ჰაიდარაბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ჰაიდარაბადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰაიდარაბადი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ჰაიდარაბადი
ტელუგ. హైదరాబాదు
ურდუ: حیدر آباد‎‎‎
ჰინ. हैदराबाद
Hyderabad montage-2.png
საათის ისრიმ მიხედვით ზემო მარცხენა კუთხიდან: ჩარმინარი, ბირლა-მანდირი, ჰუსეინ საგარი, ჰოლკონდის ციხესიმაგრე, მაღლივი შენობები, ჩოვმაჰალას სასახლე
დროშა
Asafia flag of Hyderabad State.png

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ანდჰრა-პრადეში
კოორდინატები 17°21′58″ ჩ. გ. 78°28′34″ ა. გ. / 17.36611° ჩ. გ. 78.47611° ა. გ. / 17.36611; 78.47611
დაარსდა 1592[1]
ფართობი 650 კმ²
ცენტრის სიმაღლე 536
ოფიციალური ენა ტელუგუ[2] და ურდუ ენა[3]
მოსახლეობა 6 809 970 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91–40, 8413, 8414, 8415,
8417, 8418, 8453, 8455
საფოსტო ინდექსი 500001
ოფიციალური საიტი ghmc.gov.in
ჰაიდარაბადი — ინდოეთი
ჰაიდარაბადი
ჰაიდარაბადი — ანდჰრა-პრადეში
ჰაიდარაბადი

ჰაიდარაბადი (ტელუგუ హైదరాబాదు; ურდუ حیدر آباد; ინგლ. Hyderabad) — ქალაქი ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშისა და ტელანგანის შტატების დედაქალაქი[4] . მეტსახელად მას მარგალიტების ქალაქსაც უწოდებენ.[5] იგი ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიაა 650 კმ² ფართობითა[6] და 6 809 970 მცხოვრებით ქალაქში, მეტროპოლიურ არეალში კი 7 749 334-ით. შედეგად, ჰაიდარაბადი მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ინდოეთში და მეექვსე ყველაზე დიდი აგლომერაცია მსოფლიოში.[7]

ჰაიდარაბადი ახ. წ. 1591 წელს სულთანმა მუჰამედ ქული ქუთბ შაჰმა დააარსა მდინარე მუსის ნაპირებზე, დეკანის ზეგნის ჩრდილოეთ კიდეზე.[8]

ერთ დროს ჰაიდარაბადი ბრილიანტებითა და მარგალიტებით ვაჭრობის გლობალური ცენტრი იყო.[9] ბოლო დროს ქალაქი წარმოჩნდა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის (IT),[10] ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიების ცენტრი,[11][12] რის გამოც მას „ინდოეთის გენომის ველს“ უწოდებენ. ქალაქში მდებარეობს ტელუგუური ფილმების ცენტრი ტოლივუდი.[13]

2012 წლის მარტის მონაცემებით, ჰაიდარაბადი „ინდოეთის საუკეთესო მემკვიდრეობის ქალაქადაა აღიარებული“,[14] სადაც განთავსებულია მრავალი ისტორიული ძეგლი, რომელთა შორისაცაა იუნესკოს აზია-ოკეანიის მემკვიდრეობის სიაში შესული ჩოვმაჰალის სასახლე.[15] ქალაქს ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტუმრობს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოეთის გზაჯვარედინზე მდებარე ეს ქალაქი გამოირჩევა თავის უნიკალური კულტურით, ხელოვნებითა და არქიტექტურით.[16][17]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. telangana-history-formation-of-hyderabad-state-1948-1956 // ისტორია
  2. About Hyderabad
  3. Urdu is second official language nowThe Hindu.
  4. Telangana will be 29th state, Hyderabad to be common capital for 10 years“, 30 July 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 31 July 2013. 
  5. Sudipta Sengupta. “Hyderabad in NYT 2011 list of must see places“, The Times of India, 26 January 2011. წაკითხვის თარიღი: 17 July 2011. 
  6. Greater Hyderabad Municipal Corporation. Greater Hyderabad Municipal Corporation. წაკითხვის თარიღი: 17 August 2011.
  7. Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Government of India. წაკითხვის თარიღი: 17 October 2011.
  8. (2010) Inside the Indian Business Mind: A Tactical Guide for Managers. Greenwood Publishing Group, გვ. 164–165. ISBN 978-0-313-37830-0. წაკითხვის თარიღი: 5 October 2011. 
    • History – Hyderabad. Greater Hyderabad Municipal Corporation (1 November 1956). წაკითხვის თარიღი: 15 September 2011.
  9. (2010) Frommer's India. Wiley Publishing Inc, გვ. 403. წაკითხვის თარიღი: 6 October 2011. 
  10. Sheridan Prasso. “Tour Google India“, CNN, 23 October 2007. წაკითხვის თარიღი: 5 October 2011. 
  11. George Iype. (November 30, 2004) [rediff.com/money/2004/nov/30spec.htm Hyderabad: India's Genome Valley]. Rediff. წაკითხვის თარიღი: 13 June 2011.
  12. Asia's most expensive cities for expats, 7 from India. Rediff. წაკითხვის თარიღი: 13 June 2011.
  13. K. V. Kurmanath. “Business Line: Today's Paper / ECONOMY: Telugu film industry enters new era“, Business Line, 6 November 2007. წაკითხვის თარიღი: 15 June 2011. 
  14. Heritage award for Hyderabad raises many eyebrows“, timesofindia, 2 March 2012. წაკითხვის თარიღი: 20 March 2012. 
  15. UNESCO Asia-Pacific Heritage Awards for Culture Heritage Conservation. UNESCO (2010). წაკითხვის თარიღი: 8 October 2011.
  16. Analysis: HITEC City: The IT community of tomorrow?“, CNN, 5 September 2000. წაკითხვის თარიღი: 8 October 2011. 
    • Christina Francis. “MF Museum in Hyderabad?“, The Times of India, 10 June 2011. წაკითხვის თარიღი: 7 October 2011. 
    • salar jung museum exhibition“, The Times of India, 26 April 2006. წაკითხვის თარიღი: 8 October 2011. 
  17. Syed Mohammed. “Hyderabad through the eyes of a voyager“, The Times of India, 24 July 2011. წაკითხვის თარიღი: 27 December 2011.