ხმელეთი
ხმელეთი — დედამიწის ზედაპირის მონაკვეთი, რომელიც არ არის დაფარული მსოფლიო ოკეანისა და წყლის სხვა მეგა ობიექტებით. ნებისმიერი კუნძულისა თუ კონტინენტის ხმელეთის მონაკვეთს, რომელიც წარმოდგენილია მსხვილი წყლის ობიექტებით (მაგალითად: მდინარეებით, ტბებითა და სხვ.) ამ შემთხვევაში, ასეთ მონაკვეთს, მაინც ხმელეთი ეწოდება.
დედამიწის საერთო ფართობის 149 მლნ. კმ² ხმელეთზე მოდის, რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს დედამიწის ზედაპირის 29,2%-ს. დანარჩენი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია.
ხმელეთის ვრცელი უბნებია კონტინენტები, რომელთა რიცხვი შეადგენს შვიდს (ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია); თუ მას განვიხილავთ ქვეყნის ნაწილებად ექვსს: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიკა, ავსტრალია ოკეანეთით.
ხმელეთის საშუალო სიმაღლეა 875 მეტრი, ხოლო უმაღლესი წერტილი ევერესტი — 8848 მ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jan Flis: Szkolny słownik geograficzny. Warszawa: WSiP, 1986, s. 12.
- Рычагов Г. И. - Общая георморфология. М., 2006.