გრიფინები (სეზონი 2)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიფინები (სეზონი 2)
Family Guy Season1.png
პირველი და მეორე სეზონის DVD გამოცემის გარეკანის ფოტო
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 21
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
პირველად ეთერში 23 სექტემბერი, 1999 – 1 აგვისტო, 2000
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 1
შემდეგი →
სეზონი 3
გრიფინების ეპიზოდების სია

ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მეორე სეზონი გადაიცემოდა ტელეარხ Fox-ის ეთერში 1999 წლის 23 სექტემბრიდან 1 აგვისტომდე. ის შედგება 21 ეპიზოდისგან. სიუჟეტის ცენტრში არის გრიფინების ოჯახი: პიტერი, (მამა), ლოისი (დედა), მეგი (ქალიშვილი), კრისი (ვაჟიშვილი), სტიუ (ვაჟიშვილი) და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: სეთ მაკფარლეინი, ალექს ბორშტეინი, სეთ გრინი, ლეისი ჩემბერტი და მილა კუნისი, ხოლო აღმასრულებელ პროდიუსერებად გვევლინებიან დეივიდ ცუკერმანი და სეთ მაკფარლეინი. ასევე სეზონი მოიცავს 8 ეპიზოდს, რომელიც დაფუძნებული არის სერიალის წინა სეზონზე.

მეორე სეზონის მიწურულს, გამომდინარე დაბალი რეიტინგიდან, Fox-მა გადაწყვიტა სერიალის გადაღების შეჩერება, თუმცა 2001 წელს ის კვლავ დაბრუნდა ეთერში მესამე სეზონით.[1] 2002 წელს ფოქსმა ხელმეორედ შეაჩერა ტრანსლაცია.[2][3] თუმცა Adult Swim-ზე მაღალი რეიტინგებისა[4] და DVD დისკების კარგი გაყიდვების გამო[5][6] ფოქს კვლავ გაუჩნდა სერიალის წარმოების ინტერესი. სერიალი 2005 წელს დაბრუნდა ახალი სეზონით 35 ეპიზოდთან ერთად.

მეორე სეზონს საკმაოდ დადებითი შეფასებები ჰხვდა წილად. DVD Talk-ის ერთ-ერთმა მიმოხილველმა უწოდა "ძალიან მახვილგონივრული და პირქუშად იუმორისტული" და მწუხარება გამოთქვა მისი შეჩერების გამო. თუმცა ზოგიეთმა მიმოხილველმა უარყოფითი შეფასებაც მიანიჭა. მაგალითისთვის, გაზეთ Entertainment Weekly-მ სეზონი 1999-2000 წლების ყველაზე ცუდ სატელევიზიო შოუდ დაასახელა.[7][8] 2003 წლის 15 აპრილს გამოვიდა პირველი და მეორე სეზონის DVD ვერსია[9] (მესამე სეზონის გამოსვლიდან სამი თვით ადრე), სადაც შესულია ორივე სეზონის ყველა ეპიზოდი.


ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
81„Peter, Peter, Caviar Eater“ჯეფ მაიერსიკრის შერიდანისექტემბერი 23, 1999 (1999-09-23)1ACX08
ლოისის დეიდა კვდება და მას კერძო სახლს უტოვებს. ამის გამო პიტერი თავის თავს მდიდარ ადამიანად მიიჩნევს და აუქციონზე აცხადებს, რომ ლარნაკისათვის მზადაა 100 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადოს. პიტერს ამდენი ფული არ აქვს, რის გამოც მან გადაწყვიტა სახლი გაყიდოს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მან უნდა დაამტკიცოს, რომ სახლი მართლაც ღირს ამდენი ფული.
92„Holy Crap“ნილ აფლეკიდენი სმითისექტემბერი 30, 1999 (1999-09-30)1ACX11
პიტერის მამა, ფრენსისი, სამსახურიდაან გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც იგი გრიფინების ოჯახს ესტუმრა. ოჯახში ფრენსისი პიტერის გარდა არავის მოეწონა. უკანასკნელი ცდილობდა მამასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, რისთვისაც რომის პაპაც კი გაიტაცა.
