გრიფინები (სეზონი 10)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიფინები (სეზონი 10)
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 23
ეთერი
ორიგინალური არხი FOX
ეთერში 25 სექტემბერი, 2011 – 20 მაისი, 2012
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 9
შემდეგი →
სეზონი 11
გრიფინების ეპიზოდების სია

ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მეათე სეზონის პრემიერა შედგა 2011 წლის 25 სექტემბერს, ტელეარხ FOX Network-ზე. სიუჟეტი ტრიალებს გრიფინების ოჯახის ირგვლივ, რომელშიც შედიან პიტერ გრიფინი, ლოის გრიფინი, მეგ გრიფინი, კრის გრიფინი, სტიუი გრიფინი და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. მეათე სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ სეთ მაკფარლეინი, კრის შერიდანი, დენი სმითი, მარკ ჰენთმანი, სტივ კალაგანი, ალექ სულკინი და უელესლი უაილდი. შოურანერები იყვნენ ჰენთმანი და კალაგანი.

მეათე სეზონში პიტერი უმეგობრდება რაიან რეინოლდსს, გრიფინები იგებენ ლატარეაში, მეგს უყვარდება ამიშების ოჯახის წევრი, რომლებთანაც პიტერი მოგვიანებით ომს იწყებს, სტიუი იწყებს ბრაიანის მანქანის ტარებას და ავარიაში ხვდება, უკვე 18 წლის მეგს უყვარდება გლენ ქუაგმაირი, კრისი იწყებს შეხვედრას გოგოსთან, რომელიც ძალიან ჰგავს ლოისსე. გარდა ამისა, ქუაგმაირი სთხოვს პიტერს და ჯოს მკვლელობაში დახმარებას, პიტერს უყვარდება დელფინი, კევინ სუონსონი, ჯოს შვილი, კუაჰოგში მადლიერების დღისთვის ბრუნდება, ლოისი იტაცებს სტიუი ავადმყოფ მეგობარს, ბრაიანი ხვდება ბრმა გოგოს, რომელსაც ძაღლები ეზიზღება, სერიალში ბრუნდება უკვე მოკლული ჯეიმზ ვუდი, ბრაიანი და სტიუი კი გრიფინების პირველ ეპიზოდში დროის მანქანით „მიემგზავრებიან“.[1]

მეათე სეზონის ბოლოს, 2012 წლის 20 მაისს, გამოვიდა ორი ერთსაათიანი ეპიზოდიც.[2]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
1661„Lottery Fever“გრეგ კოლტონიანდრიუ გოლდბერგი25 სექტემბერი, 2011 (2011-09-25)9ACX017.69[3]
გრიფინების ოჯახი გასაოცრად მდიდარი ხდება. ამ სიმდიდრის გამო ისინი ახლობელ ადამიანებს ცილდებიან.
1672„Seahorse Seashell Party“ბრაიან აისლიუელესლი უაილდი2 ოქტომბერი, 2011 (2011-10-02)8ACX206.99[4]
კუაჰოგში ურაგანი იწყებს მძვინვარებას. ამის „აღსანიშნავად“, ბრაიანი დამალულ ჰალუცინაციურ სოკოებს იღებს, სტიუი კი მას ჰალუცინაციებთან გამკლავებაში ეხმარება. ამავე დროს, მეგი თავის ოჯახს მოახსენებს ყველაფერს, რასაც მათზე ფიქრობს.
1683„Screams of Silence: The Story of Brenda Q“დომინიკ ბიანკიალეკ სულკინი30 ოქტომბერი, 2011 (2011-10-30)8ACX215.96[5]
თავის დახრჩობის კიდევ ერთი ცდის შემდეგ ქუაგმაირთან საავადმყოფოში მიდის მისი და ბრენდა თავის ახალ შეყვარებულ ჯეფთან ერთად. ჯეფი ფსიქიკურად არის დაავადებული და ქუაგმაირის მოკვლას აპირებს.
