შინაარსზე გადასვლა

ბრიზბენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრისბენი)
ქალაქი
ბრიზბენი
ინგლ. Brisbane
დროშა გერბი

ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი კუინზლენდი
კოორდინატები 27°28′04″ ს. გ. 153°01′40″ ა. გ. / 27.46778° ს. გ. 153.02778° ა. გ. / -27.46778; 153.02778
დაარსდა 1824
ამჟამინდელი სტატუსი 1925
ფართობი 5904,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 1 041 839 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 176,44 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2 238 394 (2013 წელი)
სასაათო სარტყელი UTC+10
სატელეფონო კოდი 0721[1] [2] , 0722[1] [2] , 0723[1] [2] , 0724[1] [2] , 0725[1] [2] , 0726[1] [2] , 0727[1] [2] , 0729[1] [2] , 0730[1] [2] , 0731[1] [2] , 07321[1] [2] , 07322[1] [2] , 07323[1] [2] , 07324[1] [2] , 07325[1] [2] , 07326[1] [2] , 07327[1] [2] , 07329[1] [2] , 07330[1] [2] , 07331[1] [2] , 07332[1] [2] , 07333[1] [2] , 07334[1] [2] , 07335[1] [2] , 07336[1] [2] , 07337[1] [2] , 07339[1] [2] , 0734[1] [2] , 0735[1] [2] , 0737[1] [2] , 07381[1] [2] , 07382[1] [2] , 07383[1] [2] , 07384[1] [2] , 07385[1] [2] , 07386[1] [2] , 07387[1] [2] , 07389[1] [2] და 0739[1] [2]
ოფიციალური საიტი brisbane.qld.gov.au
ბრიზბენი — ავსტრალია
ბრიზბენი
ბრიზბენი — კუინზლენდი
ბრიზბენი

ბრიზბენი (ინგლ. Brisbane) — ქალაქი ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატის დედაქალაქი. ქმნის მუნიციპალურ წარმონაქმნს — „ქალაქი ბრიზბენი“. იგი სიდიდის მიხედვით მესამე ქალაქია ავსტრალიაში და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე დიდი კუინზლენდში. ნავსადგური მდინარე ბრიზბენის შესართავის (მორტონის ყურე) ახლოს. შედიან საზღვაო გემები. სარკინიგზო კვანძი. ქალაქს სახელი ეწოდა სერ ტომას მაკდუგალ ბრიზბენის პატივსაცემად, რომელიც ახალ სამხრეთ უელსს 1821-1825 წლებში მართავდა. ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლისთვის შეადგენდა 1 041 839 ადამიანს[3]. ხოლო ქალაქის აგლომერაციაში მოსახლეობის რაოდენობა 2013 წლისათვის შეადგენდა 2 238 394 ადამიანს[4].

მდებარეობს ავსტრალიის აღმოსავლეთში, მდინარე ბრიზბენის (აქედანაა ქალაქის დასახელება) და წყნარი ოკეანის მორტონის ყურის ნაპირზე. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკული ოკეანურია. შედის მსოფლიო გლობალური ქალაქების პირველ ასეულში. დიდი ბრისბენი აწარმოებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 9 %-ს[5].

დაარსებულია სახელწოდებით ედენგლასი 1825 წელს[6]. 1859 წლიდან — კუინზლენდის შტატის დედაქალაქი.

ბრიზბენის კლიმატი ახლოა სუბტროპიკულთან. ქალაქში არსებობს ხანგრძლივი ნოტიო სეზონი, რომელიც გრძელდება წლის უდიდეს პერიოდში, და უფრო გრილი მშრალი სეზონი, რომელიც გრძელდება ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, და რომელიც ხასიათდება უფრო დაბალი ტემპერატურით და ნალექების ნაკლები რაოდენობით. მშრალი სეზონისთვის დამახასიათებელია თბილი დღეები და გრილი, იშვიათად სუსტი სისუსხის, ღამეები. ბრიზბენში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 1940 წლის 26 იანვარს, და შეადგინა 43,3 °C.

ქალაქი დამოკიდებულია წვიმებზე. თუ წვიმებს აქვთ სტიქიური უბედურების ხასიათი, მაშინ ბოლომდე ივსება ქალაქში ჩამდინარე მდინარე ბრიზბენის კალაპოტი და ხდება წყალდიდობა.

  • 1974 წელი — შტატში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა წყალდიდობამ მოიცვა მთელი ქალაქი.
  • 2011 წელი — უკანასკნელი 120 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა კუინზლენდის 2010-2011 წლების წყალდიდობამ დატბორა 17 ათასზე მეტი შენობა ქალაქში. მდინარემ არ მიაღწია მოსალოდნელ კატასტროფულ დონეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აიწია 1974 წლის დონის მაღლა, და გამოიწვია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნგრევები. ცეცხლი წაეკიდა ცენტრალურ სტადიონს Suncorp. მდინარეზე გაჩნდა 2-4 მეტრის ტალღები (კონტინენტალური ცუნამი). მდინარე ადიდდა 4,46 მეტრ ნიშნულამდე[7] და გადააჭარბა 1974 წლის დონეს. დატბორვის ზონაში მოხვდა ტერიტორია, რომელიც ფართობით აჭარბებდა გერმანიის და საფრანგეთის ერთად აღებულ ტერიტორიას, ეკონომიკური დანაკარგი შეადგენს მილიარდობით დოლარს.

თანამედროვე ბრიზბენის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ავსტრალიელი აბორიგენები.

1823 წელს მკვლევართა ჯგუფი ჯონ ოკსლის ხელმძღვანელობით დაეშვა მდინარე ბრიზბენზე ქვევით და მივიდა ნიშნულზე, რომელიც დღეისათვის ცნობილია, როგორც ბრიზბენის ბიზნეს-ცენტრი.

