გრიფინები (სეზონი 5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიფინები (სეზონი 5)
ეპიზოდი 18
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ეთერში 10 სექტემბერი, 2006 – 20 მაისი, 2007
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 4
შემდეგი →
სეზონი 6
გრიფინების ეპიზოდების სია

ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მეხუთე სეზონი გადაიცემოდა ტელეარხ Fox-ის ეთერში 2006 წლის 10 სექტემბრიდან 2007 წლის 20 მაისამდე. შედგება 18 ეპიზოდისგან: პირველი ეპიზოდი იყო Stewie Loves Lois, ბოლო კი – Meet the Quagmires. სეზონში გრძელდება გრიფინების ოჯახის თავგადასავალი: პიტერი, (მამა), ლოისი (დედა), მეგი (ქალიშვილი), კრისი (ვაჟიშვილი), სტიუ (ვაჟიშვილი) და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. 18 ეპიზოდისაგან შემდგარი სეზონის 2006 წლის 10 სექტემბრიდან 2007 წლის 20 მაისამდე გადიოდა. გრიფინების ჩვენება შეწყდა 2002 წელს დაბალი რეიტინგის გამო,[1][2] თუმცა Catron Network-ის სატელევიზიო გადაცემა Adult Swim-ზე ხელმეორედ გასვლის შემდეგ სერიალი იქცა მაუწყებლობის ყველაზე პოპულარულ პროგრამად (საშუალოდ ყოველ ეპიზოდს ჰყავდა 1.9 მილიონი მაყურებელი)[3] და გაიყიდა DVD დისკების 3 მილიონი ეგზემპლარი, რამაც ფოქსს კვალვ გაუჩინა ინტერესი სერიალისადმი.


ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
811„Stewie Loves Lois“მაიკ კიმიმარკ ჰენტენმანი10 სექტემბერი, 2006 (2006-09-10)4ACX329.933[4]
მას შემდეგ, რაც ლოისმა სტიუის დათვი, რუპერტი ძაღლისგან გადაარჩინა, სტიუიმ გააცნობიერა, რომ დედამისის მოკვლის სურვილი არასწორი იყო. ამის შემდეგ მას ისე შეუყვარდა ლოისი, რომ უკანასკნელი თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა და შვილის იგნორი დაიწყო. იგნორი მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც სტიუი კიბიდან გადმოვარდა და ხელი მოიტეხა. ამავე დროს პიტერი პროსტატას შესამოწმებლად წავიდა, ხოლო პროცედურის შემდეგ თავი გაუპატიურებულად ჩათვალა და ექიმს სასამართლოში უჩივლა.
822„Mother Tucker“ჯეიმზ პარდამიტომ დევანი17 სექტემბერი, 2006 (2006-09-17)4ACX319.23[5]
პიტერის დედამ დაიწყო ურთიერთობა ტომ ტაკერთან, რომელიც პიტერისთვის ახალი მამა გახდა. ამავე დროს სტიუიმ და ბრაიანმა დაიწყეს მუშაობა რადიოზე, სადაც დიდი წარმატება განიცადეს.
833„Hell Comes to Quahog“დენ პოვენმაირიკირკ ბატლერი24 სექტემბერი, 2006 (2006-09-24)4ACX339.66[6]
მას შემდეგ, რაც პიტერმა მეგის ფული მანქანის მაგივრად ტანკში დახარჯა, უკანასკნელმა მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. კუაჰოგის მაცხოვრებლები კი უკმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მაღაზია ქალაქის მთელ ელექტროენერგიას ხარჯავდა, რის გამოც დიდი კორპორაციების წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტეს.
844„Saving Private Brian“სინდი ტენგიჩერი ჩევაპრავატდუმრონგი5 ნოემბერი, 2006 (2006-11-05)4ACX348.45[7]
მას შემდეგ, რაც სტიუიმ და ბრაიანმა თავიანთი უკმაყოფილება გამოაცხადეს შეერთებული შტატების ჯარის პროპაგანდით, ისინი ჯარში გაიწვიეს. ხანმოკლე სწავლების შემდეგ ისინი ერაყში გაუშვეს. ამავე დროს, კრისი როკ-ჯგუფის წევრი გახდა.
855„Whistle While Your Wife Works“გრეგ კოლტონისტივ კალაჰანი12 ნოემბერი, 2006 (2006-11-12)4ACX359.04[8]
პიტერი ხელის ტრავმას იღებს და ლოისს სამსახურში მის ნაცვლად წასვლაზე იყოლიებს. ამავე დროს ბრაიანს ახალი შეყვარებული, ჯილიანი გაუჩნდა.