1694„Stewie Goes for a Drive“იულიუს ვუგერი ჟანეტი6 ნოემბერი, 2011 (2011-11-06)9ACX025.82[6]
სტიუი პირველად ჯდება საჭესთან და მანქანას ამტვრევს. ამავე დროს, პიტერი თბილ ურთიერთობას ამყარებს რაიან რეინოლდსთან.
1705„Back to the Pilot“დომინიკ ბიანკიმარკ ჰენტემანი13 ნოემბერი, 2011 (2011-11-13)9ACX086.01[7]
ბრაიანი სტიუი კვლავ მგზავრობენ წარსულში: ამჯერად ისინი გაემგზავრნენ გრიფინების საპილოტო სერიაში. წარსულში მათ არაერთი რამ ჩაიდინეს, ამიტომ, ყველაფრის გამოსასწორებლად მათ საკმაოდ დიდი შრომა უნდა გასწიონ.
1716„Thanksgiving“ჯერი ლენგფორდიპატრიკ მეიგანი20 ნოემბერი, 2011 (2011-11-20)9ACX046.02[8]
გრიფინების სახლში იკრიბებიან მათი მეგობრები და ნათესავები მადლიერების დღის აღსანიშნავად. დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სუონსონების ოჯახისთვის – მათი უფროსი შვილი, კევინი, რამდენიმე წლის წინ ერაყში ზუსტად ამ დღეს დაიღუპა. სადილის დროს სახლში შედის კევინი და შეკრებილებს თავის დახლართულ თავგადასავალს უყვება.
1727„Amish Guy“ჯონ ჰოლმკვისტიმარკ ჰენტემანი27 ნოემბერი, 2011 (2011-11-27)8ACX225.50[9]
გრიფინების მანქანა შუა გზაში ფუჭდება. მათ უწევთ ერთი კვირის ამიშების სოფელში გატარება, სადაც მეგი თავის სიყვარულს პოულობს.
1738„Cool Hand Peter“ბრაიან აილსიარტი იოჰანი & შონ რაიზი4 დეკემბერი, 2011 (2011-12-04)9ACX057.14[10]
ცოლებისაგან და საშინაო საქმეებისგან დასასვენებლად პიტერი და მისი მეგობრები შეერთებული შტატების სამხრეთისკენ მიემგზავრებიან.
1749„Grumpy Old Man“ჯონ ჰოლმკვისტიდეივიდ რაიტი11 დეკემბერი, 2011 (2011-12-11)9ACX076.10[11]
გრიფინები ზამთრის არდადეგებზე დასასვენებლად მიდიან, სტიუის კი ლოისის დედ-მამას უტოვებენ. როდესაც აღმოჩნდა, რომ კარტერ პიუტერშმიდტს (ლოისის მამას) საჭესთან ჩაეძინა, ოჯახმა მისი პენსიაზე გაშვება გადაწყვიტა.
17510„Meg and Quagmire“ჯოსეფ ლიტომ დევანი8 იანვარი, 2012 (2012-01-08)9ACX036.233[12]
მეგი 18 წლის ხდება. მშობლები მას კარგ წვეულებას ვერ უწყობენ. ერთადერთი, ვინც წვეულებაზე მივიდა, არის ქუაგმაირი, რომელმაც უკვე სრულწლოვანი მეგის მიმართ ინტერესი იგრძნო.
17611„The Blind Side“ბობ ბოუენიჩერი ჩევაპრავატდუმრონგი15 იანვარი, 2012 (2012-01-15)9ACX068.31[13]
ბრაიანი ხვდება ბრმა გოგონას, თუმცა, ყველაფერი რთულდება, როდესაც უკანასკნელი ამბობს, რომ ძაღლები ეზიზღება. ამავე დროს, გრიფინების სახლში სტიუის კიბის ხიჭვი ერჭობა, რის გამოც ოჯახში ახალ კიბეს ამონტაჟებენ, რომლიდანაც პიტერი მუდმივად ვარდება.
