გლაურუნგი
გლაურუნგი | |
---|---|
სხვა სახელები | გველეშაპი, მორგოთის მატლი, ოქროს გლაურუნგი, მატყუარა, დრაკონების მამა |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | დრაკონები |
დაბადება | 260 წელი (პირველი ეპოქა) |
ადგილი | ანგბანდი |
გარდაცვალება | 499 წელი (პირველი ეპოქა) |
ფიზიკური მონაცემები | |
ტიპი | ურულოკე |
ფერი | ოქროსფერი |
ნაწარმოები |
სილმარილიონი, დაუსრულებელი თხზულებები, დაკარგული მოთხრობების წიგნი 2, ჰურინის შვილები |
გლაურუნგი — მატყუარა, ცეცხლის-მფრქვეველი და მიწაზე მცოცავი დრაკონი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმიდან.
გლაურუნგი იყო დიდი ძალაუფლების მქონე და ცბიერი. გააჩნდა დიდი ჰიპნოტიკური ძალა, რომლითაც ის ზემოქმედებდა ყველა ცოცხალ არსებაზე. ის ასევე ძლიერი იყო ფიზიკურადაც, თუმცა ძირითადად ცბიერებას იყენებდა ბოროტი მიზნებისთვის.
ასეთი გზით ის აღწევდა უფრო დიდ დამანგრეველ შედეგებს, ვიდრე ფიზიკური ძლიერებით. მაგალითად, ასე მან გაანადგურა ელფების ციხესიმაგრე ნარგოთრონდი. მან მრავალი სხვა ადგილი გაანადგურა და ააოხრა (მაგალითად - ეითელ ივრინი, ტალათ დირნენი და სხვები).
გლაურუნგმა გააუბედურა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა შუახმელეთის გმირი ტურინ ტურამბარი და მთელი მისი ოჯახი.
გლაურუნგს უწოდებდნენ უხუცესთაგან უხუცესს. იგი იყო პირველი დრაკონი , რომელიც შექმნა მორგოთმა. ანგბანდში იყო მისი საპყრობილე. პირველი დიდი ომი, რომელშიც იგი გამოჩნდა, იგი დაგორ ბრაგოლახი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გლაურუნგი — საიტზე Tolkien Gateway
|