103„Da Boom“ბობ ჟაკინილ გოლდმანი და გარეტ დონოვანიდეკემბერი 26, 1999 (1999-12-26)2ACX06
პიტერი შეშლილია „2000 წლის პრობლემით“ და ახალი 2000 წლისთვის, აპოკალიფსის გადასატანად, მთელ ოჯახს სარდაფში კეტავს. აპოკალიფსმა მართლაც მოხდა, რის შემდეგაც გრიფინები ფუნჩულების ქარხანას ეძებენ, რათა შიმშილით არ მოკვდნენ. ამ ეპიზოდში პიტერი პირველად ებრძვის გიგანტურ წიწილა ერნის.
114„Brian In Love“ჯეკ დაიერიგერი ჯანეტიმარტი 7, 2000 (2000-03-07)2ACX01
სტიუის საყვედურობენ, რადგანაც უკანასკნელი საპირფარეშოს არ იყენებს და მთელ სახლში თავის „კვალს“ ტოვებს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დამნაშავე იყო ბრაიანი და არა სტიუი. ბრაიანი მკურნალობის კურსს გადის და მსოფლიოში მოგზაურობს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველაფერში ლოისი იყო დამნაშსავე, რომელსაც ბრაიანის მიმართ გრძნობები ჰქონდა.
125„Love Thy Trophy“ჯეკ დაიერიმაიკ ბარკერი და მეტ ვეიცმანიმარტი 14, 2000 (2000-03-14)1ACX13
მეზობლები კამათობენ აღლუმზე მოგებული პრიზისათვის, ხოლო მისი მოპარვის შემდეგ ერთმანეთს ქურდობაში დებენ ბრალს. ამავე დროს მეგი იწყებს ოფიციანტად მუშაობას, რათა მიიღოს საკმარისი ფული ახალი ჩანთისათვის. უფრო მეტი წვრილმანი გასამრჯელოს მისაღებად იგი ამბობს, რომ სტიუი მისი ნარკომანი შვილია.
136„Death Is a Bitch“მაიკლ დანტე დიმარტინორიკი ბლიტიმარტი 21, 2000 (2000-03-21)1ACX14
პიტერს არ უნდა საავადმყოფოში გაწეული მომსახურებისათვის ფულის გადახდა და ექიმთა მოსატყუებლად თავის იმკვდარუნებს. სიკვდილი, რომელიც მის წასაყვანად მივიდა, პროცესის დროს თავის თავს ზიანს აყენებს, რის გამოც სამუშაოს ვეღარ ასრულებს. ამის შედეგად მსოფლიოში ყველა უკვდავი ხდება.
147„The King Is Dead“მონტე იანგიკრეიგ ჰოფმანიმარტი 28, 2000 (2000-03-28)1ACX15
ლოისი ხდება კუაჰოგის თეატრალური ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელი და ცდილობს დადგას მიუზიკლი „მეფე და მე“. პროდიუსერად იგი პიტერს ნიშნავს, პიტერი კი ყველაფერს ცვლის.
158„I Am Peter, Hear Me Roar“მონტე იანგიკრის შერიდანიმარტი 28, 2000 (2000-03-28)2ACX02
მას შემდეგ რაც პიტერი ქალს შეურაცხყოფას აყენებს, ქალის ადვოკატი მას მგრძნობელობის ამაღლების კურსზე აგზავნის. კურსის შედეგად პიტერი ქალური ხდება, რაც მის ოჯახის წევრებს არ მოსწონთ. ისინი ცდილობენ პიტერი კვლავ მამაკაცურად გადააქციონ.
169„If I'm Dyin', I'm Lyin'“სუინტონ სკოტ IIIკრის შერიდანიაპრილი 4, 2000 (2000-04-04)1ACX12
როდესაც კრისის და პიტერის შოუმ არსებობა შეწყვიტა, პიტერმა გეგმა მოიფიქრა და ოცნებათა აღსრულების ფონდში გააგზავნა მოთხოვნა, სადაც ეწერა, რომ მისი შვილის სიკვდილისწინა სურვილი იყო შოუს გაგრძელების ხილვა. საბოლოოდ, როდესაც კრისი არ გარდაიცვალა, პიტერმა თავისი თავი „ჰილერად“ (მკურნალი) გამოაცხადა და საკუთარი რელიგია შექმნა.