17712„Livin' on a Prayer“ბობ ბოუენიჩერი ჩევაპრავატდუმრონგი15 იანვარი, 2012 (2012-01-15)9ACX095.92[14]
სტიუის ახალი საუკეთესო მეგობარი ცუდად ხდება. ლოისს იგი საავადმყოფოში მიჰყავს, სადაც იგებს, რომ ბავშვს კრიტიკული, თუმცა, განკურნებადი დაავადება აქვს. მისი მშობლები თავიანთი რელიგიური რწმენის გამო უარს ამბობენ შვილის მკურნალობაზე. ლოისი გადაწყვეტილებას იხდის ბიჭს თავად მიხედის.
17813„Tom Tucker: The Man and His Dream“გრეგ კოლტონიალექს კარტერი12 თებერვალი, 2012 (2012-02-12)9ACX105.03[15]
პიტერს სურს ცნობილი გახდეს და ამისათვის ტომ ტაკერის აგენტის ხდება. მის გეგმებს ხელს უშლის ჯეიმზ ვუდსი. ამავე დროს, კრისი იწყებს შეხვედრას გოგოსთან, რომელიც ძალიან ჰგავს ლოისს.
17914„Be Careful What You Fish For“იულიუს ვუსტივ კალაჰანი19 თებერვალი, 2012 (2012-02-19)9ACX115.39[16]
პიტერი და მისი მეგობრები ცდილობენ გადაარჩინონ ჩაძირული მერსენედეს-ბენცი. დახმარებისათვის პიტერი დელფინს მიმართავს და სანაცვლოდ მასაც დახმარებას სთავაზობს. მალევე, დელფინი კუაჰოგში ჩნდება, სადაც იგი პიტერის სტუმართმოყვარეობას ბოროტად იყენებს. დელფინის ოკეანეში დასაბრუნებლად პიტერი დელფინს ყოფილ ცოლთან შერიგებაში ეხმარება.
18015„Burning Down the Bayit“ჯერი ლენგფორდიკრის შერიდანი4 მარტი, 2012 (2012-03-04)9ACX135.33[17]
მორტს აქვს ფინანსური პრობლემები და დახმარებისათვის იგი პიტერს და ქუაგმაირს მიმართავს. ორი მეგობარი დაზღვევის ფულის მისაღებად მაღაზიას წვავს, თუმცა, საქმეში ერევა ჯო, რომლის მოვალეობა დამნაშავის პოვნაა.
18116„Killer Queen“ჯოსეფ ლისპენსერ პორტერი11 მარტი, 2012 (2012-03-11)9ACX125.74[18]
პიტერი და კრისი მიდიან ბანაკში ჭარბწონიანი ბავშვებისთვის, სადაც მოქმედებს სერიული მკვლელი, რომლის მიზანიც მსუქანი ბავშვებია. ამავე დროს, სტიუი შეშინებულია ჯგუფი Queen-ის ალბომის გარეკანით, რასაც ბრაიანი იყენებს.
18217„Forget-Me-Not“ბრაიან აილსიდეივიდ გუდმანი18 მარტი, 2012 (2012-03-18)9ACX145.61[19]
სტიუი და ბრაიანი დაობენ ადამიანის და ძაღლის შორის ნამდვილი მეგობრობის თაობაზე. ამავე დროს, პიტერი, ჯო, ქუაგმაირი და ბრაიანი იღვიძებენ საავადმყოფოში და ხვდებიან, რომ მათი მეხსიერება „წაშალეს“, კუაჰოგი კი ყველამ დატოვა.
18318„You Can't Do That on Television, Peter“ბობ ბოუენიჯულიუს შარპი1 აპრილი, 2012 (2012-04-01)9ACX155.05[20]
პიტერის საყვარელი საბავშვო შოუს დახურვის შემდეგ ის წყვეტს თავისი საბავშვო შოუ „გახსნას“. ამავე დროს, მეგი იწყებს სტაჟირებას საავადმყოფოში ექიმ ჰარტმანთან ერთად. მისი ცოდნა დაეხმარება პიტერს, რომელიც კინაღამ მოკვდება.
