ბრაზილიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაზილიის ტოპოგრაფიული რუკა

ბრაზილია დაახლოებით, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ნახევარს მოიცავს. მის აღმოსავლეთ საზღვარს ატლანტის ოკეანე წარმოადგენს. ბრაზილია მთლიანობაში მოიცავს 8514215კვ²-ს. რომელიც წარმოადგენს 8456510კმ² ხმელეთს და 55455კმ² წყალს. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია პიკო-და-ნებლინა, რომლის სიმაღლეა 2994მ. ბრაზილია ესაზღვრება: არგენტინას, ბოლივიას, კოლუმბიას, საფრანგეთის გვიანას, გაიანას, პარაგვაის, პერუს, სურინამს, ურუგვაის და ვენესუელას.

ბრაზილიის უმეტეს ნაწილში არის ტროპიკული ჰავა, რომელიც სამხრეთში შედარებით ზომიერია. ბრაზილიის უდიდესი მდინარეა - ამაზონი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძელეს მდინარეს წარმოადგენს. ტროპიკული ტყეები რომლებიც ფარავენ ამაზონის აუზს, დედამიწის ტროპკული ტყეების თითქმის ნახევარია.

ფართობი და მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილია მისი ფართო ტერტორიებით მოიცავს სამხრეთ ამერიკის თითქმის მთლ აღმოსავლეთ ნაწილს, ასევე რამდენიმე კუნძულს ატლანტის ოკეანეში. ის სიდიდით მეხუთე ქვეყანაა მსოფლიოში: რუსეთის, კანადის, ჩინეთის და ამერიკის (ალასკის ჩთვლით) შემდეგ. მისი ტერიტორია ვრცელდება 4395კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთით (5°16'20" N-განედიდან 33°44'32" S-განედამდე) და 4319კმ აღმოსავლეთიდან დასავლეთით (34°47'30" W-გრძედიდან 73°59'32" W-გრძედამდე). კვეთს სამ სასაათო სარტყელს, დასავლეთი რომელიც ერთი საათით უსწრებს აღმოსავლეთის სასაათო სარტყელს, ბრაზილიის დედაქალაქის დრო და აღმოსავლეთ ბრაზილიის დრო (UTC-3) რომელიც აღმოსავლეთის სასაათო სარტყელს ორი საათით უსწრებს. ოქტომბრიდან თბერვლამდე, ბრაზილია იყენებს დღის სინათლის დამზოგავ (ზაფხულის) დროს.

ბრაზილიას ეკუთვნის მრავალი კუნძული. მათ შორის აღსანიშნავიაფერნანდუ-დი-ნორონია, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით 350 კმ-ში მისი "რქიდან", ასევე რამდენიმე მცირე კუნძული და ატოლები ატლანტის ოკეანეში - აბროლოსის ეროვნული პარკი, როკასი, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგი, ტრინიდადი და მარტიმ-ვასი. 70-იანი წლების დასაწყისში ბრაზილია მოითხოვდა ტერიტორიულ წყლებს ქვეყნის ნაპირებიდან 362 კილომეტრის ფარგლებში, ჩამოთვლილი კუნძულების ჩთვლით.

ბრაზილიის ატლანტის ოკეანესთან სანაპირო ზოლი შეადგენს 7367კმ-ს. დასავლეთიდან (საათის ისრის მიმართულებით) აქვს 15719კმ.-იანი საზღვარი: არგენტინასთან, პარაგვაისთან, ბოლივიასთან, პერუსთან, კოლუმბიასთან, ვენესუელასთან, გაიანასთან, სურინამთან და საფრანგეთის გვიანასთან. ბრაზილიას, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, მხოლოდ ჩილესა და ეკვადორთან არ აქვს სახელმწიფო საზღვარი. საზღვრების თაობაზე, მეზობელ ქვეყნებთან არის რამდენიმე ბოლომდე გადაუჭრელი საკითხი, თუმცა სერიოზული პრობლემები არ ქვს.

ბრაზილიაში არის ხუთი ეკოსისტემა, ტროპიკული ტყეები, პანტანალის ნაკრძალი, სერადო, მატა-ატლანტიკა და პამპა.

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის ძირითადი ჰიდროლოგიური რეგიონები

ბრაზილიის სამთავრობო ორგანოების მიხედვით არის 12 ძირითადი ჰიდროგრაფიული რეგიონი. შვიდ მათგანს რეგიონის ძირითადი მდინარეების სახელები ქვიათ, ხოლო დანარჩენ ხუთს არ აქვს ერთი ძირითადი მდინარე.

  • 7 რეგიონი რომლებსაც მდინარეების სახელები ქვიათ:
  • 5 დანარჩენი სანაპირო რეგიონი (ჩრდილოეთიდან სამხრეთით):
    • Atlântico Nordeste Ocidental (დასავლეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკა)
    • Atlântico Nordeste Oriental (აღმოსავლეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკა)
    • Atlântico Leste (აღმოსავლეთი ატლანტიკა)
    • Atlântico Sudeste (სამხრეთ აღმოსავლეთი ატლანტიკა)
    • Atlântico Sul (სამხრეთი ატლანტიკა)

ამაზონი არის მსოფლიოში ყველაზე განიერი და სიგრძით (ნილოსის შემდეგ) მეორე მდინარე. ის მსოფლიოს უდიდეს ტროპიკული ტყეების სადრენაჟო სისტემაა. მეორე დიდი მდინარე, პარანა, ქმნის პარაგვაისა და არგენტინის საზღვარს, გაივლის არგენტინას და ჩედინება ატლანტის ოკეანეში. ამაზონი სავსეა წყალმცენარეებით.

მცენარეული საფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის მცენარეული საფარის რუკა, 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]