1710„Running Mates“ჯონ ჰოლმკვისტინილ გოლდმანი და გარეტ დონოვანიაპრილი 11, 2000 (2000-04-11)1ACX09
ლოისი მონაწილეობს სასკოლო განათლების ხელმძღვანელის არჩევნებში, თუმცა, პიტერის სურვილის მიუხედავად, უარს ამბობს უკანასკნელის ყოფილი მასწავლებლის სამუშაოზე დაბრუნებაზე, რის გამოც პიტერმაც გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მისი შვილი კრისი სკოლაში პორნოგრაფიის ყურების დროს დაიჭირეს.
1811„A Picture Is Worth a 1,000 Bucks“გევინ დელიკრეიგ ჰოფმანიაპრილი 18, 2000 (2000-04-18)2ACX07
პიტერს ეშინია, რომ სიკვდილის შემდეგ მასზე არავინ გაიხსენებს, რის შემდეგაც კრისის მიერ ნაჩუქარ ნახატს გამოფენაზე ყიდის. ამის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ შვილის ნიჭის გამოყენების გზით შეუძლია თავისი ოცნების ახდენა. ამის შემდეგ მთელი ოჯახი ნიუ-იორკში გაემგზავრა, ხოლო კრისი ცნობილი გახდა.
1912„Fifteen Minutes of Shame“სკოტ ვუდისტივ კალაჰანიაპრილი 25, 2000 (2000-04-25)2ACX08
ოჯახში მძვინვარე პრობლემების მოსაგვარებლად მეგი მათ დაიანა სიმონსის თოქ-შოუში პატიჟებს, თუმცა, ყველაფერი ცუდად მიდის, რის შემდეგაც გრიფინებს მათზე დაფუძნებული რეალითი შოუს გადაღებას სთავაზობენ.
2013„Road to Rhode Island“დენ პოვენმაირიგერი ჯანეტიმაისი 30, 2000 (2000-05-30)2ACX12
ბრაიანს სტიუი ბებიასთან და ბაბუასთან მიჰყავს, თუმცა, უკანა გზაზე თვითმფრინავის ბილეთებს კარგავს, რის გამოც მათ სახლში დაბრუნება მთელი ქვეყნის გავლით უხდებათ. ამავე დროს ლოისი პიტერს საოჯახო ვიდეოს ყურებას სთხოვს, რომელიც პორნოვიდეო აღმოჩნდა.
2114„Let's Go to the Hop“გლენ ჰილიმაიკ ბარკერი და მეტ ვეიცმანიივნისი 6, 2000 (2000-06-06)2ACX04
როდ-აილენდის თავზე ავიაკატასტროფა განიცადა კოლუმბიურთმა თვითმფრინავმა, რომელშიც ნარკოტიკულო გომბეშოები იყვნენ. გომბეშოები მოზრდთა ხელში ხვდება, ხოლო სიტუაციით შეწუხებული პიტერი და ლოისი მოელაპარაკნენ სკოლის დირექტორს, რის შემდეგაც ახალი მოსწავლის რანგში პიტერმა სკოლაში დაიწყო სიარული. იგი არწმუნებდა მოსწავლეებს, რომ გომბეშოების ლოკვა კარგი არ არის.
2215„Dammit Jannet“ბერტ რინგიმაიკ ბარკერი და მეტ ვეიცმანიივნისი 13, 2000 (2000-06-13)2ACX09
ლოისმა სტიუარდესად დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი ფრენის დროს, თვითმფრინავი გაიტაცეს და კუბის მიმართულებით წაიყვანეს. ამავე დროს სტიუის შეუყვარდა გოგონა ჟანეტი.
2316„There's Something About Paulie“მონტე იანგირიკი ბლიტიივნისი 27, 2000 (2000-06-27)1ACX10
პიტერი მეგობრობას იწყებს მაფიის ბოსის ძმისწულთან, თუმცა, ლოისს არ უნდა, რომ მის მეუღლეს მაფიასთან დაკავშირებულ ადამიანს ჰქონდეს ურთიერთობა. პიტერის ამას მეგობარს ეუბნება, თუმცა, უკანასკნელი მის სიტყვებს არასწორად აღიქვავს და ფიქრობს, რომ პიტერი მას ლოისის მოკვლას სთხოვს.