18419„Mr. and Mrs. Stewie“გერი ჟანეტიჯო ვოქსი29 აპრილი, 2012 (2012-04-29)9ACX175.63[21]
სტიუიმ გაიცნო გოგონა, რომლის მიზანიც მსოფლიოს დაპყრობაა. ერთად ისინი სხვადასხვა კატასტროფებს აწყობენ. საქმე მაშინ რთულდება, როდესაც სტიუის ახალი მეგობარის მიზანი ბრაიანი ხდება. ამავე დროს, პიტერი და ქუაგმაირი იღებენ გადაწყვეტილებას ერთ საწოლში დაიძინონ.
18520„Leggo My Meg-O“ჯონ ჰოლმკვისტიბრაიან სკალი6 მაისი, 2012 (2012-05-06)9ACX165.64[22]
მეგი და მისი მეგობარი პარიზში მიდიან სასწავლებლად, სადაც მეგს იტაცებენ. ბრაიანი და სტიუი მის საძებნელად მიდიან.
18621„Tea Peter“პიტ მიშელსიპატრიკ მეიგანი13 მაისი, 2012 (2012-05-13)9ACX184.94[23]
ლოისის მამის საზოგადოება ჩაის საზოგადოებაში წევრიანდება პიტერიც. საზოგადოების მიზანია ქალაქის ხელისუფლების მოშორება. საბოლოოდ, მათი მოქმედებების გამო, კუაჰოგში ნგრევა და ანარქიაა.
18722„Family Guy Viewer Mail#2“გრეგ კოლტონიტომ დევანი & ალეკ სულკიი20 მაისი, 2012 (2012-05-20)9ACX195.35[24]
სერია შედგება სამი ეპიზოდისაგან. პირველ ეპიზოდში გრიფინები არიან „ინგლისურ ვარიანტში“, მეორე ეპიზოდში პიტერი სასწაულმოქმედი ხდება და ყველას, ვისაც ეხება, რობინ უილიამსად აქცევს. მესამე ეპიზოდში ნაჩვენებია დღე სტიუის თვალებით.
18823„nternal Affairs“ჯულიუს ვუუელესლი უაილდი20 მაისი, 2012 (2012-05-20)9ACX205.35[24]
ჯომ კუაჰოგში ნარკოტიკების დიდი პარტია აღმოაჩინა. მის პატივსაცემად მოწყობილ წვეულებაზე იგი იცნობს ახალგაზრდა პოლიციელს. პიტერის და ქუაგმაირის მხარდაჭერით, ჯო ბონის ღალატობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FOX 2011 Returning Shows - Family Guy. Fox.com. ციტირების თარიღი: 2012-01-21.
  2. Silberman, Lindsay. (March 19, 2012) Fox Announces Season Finale Dates. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 20, 2012. ციტირების თარიღი: March 19, 2012.
  3. Gorman, Bill. (2011-09-27) Sunday Final Ratings: 'Desperate Housewives,' 'CSI:Miami,' 'The Simpsons' Adjusted Up; '60 Minutes' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-23. ციტირების თარიღი: 2011-09-28.
  4. Seidman, Robert. (2011-10-04) Sunday Final Ratings: 'Desperate Housewives,' 'Pan Am' Adjusted Up + Unscrambled 'Amazing Race,' 'The Good Wife'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2011-10-05.
  5. Seidman, Robert. (2011-11-01) Sunday Final Ratings: 'Cleveland Show' Adjusted Up; 'Pan Am' Adjusted Down + Unscrambled CBS Shows & 'Sunday Night Football'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-03. ციტირების თარიღი: 2011-11-02.
  6. Seidman, Robert. (2011-11-08) Sunday Final Ratings: 'Once Upon a Time,' 'Family Guy' Adjusted Up; 'Pan Am' Down + CBS & 'Sunday Night Football'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2011-11-09.