866„Prick Up Your Ears“ჯეიმზ პარდამიჩერი ჩევაპრავატდუმრონგი19 ნოემბერი, 2006 (2006-11-19)5ACX019.3[8]
ლოისმა სკოლაში სექსუალური აღზრდის სწავლება დაიწყო, თუმცა, მისმა ზედმეტად გულგახსნილმა სწავლებამ განაპირობა ის, რომ იგი რელიგიური ორგანიზაციის წევრმა შეცვალა. ამავე დროს მეგი და მისი ახალი შეყვარებული, მიუხედავად ორმხრივი ლტოლვისა, თავშეკავებას იცავენ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ნახულობენ სიამოვნების მიღების სხვა მეთოდს. გრიფინების უმცროსი შვილი, სტიუი, „კბილის ფერიის“ განადგურებით იყო დაკავებული.
877„Chick Cancer“პიტ მიშელსიალეკ სულკინი & უელესლი უაილდი26 ნოემბერი, 2006 (2006-11-26)5ACX029.49[9]
სტიუი ამყარებს ახლო ურთიერთობას თავის მეგობარ ოლივიასთან, თუმცა, მათი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა ტრადიციულ ქორწინებაში, კამათით და სხვა პრობლემებით. მათი ურთიერთობა ბრაინთან და ჯილიანთან ორმაგი პაემანის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. ამავე დროს პიტერი ცდილობს საკუთარი კინო შექმნას.
888„Barely Legal“ზაკ მონკრიფიკირკერ ბატლერი17 დეკემბერი, 2006 (2006-12-17)5ACX038.48[10]
ბრაიანი მეგს სასკოლო წვეულებაზე წაყვა, რადგანაც სხვა მსურველი უბრალოდ არ იყო. წვეულებაზე იგი დათვრა და მეგს აკოცა, რის შემდეგაც უკანასკნელმა დაიწყო ფიქრი, რომ ბრაიანი მისი შეყვარებულია და გრძნობებით შეპყრობილი გახდა. ამავე დროს, პიტერი, კლივლენდი და ქუაგმაირი პოლიციელები გახდნენ.
899„Road to Rupert“დენ პოვენმაირიპატრიკ მეიგანი28 იანვარი, 2007 (2007-01-28)5ACX048.8[11]
ბრაიანი შემთხვევით ყიდის სტიუის სათამაშო დათვს. განაწყენებული სტიუის დასაწყნარებლად ის და ბრაიანი დათვის დასაბრუნებლად კოლორადოში გაემგზავრნენ. ამავე დროს, პიტერს მართვის მოწმობას ართმევენ, მეგი კი მისი პირადი მძღოლი გახდა.
9010„Peter's Two Dads“სინდი ტენგიდენი სმითი11 თებერვალი, 2007 (2007-02-11)5ACX057.97[12]
როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფრენსის გრიფინი პიტერის ნამდვილი მამა არ იყო, ის ბრაიანთან ერთად ირლანდიაში ნამდვილი მამის მოსაძებნად მიდის. ამავე დროს სტიუიმ აღმოაჩინა, რომ ფიზიკური ტანჯვა მას სიამოვნებას ანიჭებს.
9111„The Tan Aquatic with Steve Zissou“იულიუს ვუმარკ ჰენტენმანი18 თებერვალი, 2007 (2007-02-18)5ACX068.53[13]
პიტერმა სცემა ჩხუბისთავი, რომელიც კრისს დასცინოდა და მალევე თვითონ გახდა ჩხუბისთავი. ამავე დროს სტიუი მზეზე დაიწვა, რის შედეგადაც მისი კანი მოშავო ფერის გახდა. სტიუი ნამზეურობაზე შეშლილი გახდა, თუმცა, ყველაფერი შეწყდა, როდესაც მას ხალი ამოუვიდა. სტიუმ ის კიბოთ აღიქვა.
9212„Airport '07“ჯონ ლომკვისტიტომ დევანი4 მარტი, 2007 (2007-03-04)5ACX088.59[14]
პიტერის გამო ქუაგმაირი პილოტის სამუშაოს კარგავს და წარუმატებელი ძებნის შემდეგ წყვეტს კვლავ პილოტი გახდეს, ოღონდ, ამჯერად, მეგობრების დახმარებით. როდესაც ისინი საფრთხეში აღმოჩნდნენ, ქუაგმაირის დასახმარებლად ჰიუ ჰაფნერი მივიდა.