1824 წელს აქ დაფუძნდა გადასახლებულთა კოლონია, ხოლო 1842 წელს, როდესაც ეს კოლონია გაუქმდა, ქალაქმა დაიწყო სწრაფი განვითარება.

კუინზლენდის შტატი შეიქმნა 1859 წელს, და ბრიზბენი, რომელმაც სახელი გენერალ ტომას მაკდუგალ ბრიზბენის პატივსაცემად მიიღო, გამოცხადდა მის დედაქალაქად.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბრიზბენი არ იყო ქალაქი. ის წარმოადგენდა ოც ცალკეულ მუნიციპალიტეტს, და მხოლოდ 1925 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი.

დღეისათვის ბრიზბენი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია ავსტრალიაში, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში მიიღო მულტიეროვნული ქალაქის სტატუსი.

ბრიზბენი

მოსახლეობა წლების მიხედვით

1825 47 (პატიმართა კოლონია)
1831 1241
1839 2212
1846 6257 (თავისუფალი დასახლებულები)
1851 8375
1891 104 276 (ოქროს ციებ-ცხელება)
1925 260 000
1950 442 000
1960 603 000
1970 798 000
1980 1 067 000
1990 1 303 000
2000 1 591 000
2004 1 810 943

ბრიზბენს მოსახლეობის ზრდის სიჩქარით უკავია პირველი ადგილი ავსტრალიაში და მეორე ადგილი მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, 1999 წლიდან 2004 წლის ჩათვლით პერიოდში ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა 11,5 %-ით.

2001 წლის აღწერის შედეგად, ბრიზბენის მოსახლეობის 21 %-ს შეადგენენ უცხოელები, ქალაქის მოსახლეობის 1,7 % — აბორიგენია. ქალაქის მოსახლეობის 86,5 %-ისთვის ინგლისური ენა — ძირითადი (მშობლიური) ენაა, დანარჩენი 13,5 % ინგლისურს ხმარობს, როგორც მეორე ენას. ქალაქში გავრცელების მხრივ ინგლისურის შემდეგ მოდის ჩინური ენა, მას მოსდევს ვიეტნამური და იტალიური ენები. ქალაქში ასევე ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან წამოსული ბევრი ადამიანი.

ბრიზბენის აეროპორტი მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთის ნაწილის ბოლოში, მგზავრთა გადაყვანის მხრივ იგი მესამე აეროპორტია ავსტრალიაში სიდნეის და მელბურნის აეროპორტების შემდეგ[8]. აეროპორტში ფუნქციონირებს შიდა და საერთაშორისო ტერმინალები, ასევე სატვირთო ტერმინალი და ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.

1885 წლიდან 1969 წლის ჩათვლით ქალაქში არსებობდა ბრიზბენის ტრამვაის ქსელი. ქსელის მაქსიმალური განვითარების პერიოდში (1952 წელი) გზის სიგრძე შეადგენდა 109 კმ-ს, ხოლო მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა გადაყვანილი იქნა 1944 წლიდან 1945 წლამდე პერიოდში. მან შეადგინა თითქმის 160 მილიონი ადამიანი.

დასასვენებლად ბრიზბენში ყველაზე უფრო პოპულარული ადგილებია — პარკები, კერძოდ, Roma Street Parkland, Mount Coot-tha, South Bank Parkland და Brisbane City Botanic Gardens (დიდი ბოტანიკური ბაღი, დაყოფილი ცალკეულ სექტორებად).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროს ქალაქს ჰქვია Brisbane City Centre და მოიცავს მრავალრიცხოვან „ბიზნეს-წერტილებს“, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მაღაზიების ჩათვლით, ავტოსერვიზებს და ასე შემდეგ, სამხრეთ სანაპიროს ჰქვია South Bank და მოიცავს დასვენებისთვის მრავალრიცხოვან ადგილებს, მათ შორის ზემოთ უკვე ნახსენები South Bank Parkland, City Beach, სერ ტომას ბრიზბენის პლანეტარიუმი და სხვა მრავალი.

გავრცელებულია წყალში ყვინთვა აკვალანგით, მათ შორის ჩაყვინთვა ხელოვნურ და ბუნებრივ რიფებთან[9].

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიზბენს ჰყავს 9 დამეგობრებული ქალაქი, აქედან 8 მდებარეობს აზიაში:[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 Telecommunications Numbering Plan 2015
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 2.31 2.32 2.33 2.34 2.35 2.36 2.37 2.38 Telstra J // Charging Zones — 2018. — 274 p.
  3. 2011 Census QuickStats: Brisbane. // censusdata.abs.gov.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-26. ციტირების თარიღი: 2014-7-24.
  4. 3218.0 – Regional Population Growth, Australia, 2012–13: Estimated Resident Population, States and Territories – Greater Capital City Statistical Areas (GCCSAs). Australian Bureau of Statistics (3 April 2014). ციტირების თარიღი: 8 April 2014. ERP at 30 June 2013.
  5. იხ. გვ. 3: 2012-2031 Brisbane Economic Development Plan. // brisbanemarketing.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-28. ციტირების თარიღი: 2014-7-24.
  6. Compiled by Royal Automobile Club of Queensland (1980). Seeing South-East Queensland, 2, RACQ, გვ. 7. ISBN 0-909518-07-6. 
  7. ABC News — How the Brisbane River rose
  8. Brisbane Airport Corporation Limited. brisbaneairport.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-31. ციტირების თარიღი: 2008-03-18.
  9. აქტიური დასვენება ბრიზბენში[მკვდარი ბმული].
  10. List of Sister Cities. // brisbane.qld.gov.au. ციტირების თარიღი: 2014-7-23.