  7. Gorman, Bill. (2011-11-15) Sunday Final Ratings: 'The Simpsons,' '60 Minutes' Adjusted Down + Final CBS & 'Sunday Night Football' Ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
  8. Gorman, Bill. (2011-11-22) Sunday Final Ratings: 'CSI:Miami,' 'Amazing Race,' 'Family Guy' Adjusted Up; '60 Minutes' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-25. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  9. Seidman, Robert. (2011-11-29) Sunday Final Ratings: Big Adjustment Up for 'Amazing Race'; No Adjustment for 'Once Upon a Time' + Steelers-Chiefs. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2011-11-29.
  10. Gorman, Bill. (2011-12-06) Sunday Final Ratings: 'Once Upon A Time,' 'Housewives,' 'Family Guy' Adjusted Up; 'Pan Am,' 'CSI: Miami,' '60 Minutes' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2011-12-07.
  11. Seidman, Robert. (2011-12-13) Sunday Final Ratings: No Adjustments for 'Once Upon A Time' + Giants/Cowboys & Unscrambled CBS. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2011-12-14.
  12. Seidman, Robert. (10 იანვარი, 2012) Sunday Final Ratings: 'Cleveland,' 'Family Guy,' 'American Dad' Adjusted Up + Unscrambled 'The Good Wife,' 'CSI: Miami' & '60 Minutes'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2012.
  13. Gorman, Bill. (18 იანვარი, 2012) Sunday Final Ratings: 'The Good Wife' Adjusted Up; 'Pan Am' Adjusted Down + Giants/Packers, Unscrambled Fox. The Futon Critic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2012.
  14. Gorman, Bill. (January 31, 2012) Sunday Final Ratings: 'Once Upon A Time,' 'Family Guy,' 'CSI: Miami' Adjusted Up; NFL 'Pro Bowl' Down vs. Last Season. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 2, 2012. ციტირების თარიღი: February 1, 2012.
  15. Gorman, Bill. (14 თებერვალი, 2012) Sunday Final Ratings: 'Napoleon Dynamite,' 'American Dad' Adjusted Up; '60 Minutes' Adjusted Down + 'Grammy Awards' Finals. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-18. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2012.
  16. Siedman, Robert. TV Ratings Sunday: 'Once Upon a Time' Steady; ABC & Fox Recover A Bit + 'Celebrity Apprentice,' 'Amazing Race' Premiere. Zap2it. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-01. ციტირების თარიღი: 2016-12-04.
  17. Bibel, Sara. (6 მარტი, 2012) Sunday Final Ratings: 'The Good Wife,' 'CSI Miami' Adjusted Up + 'Cleveland' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2012.
  18. Kondolojy, Amanda. (13 მარტი, 2012) Sunday Final Ratings: '60 Minutes', 'America's Funniest Home Videos', 'Once Upon a Time', 'The Amazing Race' & 'Desperate Housewives' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2012.
  19. Bibel, Sara. (20 მარტი, 2012) Sunday Final Ratings: 'Harry's Law' Adjusted Down to Series Lows; 'Desperate Housewives' Adjusted Up + Unscrambled CBS. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2012.
  20. Bibel, Sara. (3 მარტი, 2012) Sunday Final Ratings:'Once Upon A Time,' 'Bob's Burgers,' '60 Minutes' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2012.
  21. Bibel, Sarah. (1 მაისი, 2012) Sunday Final Ratings: 'Once Upon a Time,' 'Amazing Race,' 'Celebrity Apprentice,' 'Cleveland' Adjusted Up; 'Harry's Law,' 'GCB' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2012.
  22. Kondolojy, Amanda. (8 მაისი, 2012) Sunday Final Ratings: 'Simpsons', 'Amazing Race' Finale, 'Harry's Law' Adjusted Up; 'Desperate Housewives', 'NYC 22' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2012.
  23. Bibel, Sarah. (15 მაისი, 2012) Sunday Final Ratings: 'Once Upon A Time', Family guy’, 'Survivor' Adjusted Up; ‘Survivor: Reunion', 'Dateline' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2012.
  24. 24.0 24.1 Kondolojy, Amanda. (22 მაისი, 2012) Sunday Final Ratings: 'Family Guy' Adjusted Up; 'Bob's Burgers' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2012.