9313„Bill & Peter's Bogus Journey“დომინიკ პოლჩინოსტივ კალაჰანი11 მარტი, 2007 (2007-03-11)5ACX078.05[15]
პიტერი მეგობრობას იწყებს ბილ კლინტონთან, თუმცა, ლოისი ფიქრობს, რომ ბილი მის ქმარს ცუდ მაგალითს აძლევს. ამავე დროს სტიუი და ბრაიანი „ქოთანზე სიარულს“ სწავლობენ.
9414„No Meals on Wheels“გრეგ კოლტონიმაიკ ჰენრი11 მარტი, 2007 (2007-03-11)5ACX078.05[16]
გრიფინები თავიანთ რესტორანს ხსნიან, თუმცა, მათ კლიენტები არ ჰყავთ. პიტერის დასახმარებლად ჯოს რესტორანში თავისი ხეიბარი მეგობრები მიჰყავს, პიტერი კი მათ გაგდებას ცდილობს.
9515„Boys Do Cry“ბრაიან აილსიჩერი ჩევაპრავატდუმრონგი29 აპრილი, 2007 (2007-04-29)5ACX108.13[17]
ლოისი ორგანისტი ხდება, ოჯახი კი ეკლესიაში სიარულს იწყებს. ღვთისმსახურების დროს სტიუი ზედმეტად ბევრ კაპორს სვამს, რის გამოც აღებინებს. ეკლესიაში სტიუი ეშმაკის ნაშიერად მიიჩნიეს. სიტუაციის დაწყნარებამდე გრიფინები ტეხასში გადავიდნენ.
9616„No Chris Left Behind“პიტ მიშელსიმატრიკ მეიგანი6 მაისი, 2007 (2007-05-06)5ACX117.95[18]
სკოლაში ყველაზე სულელ მოსწავლედ მიჩნეული კრისი გარიცხეს. ლოისის მამა მის დახმარებას ცდილობს და მორნინგვუდის აკადემიაში აწყობს, სადაც მას თანაკლასელებთან პრობლემები უჩნდება. ამავე დროს პიტერი კვლავ ებრძვის გიგანტურ წიწილა ერნის.
9717„It Takes a Village Idiot, and I Married One“ზაკ მონკრიფიალექს ბორშტეინი13 მაისი, 2007 (2007-05-13)5ACX127.21[19]
ლოისი კუაჰოგის მერის არჩევნებში იღებს მონაწილეობას და იგებს, თუმცა, თანამდებობის დაკავების შემდეგ, აცნობიერებს, რომ მერობა მისი საქმე არ არის, რადგანაც თვლის, რომ პოლიტიკა საკმაოდ „ჭუჭყიანი“ საქმეა.
9818„Meet the Quagmires“დენ პოვენმაირი & კრის რობერტსონიმარკ ჰენტემანი20 მაისი, 2007 (2007-05-20)5ACX139.15[20]
სიკვდილი პიტერს ერთი დღით წარსულში აბრუნებს, რათა უკანასკნელმა უცოლოს ცხოვრებით იცხოვროს. პიტერი ლოისს ხვდება, თუმცა, უარს ამბობს მასთან პაემანზე წასვლაზე. აწმყოში დაბრუნების შემდეგ იგი აცნობიერებს, რომ ყველაფერი შეიცვალა — ლოისი ქუაგმარიის მეუღლეა, თვითონ კი სხვა ქალზეა დაქორწინებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Morrow, Terry (13 აგვისტო, 2004). „Resurrected 'Family Guy' is drawing a growing audience“. The San Diego Union-Tribune. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Erickson, Chris (2 მაისი, 2005). „Family Guy hits air waves again“. The Heights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-26. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Levin, Gary (24 მარტი, 2004). 'Family Guy' un-canceled, thanks to DVD sales success“. USA Today. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-09-12). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  5. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-09-19). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  6. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-09-26). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  7. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-28. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  8. 8.0 8.1 Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-11-14). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  9. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-06. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  10. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-01-03). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  11. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-01-30). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  12. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-02-13). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  13. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-02-21). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  14. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-03-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2010. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  15. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-03-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2010. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  16. Weekly Program Rankings. ABC Medianet. The Walt Disney Company (2007-03-27). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  17. Weekly Program Rankings. ABC Medianet. ციტირების თარიღი: October 5, 2012.
  18. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-05-08). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
  19. Calabria, Rosario T.. (2007-05-14) Broadcasting TV ratings for Sunday May 13, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 2010-03-29.
  20. Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-05-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-28. ციტირების თარიღი: 2010-05-01.