შინაარსზე გადასვლა

პიკო-და-ნებლინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიკო-და-ნებლინა
კოორდინატები: 0°48′ ჩ. გ. 66°02′ დ. გ. / 0.800° ჩ. გ. 66.033° დ. გ. / 0.800; -66.033
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიმაღლე 2994 
პირველი ასვლა 1965
უმარტივესი მარშრუტი სან-გაბრიელ-და-კაშუერას ქალაქიდან, მდინარე ლაზინოს გაყოლებით
პიკო-და-ნებლინა — ბრაზილია
პიკო-და-ნებლინა

პიკო-და-ნებლინა (ინგლ. Pico da Neblina — „ნისლიანი პიკი“) — უმაღლესი მთა ბრაზილიაში, ზღვის დონიდან 2,994 მ. მდებარეობს გვიანის მთიანეთში, იმერის ქედზე (პორტ. Serra do Imeri), ბრაზილია - ვენესუელის საზღვარზე. როგორც განისაზღვრა 1962 წელს, საზღვრების დადგენისას, მთის ფერდები ძლივს ხვდება ბრაზილიის საზღვრებში. სულ რაღაც 687 მეტრით არის დაშორებული ვენესუელის საზღვარს, რომელიც გადის ზუსტად მწვერვალ პიკო-31-დე-მარკოზე (ბრაზილიის სიმაღლით მეორე მწვერვალი).

სიტყვა neblina პორტუგალიურად ნიშნავს ნისლს, შესაბამისად პიკის სახელია ნისლიანი პიკი. მართლაც მთა უმეტეს შემთხვევაში ნისლით არის დაფარული. ის 1965 წელს ბრაზილიელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს.

ოფიციალურად პიკო-და-ნებლინა მდებარეობს სანტა-იზაბელ-დუ-რიუ-ნეგრუს მუნიციპალიტეტში, ამაზონასის შტატში. თუმცა ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მუნიციპალიტეტის ურბანული არეებიდან მთა მიუდგომელია, დაშორებულია დაახლოებით 180 კილომეტრით. ეროვნული პარკის ხელმძღვანელობა, იანომამის რეზერვაცია და საზღვრის დაცვა ცვლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ყველა პრაქტიკულ საკითხში. უახლოესი ქალაქი საიდანაც ყველა ექსპედიცია გადის არის საუ-გაბრიელ-და-კახოირა, რომელიც მთიდან 140 კილომეტრითაა დაშორებული (ოღონდ არა გზით, არამედ პირდაპირი ხაზით).

მთა შედის პიკო-და-ნებლინას ეროვნულ პარკში; მისი ჩრდილოეთი ფერდი ასევე დაცულია ვენესუელის მხრიდან Serranía de la Neblina National Park პარკში. ეს ორი ტყუპისცალი პარკი, მეზობელ Parima Tapirapecó National Park პარკთან ერთად რომელიც მდებარეობს ვენესუელაში მოიცავენ 80,000 კმ²-ს. ეს არის მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყეების, ეროვნული პარკების სისტემა. პიკო-და-ნებლინა ასევე მდებარეობს იანომამის ხალხის რეზერვაციის ტერიტორიაზე.

მცდარი შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიკო-და-ნებლინას ხშირად მოიხსენიებენ როგორც საზღვარს ბრაზილიასა და ვენესუელას შორის. ეს სწორია მხოლოდ მთლიანი მასივისთვის, თუმცა თვითონ მაღალი მთლიანად მდებარეობს ბრაზილიაში.

ხანდახან მოიხსენებენ როგორც სამხრეთ ამერიკაში ანდების გარეთ მდებარე უმაღლეს მწვერვალს, თუმცა არ არის სწორი: ეგ ტიტული ეკუთვნის სერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას რომელიც მდებარეობს კოლუმბიაში, რომელიც პიკო-და-ნებლინაზე თითქმის ორჯერ დიდია და საერთოდ გამიჯნულია ანდებისგან. თუმცა პიკო-და-ნებლინა არის ყველაზე მაღალი წერტილი ანდების აღმოსავლეთით.

მეზობელი მწვერვალი პიკო-31-დე-მარკო რომელიც მდებარეობს ზუსტად საზღვარზე არის ანდებს გარეთ მდებარე ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]