.
121 11 „Not All Dogs Go to Heaven“ გრეგ კოლტონი დენი სმითი მარტი 29, 2009 (2009-03-29) 6ACX17 8.20[15]
„თავიდან დაბადებული“ ქრისტიანი მეგი ცდილობს ბრაიანს ათეისტური იდეები გადაათქმევინოს. ამავე დროს სტიუი ფილმი ვარსკვლავური გზის მსახიობებს იტაცებს.
122 12 „420 (გრიფინები)420“ იულიუს ვუ პატრიკ მეიგანი აპრილი 19, 2009 (2009-04-19) 6ACX16 7.40[16]
ბრაიანს აპატიმრებენ ნარკოტიკების შენახვის გამო. ციხივდან გირაოთი გამოსვლის შემდეგ იგი იწყებს ნარკოტიკების ლეგალიზაციის კამპანიას, რომელიც წარმატებით მთავრდება. ლეგალიზაციის გამო კარტერ პიუტერშმიდტი ფულის დაკარგვას იწყებს.
123 13 „Stew-Roids“ ჯერი ლენგფორდი ალეკ სულკინი აპრილი 26, 2009 (2009-04-26) 6ACX18 6.80[17]
ჯოს ქალიშვილი სტიუის სცემს, ამიტომ, უკანასკნელი სპორტულ დარბაზში იწყებს სიარულს და სტეროიდებსაც იღებს. ამავე დროს კრისს შეყვარებული უჩნდება.
124 14 „We Love You, Conrad“ ჯონ ჰოლმკვისტი ჩერი ჩევაპრავატდუმრონგი მაისი 3, 2009 (2009-05-03) 6ACX19 6.67[18]
ბრაიანი იგებს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული ჯილიანი თხოვდება. ბარში ყოფნის დროს, იგი ხვდება ლორენ კონრადს, რომელიც მისთვის იდეალურ წყვილს წარმოადგენს, თუმცა, ბრაიანი მაინც ვერ ახერხებს ჯილიანის დავიწყებას.
125 15 „Three Kings“ დომინიკ ბიანკი ალეკ სულკინი მაისი 10, 2009 (2009-05-10) 6ACX15 6.47[19]
პიტერი სტივენ კინგის სამ ნაწარმოებს ყვება. სამივეში მთავარი გმირი გრიფინების პერსონაჟია.
126 16 „Peter's Progress“ ბრაიან აილსი უელესლი უაილდი მაისი 10, 2009 (2009-05-10) 6ACX20 7.33[20]
პიტერი საუბრობს ექსტრასენსთან, რომელიც მას ყოფილ ცხოვრებაზე უყვება. აღმოჩნდა, რომ XVII საუკუნეში ცხოვრობდა გრიფინ პიტერსონი, რომელიც ლედი რედბუშის სიყვარულისთვის იბრძოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Burchby, Casey. "Family Guy, Vol. 7". DVD Talk. Retrieved September 30, 2012.
  2. "Venezuela bans Family Guy cartoon". BBC News. September 27, 2009. Retrieved August 27, 2010.
  3. "'30 Rock' leads Emmy nominations with 22 bids". USA Today (Press release). July 20, 2009. Retrieved August 10, 2009.
  4. "Family Guy – This Just In: Volume 8 DVD Announced to Retailers, with Complete Details". TVShowsonDVD.com. Retrieved September 30, 2012.
  5. Mandy Bierly. “Ratings: 'Desperate Housewives' returns to win Sunday night“, TV by the Numbers, 29 სექტემბერი, 2008. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  6. Bill Gorman. “Sunday Ratings: Desperate Housewives, 60 Minutes Win, CCrashes“, TV by the Numbers, October 6, 2008. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  7. Bill Gorman. “Sunday: Desperate Housewives Tops Night, But Fox Animation Draws Youth“, TV by the Numbers, October 20, 2008. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  8. Bill Gorman. “Updated Sunday Ratings: Best Numbers for The Simpsons Since January 2004“, TV by the Numbers, November 3, 2008. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  9. Robert Seidman. “Football Wins for CBS and NBC, Family Guy for Fox“, TV by the Numbers, November 10, 2008. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  10. Robert Seidman. “Sunday Ratings: CBS Wins with NFL and Obama, NBC with Romo, Fox with Family Guy“, TV by the Numbers, November 17, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  11. Robert Seidman. “Sunday Ratings: Desperate Housewives leads a slow Sunday“, TV by the Numbers, February 16, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  12. Robert Seidman. “Sunday Ratings: Low-ish Desperate Housewives wins the night“, TV by the Numbers, March 9, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  13. Bill Gorman. “Sunday Ratings: Kings Premiere Beheaded, Desperate Housewives Keeps Crown“, TV by the Numbers, March 16, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  14. Bill Gorman. “Sunday Ratings: NCAA Tourney, Obama Give CBS 18–49 Win, Fox Grabs 18–34 Demo“, TV by the Numbers, March 23, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  15. Bill Gorman. “Sunday Ratings: NCAA Tourney Lifts CBS To Victory, Fox Captures Youth Demo“, TV by the Numbers, March 30, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  16. Housewives Keys ABC Win; Sit Down, Shut Up Premieres Mixed. TV by the Numbers12 (20 აპრილი, 2009). წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012.
  17. Bill Gorman. “Sunday Ratings: ABC Wins; Sit Down, Shut Up Drags Down Fox“, TV by the Numbers, April 27, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  18. Robert Seidman. “Sunday Ratings: Desperate Housewives win delayed Sunday ratings“, TV by the Numbers, May 6, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  19. Bill Gorman. “Sunday Ratings: ABC Wins, But Desperate Housewives Hits Series Low“, TV by the Numbers, May 11, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012. 
  20. Bill Gorman. “Sunday Ratings: ABC Wins; Desperate Housewives, Survivor Finales Hit Lows“, TV by the Numbers, May 18, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2012.