2417„He's Too Sexy For His Fat“გლენ ჰილიკრის შერიდანიივნისი 27, 2000 (2000-06-27)2ACX10
კრისი დიეტას იწყენბს, რადგან მას ყველა ჭარბწონიანობის გამო დასცინის. პიტერს, თავის მხრივ, სურს, რომ მისმა შვილმა პლასტიკური ქირურგის მომსახურება გამოიყენოს. კრისს ეს არ მომწონს, პიტერი კი თვითონ იკეთებს ლიპოსაქციას. ამავე დროს სტიუ ჭამს ყველაფერს, რაზეც კრისის უარს ამბობს და წონაში საგრძნობლად იმატებს.
2518„E. Peterbus Unum“რობ რენცეტინილ გოლდმანი და გარეტ დონოვანიივლისი 12, 2000 (2000-07-12)2ACX13
აღმოჩნდა, რომ პიტერის სახლი არანაირად არ არის დაკავშირებუი არც კუაჰოგთან და არც შეერთებულ შტატებთან, რის გამოც იგი თავისი სახლის ტერიტორიაზე ახალ სახელმწიფოს, „პიტერიას“ აარსებს და თვითონ უდგება მას სათავეში.
2619„The Story on Page One“გევინ დელიკრეიგ ჰოფმანიივლისი 18, 2000 (2000-07-18)2ACX14
მეგმა გადაწყვიტა დაეწერა სტატია სასკოლო გაზეთში, თუმცა, პიტერი მას თავის ჩანაწერზე თვლის, სადაც წერია, რომ ლიუკ პერი ჰომოსექსუალისტია. უკანასკნელი გრიფინებს ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივის, თუმცა, პერი სინამდვილეშიც გეი აღმოჩნდა.
2720„Wasted Talent“ბერტ რინგიმაიკ ბარკერი და მეტ ვეიცმანიივლისი 25, 2000 (2000-07-25)2ACX15
პიტერი იგებს ბილეთს ლუდსახარშის ქარხანაში ექსკურსიაზე, ხოლო ლოისი შეჯიბრების მოსაგებად ცდილობს ნიჭიერი პიანისტი იპოვოს. პიანისტი თვითონ პიტერი აღმოჩნდა, რომელსაც პიანინოზე კარგად უკრავს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკვრამდე ალკოჰოლურ სასმელს დალევს.
2821„Fore, Father“სკოტ ვუდიბობი ბოუმანიაგვისტო 1, 2000 (2000-08-01)2ACX16
პიტერი თვლის, რომ კრისი უპასუხისმგებლოა, რის გამოც შვილისათვის სამუშაოს პოულობს გოლფის მოედანზე, თუმცა, ხედავს, რომ კლივლენდ ბრაუნის შვილს პროფესიონალი გოლფისტის კარიერის აწყობის საშუალება აქვს, რის გამოც კრისს ივიწყებს და მეგობრის შვილის მწვრთენლი ხდება. კრისის „ახალი მამა“ ქუაგმარი გახდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Callaghan, Steve (2005). Family Guy: The Official Episode Guide, Seasons 1–3. Harper Collins Publishers. , isbn 0-06-083305-X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wheat, Alynda. “Fall TV Preview: 'Family Guy'“, Entertainment Weekly, 12 სექტემბერი, 2008. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2009. 
  2. Morrow, Terry. “Resurrected 'Family Guy' is drawing a growing audience“, The San Diego Union-Tribune, August 13, 2004. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2009. 
  3. Erickson, Chris. “Family Guy hits air waves again“, The Heights, 2 მაისი, 2005. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2009. 
  4. Levin, Gary. “'Family Guy' un-canceled, thanks to DVD sales success“, USA Today, 24 მარტი, 2004. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2009. 
  5. It's Not TV. It's TV on DVD“, Time, 19 აპრილი, 2004. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2009. 
  6. Kipnis, Jill. “Successful "Guy"“, Billboard, 7 თებერვალი, 2004, გვ. 44. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2009. 
  7. Tucker, Ken. (April 9, 1999) Family Guy. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 28 თებერვალი, 2009.
  8. Tucker, Ken. (December 21, 2001) Television. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2007.
  9. Family Guy – Volume 1. TVShowsOnDVD.com. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი, 2010.