წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული
წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგის მდებარეობა

წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგი (პორტ. Arquipélago de São Pedro e São Paulo) – არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, შედგება 15 პატარა კუნძულისა და კლდისგან. [1] იგი მდებარეობს ეკვატორულ ზოლზე, ძლიერი შტორმების რეგიონში. ეკუთვნის ბრაზილიას, რომლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტორუსიდან დაშორებულია დაახლოებით 940 კილომეტრით, ფერნანდუ-დი-ნორონიას არქიპელაგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით — 625 კილომეტრით და ქალაქ ნატალიდან 990 კილომეტრით.

1986 წელს არქიპელაგს მიენიჭა დაცული ტერიტორიის სტატუსი.[2]. 1998 წლიდან ბრაზილიის საზღვაო ძალები მხარს უჭერს კუნძულებზე მიმდინარე მუდმივ კვლევებს.[3] კუნძულების მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადი ეკონომიკური აქტივობა არის თინუსის რეწვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი გადაღბული წყალქვეშა ნავ USS Triton-ის პერისკოპიდან (1960)

1511 წლის 20 აპრილს, ინდოეთში მიმავალმა პორტუგალიის საზღვაო ძალებმა (რომელიც 6 კარაველისგან შედგებოდა) კაპიტან გარსია ნორონას ხელმძღვანელობით, შემთხვევით აღმოაჩინეს კუნძულები. იმ დღეს, ღია ზღვაში, გვიან ღამით მანევრირების დროს, კარაველი "წმინდა პეტრე" კაპიტან მანუელ დე კასტრო ალკოფორადოს ხელმძღვანელობით კუნძულებს შეეჯახა.[4]

1832 წლის 16 თებერვლის დილას, კლდეები მოინახულა ჩარლზ დარვინმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობის პირველ ეტაპზე. დარვინს შექმნილი აქვს კუნძულების ფაუნის სრული სია: არც ერთი მცენარე და არც ერთი სირსველი არ მოიძებნება კუნძულებზე. დარვინმა იპოვნა: ორი ჩიტი ბოობი (booby) და თევზიყლაპია, კიბორჩხალა რომელიც ცდილობდა მოეპარა პატარა ბარტყი, ჩრჩილი რომელიც ცხოვრობდა ბუმბულებზე, ხოჭო, ნამსჭია რომელიც ფრინველების ნარჩენებზე ცხოვრობდა და ობობები რომლებიც ჩათვალა რომ ფრინველების ნარჩენებზე ცხოვრობდნენ.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]