ბოლივიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლივიის ტოპოგრაფიული რუკა

ბოლივიასახელმწიფო სამხრეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში.

ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ აღმოსავლეთიდან პარაგვაი, სამხრეთიდან არგენტინა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჩილე და პერუ.

ბოლივიის ფართობი შეადგენს 1 098 580 კმ². მას უკავია 27-ე ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ფართობის მიხედვით ეთიოპიის შემდეგ.

საზღვრის საერთო სიგრძეა 6743 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 832 კმ, ბრაზილიასთან — 3400 კმ, ჩილესთან — 861 კმ, პარაგვაისთან— 750 კმ, პერუსთან — 900 კმ).

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია — ვულკანი ნევადო-სახამა (6542მ), რომელიც მდებარეობს ორუროს დეპარტამენტში.

ბოლივიას 1879 წლიდან არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, ამ წელს მან ჩილეს სასარგებლოდ დაკარგა ზღვისპირა ოლქი ანტოფაგასტა წყნარი ოკეანის მეორე ომის შედეგად. მაგრამ ატლანტის ოკეანეში გასასვლელი გზა მაინც აქვს ესაა მდინარე პარაგვაი.

ბოლივიის ტერიტორია წარმოადგენს განსაკუთრებით მრავალფეროვან ეკოლოგიურ ზონას. დასავლეთით გადაჭიმულია ანდების მთები და ალტიპლანოს პლატო. ხოლო აღმოსავლეთის დაბლობი უკავია ამაზონის ტროპიკულ ტყეებს და გრან-ჩაკოს. ტბა ტიტიკაკა მდებარეობს ბოლივიისა და პერუს საზღვარზე, ხოლო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პოტოსის დეპარტამენტშია მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის ტბა სალარ-დე-უიუნი.

ბოლივიის უდიდესი ქალაქებია: ლა-პასი, ელ-ალტო, სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა და კოჩაბამბა.

2009 წლის მაისში, ბოლივიაში, პერუსა და ჩილეში თავისი ვიზიტისას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ამ ქვეყნის ლიდერებთან წამოაყენა წინადადება შეთანხმებულიყვნენ იმაზე რომ, ბოლივიას გადაეცეს გეოგრაფიული მისადგომი წყნარ ოკეანეში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]